Home ახალი ამბები თბილისში ჟვანიას ქუჩაზე, მთის ფერდობზე მიმდინარე მშენებლობა დროებით შეჩერებულია

თბილისში ჟვანიას ქუჩაზე, მთის ფერდობზე მიმდინარე მშენებლობა დროებით შეჩერებულია

2293

თბილისში ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა დროებით შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ipn თბილისის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწია, რის საფუძველზეც მთის ფერდობზე მიწის სამუშაოები საკითხის საბოლოო შესწავლამდე შეჩერდა.

“ნინო ჟვანიას ქუჩაზე არსებულ მთის ფერდობზე, მიმდინარე მიწის სამუშაოები თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებით შეაჩერა. ამ ეტაპზე ხორციელდება ობიექტის შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი, კანონისმიერი გადაწყვეტილება,”- განაცხადეს თბილისის მერიის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილმა სოციალურ ქსელ  facebook-ზე დაწერა, რომ თბილისის ცენტრში მთის დემონტაჟი მიმდინარეობს, სადაც მან შესაბამისი ფოტოც დაურთო.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here