Home სხვადასხვა დაიჯესტი თანამედროვე ამერიკის გმირი

თანამედროვე ამერიკის გმირი

რეციდივისტი ოქროს კუბოში, როგორც აშშ-ის სიმბოლო

3350
თანამედროვე ამერიკის გმირი

პლანეტის ზემძლავრი სახელმწიფო ორი კვირის განმავლობაში გლოვობდა თავის საუკეთესო შვილს. ასე პრეზიდენტებიც კი არ დაუსაფლავებიათ. ოქროს კუბო, ასიათასობით დამწუხრებული და აქვითინებული, ზოგიერთ შტატში ათასობით მუხლმოყრილი იდიოტი პატიებას სთხოვდა შავკანიან მოსახლეობას.

 

თანამედროვე ამერიკის გმირი

ამერიკის პატივსაცემ მოქალაქეთა შორის უპატივცემულესის კუბოს ჩაბღაუჭებული (მწუხარებისგან რომ არ წაქცეულიყო) მინეაპოლისის მერი ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებდა (ალბათ, ოსკარის მიღება სურს). მის ქვითინს არღვევდა შეძახილები: “მაპატიეეე”… ცრემლი ახრჩობდა მოკლულის ყოფილ ცოლს, რომელმაც ქმარყოფილი ბოლოს 6 წლის წინათ ნახა, როცა 3 თვის შვილთან ერთად მიატოვა. ამ ხნის განმავლობაში კი შვილისთვის ცენტიც არ გაუგზავნია, მაგრამ უბედური ქვრივი ერთი კვირის განმავლობაში გაჰყვიროდა, რომ მარჩენალის გარეშე დარჩა. გულჩვილმა ამერიკელებმა მას 20 მლნ დოლარი შეუგროვეს. თანხის შეგროვება კვლავ გრძელდება.

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტმა ჯორჯ ფლოიდის სახელობის სტიპენდია დააწესა, თუმცა, იცოდა თუ არა ფლოიდმა წერა-კითხვა, უცნობია, ალბათ, არა. ციხეში ამას არ ასწავლიან… თუ მოვლენები ასეთი ტემპით განვითარდება, შორს აღარ იქნება ის დღე, როდესაც ნობელის პრემიას სახელს შეუცვლიან და ფლოიდის პრემიას დაარქმევენ.

ჯო ბაიდენმა დაიჩოქა
ჯო ბაიდენმა დაიჩოქა

დიადი ფლოიდი ციხეში იჯდა ძარცვისთვის, ნარკოტიკების გასაღებისთვის, შეიარაღებული ყაჩაღობისთვის. ბოლო შემთხვევაში მისი მსხვერპლი იყო ფეხმძიმე ქალი, რომელსაც ყელში ხელი წაუჭირა, მუცელზე იარაღი მიადო და ფული მოსთხოვა… შემდეგ ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჩაუშვა თანამზრახველები და რამდენიმე წლით შეიმცირა პატიმრობის ვადა. ფლოიდის გვამის გაკვეთისას მის სისხლში აღმოაჩინეს ნარკოტიკი. აი ასეთია XXI საუკუნის ამერიკის ეროვნული გმირი. ვერ გაუფრთხილდა ამერიკა თავის სინათლის სხივს.

ფლოიდს დარჩა მიმდევრები. მისი საქმე ცოცხლობს და ვითარდება. ჯორჯ ფლოიდის პატივისცემის ნიშნად ამერიკის იმ შტატებში, რომლებსაც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ, მასობრივი ძარცვა და ძალადობა დაიწყო. დანგრეულია ქალაქების, მათ შორის, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჟელესის, ულამაზესი რაიონები; მოკლეს 89 პოლიციელი, გააუპატიურეს 17 წლის გოგონა, დაწვეს პოლიციის (არა მხოლოდ) მანქანები, განადგურებულია ქუჩები, მოედნები, სკვერები, კისერი მოუგრიხეს ქალაქის პარკების წყალსატევებში მშვიდად მცურავ გედებს…

მინეაპოლისის მერი ჯეიკობ ფრეი ფლოიდის ოქროს კუბოსთან აქვითინდა
მინეაპოლისის მერი ჯეიკობ ფრეი ფლოიდის ოქროს კუბოსთან აქვითინდა

მოხუცებულობის დემენციის (გონებასუსტობის) მძიმე ფორმით დაავადებულმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმაც დაიჩოქა, თუმცა დამოუკიდებლად წამოდგომა ვერ მოახერხა, დახმარება დასჭირდა (ანალოგიური რამ დაემართა დემოკრატიული პარტიის კიდევ ერთ წევრს, ტრამპის მოძულე ნენსი პელოსისაც), მაგრამ ამ ამბავმა ვერ შეაშფოთა “წმინდა ფლოიდის” ასიათასობით თაყვანისმცემელი. ისინი არჩევნებზე სწორედ არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნს დაუჭერენ მხარს _ ეს არის ის, რაც სწადიათ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს და რისთვისაც ყველაფერს კადრულობენ.

მუხლებზე დაჩოქება?! პრობლემა არ არის. სახით ნეხვში?! ყველაფერს, შევასრულებთ, რასაც “ფლოიდები” გვიბრძანებენ; და რაც ყველაზე ამაზრზენია, აშშ-ის მთელი დემოკრატიული პარტიაა ასეთი.

ალექსანდრა ანტოსიაკი,

ნიუიორკი

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here