მთავარი პოლიტიკა თავისუფლება სულს ისე მობეზრდა, ცოცხები, ცოცხები, ცოცხები ჩქარა!

თავისუფლება სულს ისე მობეზრდა, ცოცხები, ცოცხები, ცოცხები ჩქარა!

331
გააზიარეთ
მიხეილ კრიშინი: დამიძახეთ და ჩამოვალ

ბევრი რამ მიუქარავსქართულ ოცნებასბოლო 6 წლის განმავლობაში. ბევრსაც, ალბათ, აბრალებენ, მაგრამ ბრმა და ყრუ უნდა იყო ადამიანი, რომ ხელისუფლებას დემოკრატიათავისუფლების ხარისხი დაუწუნო მოცემულ დროსა და სივრცეში

დიახ, ბრმა და ყრუ ან მთლად უარესი _ პათოლოგიურადმიშმადიდებელი”, ჩასაფრებული ნაცი უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, რომ მიშნაცების ფაშისტურსადისტური რეჟიმი 6 წლის წინათ დავამთავრეთ _ 6 წელიწადია, არათუ ციხეებში აღარ ხოცავენ, აწამებენ და აუპატიურებენ პატიმრებს; 6 წელიწადია, არათუ აღარ ხვრეტენ ქუჩაში ასობით ახალგაზრდას; 6 წელიწადია, არათუ ტელევიზიებშისპეცნაზიაღარ შევარდნილა; 6 წელიწადია, არათუ სულის ამოხდით აღარ გვემუქრებიან; 6 წელიწადია, არათუ აღარ არბევენ სასტიკად მშვიდობიან მიტინგებს, არამედ 6 წელიწადია, პოლიციას საკუთარ მოქალაქეებზედუბინკაცკი არ აუწევია

ზოგიერთისთვის უკვე ყბადაღებული იმ 9 წლის წარამარა ხსენების არ იყოს, ახლა 6 წლით შეგაღონე, მკითხველო (ისე, დააკვირდით, როგორ ჰგავან ფორმით ეს ციფრები ერთმანეთს: 6 გადაბრუნებული ცხრიანია და პირიქით _ 9 გადმობრუნებული ექვსიანი. ეს ისე, არითმეტიკულ-ლირიკული გადახვევა, სიმბოლურობის დასანახავად).

ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეები რა, ცოტაა? იმ 9-წლიანი კოშმარისას ვინმე გულთმისანს რომ ემარჩიელა, 6 წლის შემდეგ ზუსტად იმ სოციალური უსამართლობისა და ეკონომიკური სიდუხჭირის მოცემულობაში იცხოვრებთო, როგორშიც დღეს ვართ, ვინმე ჭკუათმყოფელი უარს იტყოდა ასეთ პერსპექტივაზე და 2012 წლის 1 ოქტომბერს “ქართულ ოცნებას” არ მისცემდა ხმას? ვფიქრობ, კითხვა რიტორიკულია, მაგრამ, როგორც ჩანს, არა მათთვის (როგორც ზემოთ ვთქვით), ვისთვისაც ის 9 წელიწადი დღეს უკვე ე.წ. ყბადაღებული თემაა. სწორედ ასეთი ხალხია ნაგულისხმევი წინამდებარე წერილის სათაურში.

ვიმეორებ: ბევრი პრეტენზია აქვს ქართველ საზოგადოებას “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო თავისი უპირველესი დაპირების შესრულება _ არ აღდგა სამართლიანობა იმ კუთხით, რომ ნაცების ხელისუფლება გამოცხადებულიყო სააკაშვილიბოკერიას დამნაშავე რეჟიმად, პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”, როგორც ქართველი ერის პირსისხლიანი ჯალათისთვის, უნდა აეკრძალათ პოლიტიკური საქმიანობა და, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის დამნაშავე ბობოლა ნაცები კანონის მთელი სიმკაცრით დაესაჯათ. ერთი შეხედვით პარადოქსია, მაგრამ სწორედ ამ პოლიტიკურ-სამართლებრივი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მნიშვნელოვანწილად სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს…

ბევრი რამ გაცხადდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში: “რუსთავი 2”-ით დაწყებული, ე.წ. არასამთავრობო მესამე სექტორით გაგრძელებული და ორმაგსტანდარტა ფარისეველი დასავლეთით, შვილმოკლული მამების პოლიტიკური აქციით, ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციით, ქოცების უნიათობა-ღორმუცელობით, “პატრიოტთა ალიანსის” სახით ახალი, ქოც-ნაცების ალტერნატიული პოლიტიკური ძალის გამოჩენით დასრულებული. ბევრ რამეს დაერქვა თავისი სახელი, რომელთა შესახებ ცოტ-ცოტა საუბარი იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არაფერი თქვა.

ამიტომ ვამჯობინე, ყველა თემაზე ცალ-ცალკე ვისაუბრო. დასაწყისისთვის ყოფილ პრეზიდენტზე გავაკეთე არჩევანი _ მიშა სააკაშვილზე, რომელიც, როგორც პოლიტიკოსი, ამ დღეებში დამთავრდა. ხატოვნად თუ ვიტყვით, საქართველოს უძღებმა შვილმა პოლიტიკური კარიერა გლდანის სახურავებზე დაიწყო და კიევის “კრიშებზე” დაასრულა.

თუ კარგად მახსოვს, ეს იყო 2002 წლის დასასრული ან 2003 წლის დასაწყისი. იუსტიციის მინისტრობიდან “ახალჩამოლაბორანტებული”, ოპოზიციაში გადაბარგებული მიშიკო, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის სავარძლის ძიებაში, რა თქმა უნდა, მასმედიის თანხლებით, პოპულისტურად დაბობღავდა, ძირითადად, გლდანის კორპუსების სახურავებზე, რომელთა გარემონტებასაც ჰპირდებოდა მობინადრეებს. რამდენიმე ასეთი პოპულისტური ბობღვის მოწმე და მონაწილე მეც (იმხანად გაზეთ “რეზონანსის” ჟურნალისტი) გახლდით.

“ცოდვა” გამხელილი სჯობსო და მაშინ გულწრფელად მჯეროდა საქართველოს მომავალი პრეზიდენტის. როგორც აღმოჩნდა, ყალბი ეროვნულ-პატრიოტული რიტორიკის და მეტიც, სწორედ ამ რიტორიკით მოხიბლულმა, მოკლე ხანში მიშას უახლოეს გარემოცვაში შევაღწიე. იქამდეც კი, რომ საკრებულოს წინასაარჩევნო კამპანიისას თქვენი მონა-მორჩილი ვაკეთებდი ერთჯერად გაზეთს _ “თბილისი შევარდნაძის გარეშე”, რომელიც დიდი ტირაჟით იბეჭდებოდა და უფასოდ რიგდებოდა თბილისის მოსახლეობაში ე.წ. კარდაკარის პრინციპით, მაგრამ თურმე ჯერ სად ხარო და 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ამჯერად უკვე გაზეთ “საქართველო შევარდნაძის გარეშე”-ს რედაქტორობაც მერგო… ამ ყველაფერს სრულიად უანგაროდ, მხოლოდ იდეის გამო ვაკეთებდი და ამიტომაც ჩავსვი ზემოთ სიტყვა ცოდვა, ბრჭყალებში.

ეს რომ ასე იყო, მოწმობს ისიც, რომ სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, სულ რაღაც რამდენიმე თვეში, რომ იტყვიან, ჩვენი გზები გაიყარა და ჩემი ყოფილი ფავორიტის რადიკალურ ოპოზიციაში აღმოვჩნდი და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმა სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გახლდათ.

გლდანის სახურავებსა და კიევის “კრიშებს” შორის რაც იყო, ამაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ და თხრობას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდიდან განვაგრძობ. მიუხედავად იმისა, რომ მიშნაცებმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი იწვნიეს, მიხეილ სააკაშვილი კიდევ მთელი წლის განმავლობაში იყო შეუზღუდავი უფლებების პრეზიდენტი. ამ პერიოდში, როგორც შეძლო, მაქსიმალურად უმტრო ქვეყანას _ მხოლოდ ის რად ღირს, რომ ერთდროულად რამდენიმე ათეულ ათას თურქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.

ისიც კარგად გვახსოვს, რომ აქაოდა, პირადი დაცვის შემცირება როგორ გამიბედა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაო და დემონსტრაციულად საკუთარი ელექტრომობილის საჭეს მიუჯდა და თუმცა შემცირებული, მაგრამ მაინც საპრეზიდენტო დაცვის კორტეჟით დაჰქროდა თბილისის ქუჩებში ეს მართლაც, როგორც გურიაში იტყვიან, “შიშველი გადარეული”! ამ სამარცხვინო და, ამასთანავე, სასაცილო კადრებმა მსოფლიოს მასმედია მოიარა. შემდეგ, ბოლო თეთრამდე ამოწურა რა პრეზიდენტის მრავალმილიონიანი ფონდი, საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე (ანუ ხელშეუხებლობის ვადის) ერთი დღით ადრე პრეზიდენტის თვითმფრინავით უკრაინის დედაქალაქში “მოხია”. უფრო მარტივად თუ ვიტყვით, საქართველოს მართლმსაჯულებას გაექცა და მას შემდეგ ვერაფრით შეეგუა რეალობას, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ვეღარასოდეს, ვერანაირი ფორმით ვეღარ დაბრუნდება.

თუმცა მისი გრძნობა-ფიქრების გაგება ადამიანურად შეიძლება _ ეს ფსიქიკურად შეურაცხადი კაცი 9 წლის განმავლობაში საქართველოს, პრეზიდენტი კი არა, პრაქტიკულად ხელმწიფე იყო, თანაც ისეთი შეუზღუდავი უფლებებით, როგორიც დავით აღმაშენებელსაც კი არ დაესიზმრებოდა. სააკაშვილმა მხოლოდ უფლებებითა და მოვალეობების გარეშე იმეფა 9 წლის განმავლობაში, არ დაუკლია არავითარი მიწიერი სიამენი, ჰარამხანით დაწყებული და ქეიფნარკოტიკებით დამთავრებული. ბათუმიც კი, რომლის აშენებასაც არცთუ უსაფუძვლოდ იჩემებს, აჭარის ეს ქათქათა მარგალიტი, პირველ რიგში, საკუთარი სიამოვნებისთვის აიშენა (ოღონდ თურქული ფულით). ხატოვნად თუ ვიტყვით, სააკაშვილისთვის ბათუმი ბრჭყვიალა ბიჟუტერია იყო და, ალბათ, დღემდე ესიზმრება ბათუმში ჩატარებული ორგიები. თუნდაც მხოლოდ ბათუმის გამო იქნება ქართველ ხალხზე ისეთი გაბრაზებული, რომ შეეძლოს, კბილებით დაგვგლეჯდა უმადურ ქართველებს. უმადურს, რადგან ჩვენ ვერ გავიგეთ, ვერ დავაფასეთ პრეზიდენტყოფილის დიადი გენია. ჩავლილი საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო შანსი იყო სააკაშვილისთვის, ეგებ საქართველოში დაბრუნებულიყო და თანაც ხელისუფლებაში, მაგრამ… მეფობა კი უნდა, მაგრამ გარისკვა, თავის ხიფათში ჩაგდება _ არა. დათა თუთაშხიასი და ბენია მეწისქვილის დიალოგის პერიფრაზით თუ ვიტყვით, ხიფათის სიყვარული არც უნდა ჰქონდეს მიწაზე ცხვირით მხოხავ და ჰალსტუხის მლოღნელი ჯიშის კაცს და ამიტომ, როგორც იტყვიან, სხვისი ხელით ნარის გლეჯას ცდილობს. ამას წინათ ნაცებისგრანდიოზულშეკრებაზე ფილარმონიაში მთელი დარბაზი სკანდირებდაჩამოდი!”, რაზედაც ამ კურდღელმა პრაქტიკულად უპასუხა, რომ თქვენ მიდით, არ დაემორჩილოთ ხელისუფლებას და მე ჰოლანდიიდან ამოგიდგებით მხარშიო

რაც დრო გადის, მით უფრო აშკარაა, რომ ნაციონალები ნელ-ნელა ემიჯნებიან თავიანთ ბელადს, რადგან ამ შეურაცხადის ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებები არა მხოლოდ შინაური მოხმარებისთვის არის სახიფათო, არამედ მათზე მიშნაცების დღემდე ერთგულ ევროსაბჭოშიც უხერხულად იშმუშნებიან…

უკრაინაში თანამდებობის გამო მიშიკომ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. თავდაპირველად თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ოდესის ოლქის გუბერნატორადაც დანიშნეს, მაგრამ უეცრად, ბევრისთვის მოულოდნელად, სააკაშვილის “რამსები” აირია. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის პეტრე პოროშენკომ ჯერ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, შემდეგ მის დაპატიმრებასაც შეეცადა. ამით სასოწარკვეთილმა მიშიკომ პოლიტიკური კარიერის დასაწყისი გაიხსენა და ახლა კიევის “კრიშაზე” ახტა, საიდანაც სწრაფად ჩამოხსნეს ქართველი კარლსონი, ბანდეროლივით გაახვიეს და პოლონეთში ამანათივით მოისროლეს. ახლაა და ცოლის სამშობლო ნიდერლანდებიდან თავს გვაცოდებს, ველოსიპედით დადის, აქაოდა, ფული არ მაქვსო.

საქართველოს პრეზიდენტყოფილი სააკაშვილი ილია ილფისა და ევგენი პეტროვის ნაწარმოების _ “ოქროს კერპის” პერსონაჟ მიხეილ სამუელოვიჩ პანიკოვსკის მაგონებს, ბატის ქურდსა და ყველაფრის მკადრებელს, რომლის საფლავზე აწერია, “ადამიანი უპასპორტოდ, რომელსაც უნდოდა, რომ საზოგადოების ხარჯზე ეცხოვრა, მაგრამ საზოგადოებას ეს არ სურდა”. და ამიტომ პანიკოვსკი მოკვდა.

სააკაშვილიც მიხეილია, ოღონდ ნიკოლაევიჩი. ილფისა და ევგენი პეტროვის პანიკოვსკივით ჩვენი მიხეილიც ყველაფრის მკადრებელი ნაძირალაა და ბატი არა, მაგრამ 9 წელიწადი მოჰპარა ქართველ ხალხს; ნიკოლაევიჩიც უპასპორტო ადამიანია; მასაც სურდა, ქართველი საზოგადოების ხარჯზე ეცხოვრა და აკი ცხოვრობდა კიდეც, მაგრამ 9 წლის თავზე ქართველმა ხალხმა აღარ ისურვა ეს და…

ერადერთი განსხვავება ილფისა და პეტროვის პანიკოვსკისა და ჩვენს პანიკოვსკის შორის არის ის, რომ მიხეილ ნიკოლაევიჩი ჯერ კიდევ ცოცხალია და ღმერთმა 100 წელი აცოცხლოს, ოღონდ საქართველოს მეფობაზე აღარ იოცნებოს. ვინ იცის, დიდსულოვანმა ქართველმა ერმა იქნებ შეუნდოს კიდეც და მას შემდეგ, რაც მატროსოვის ქუჩაზე დამსახურებულ სასჯელს მოიხდის, საქართველოში ცხოვრების უფლება მისცენ.

დავით მხეიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here