Home რუბრიკები პოლიტიკა ზურაბ კვარაცხელია: გამსახურდიას დამხობის შემდეგ საქართველოს აღარ ღირსებია ქრისტიანულ ფასეულობებზე ორიენტირებული ხელისუფლება

ზურაბ კვარაცხელია: გამსახურდიას დამხობის შემდეგ საქართველოს აღარ ღირსებია ქრისტიანულ ფასეულობებზე ორიენტირებული ხელისუფლება

2614
ზურაბ კვარაცხელია

2019 წლის 31 მარტს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, დაბადებიდან 80 წელიწადი შეუსრულდებოდა… “ქართველი ერის გზაა ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა”, _ თქვა ტრაგიკული ბედის მქონე პრეზიდენტმა და მართლაც ეკლიანი გზით იარა. ეროვნული მოძრაობის წევრი თემურ ქორიძე მიამბობდა: “ზვიადს ვკითხე: რატომ გიყვარს ტერენტი გრანელი? მან მიპასუხა: ტერენტი _ ეს ხომ მე ვარ!” როგორ საქართველოზე ოცნებობდა ზვიად გამსახურდია, როგორი გვაქვს და რატომ სურს ყველა პოლიტიკოსს, ზვიად გამსახურდიას სახელს ამოეფაროს წინასაარჩევნოდ _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლი, მისი იდეების მხარდამჭერი, სახალხო მოძრაობასამეგრელოსერთერთი ლიდერი, ბატონი ზურაბ კვარაცხელია გვესაუბრება

ზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია

_ ბატონო ზურაბ, როგორ საქართველოზე ოცნებობდა ზვიად გამსახურდია და რა მივიღეთ დღეს?

_ ზვიად გამსახურდია დაიბადა და გაიზარდა ეროვნული ცნობიერების მქონე დიდი ქართველი კლასიკოსი მწერლის ოჯახში და სულაც არაა გასაკვირი, რომ მისი ოცნება იყო ტრადიციულობასა და მართლმადიდებლობაზე ორიენტირებული სახელმწიფოებრიობის აღდგენა-აღორძინება. უდიდესი ძალისხმევით, და განგების ნებითაც, ის გახდა ეროვნული მოძრაობის ქარიზმული და გამოკვეთილი ლიდერი. მისი და მისი იდეური მომხრეების ბრძოლას დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად სსრკ-ში მიმდინარე პროცესებმაც შეუწყო ხელი. შესაძლებელი შეიქნა, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაც, რომლის შედეგების მიხედვით, ქართველი ერის უდიდესმა უმრავლესობამ ისურვა, ჰქონოდა დამოუკიდებელი, ეროვნული სახელმწიფო, რასაც ლოგიკურად მოჰყვა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დეკლარირებაც.

აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახელმწიფოები მსოფლიოში ძალიან ცოტაა. ეს ზვიად გამსახურდიასაც მშვენივრად მოეხსენებოდა, მაგრამ მას სურდა ისეთი საქართველო, რომელიც არ იქნებოდა დამამცირებლად და მონურად დამოკიდებული ვინმეზე. ეს იყო მისი საკრალური მიზანი. ეს იყო მისი პიროვნული ტრაგედიაც, რადგან განვითარებულმა პროცესებმა შემდეგ წარმოაჩინა, რომ ასეთი, ანუ ეროვნული საქართველო არ სურდათ ახალი მსოფლიო წესრიგის მესვეურებს, უწინარესად, არ სურდა აშშ.

აშშის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუშის, სიტყვები _ “გამსახურდია დინების წინააღმდეგ მიდის” _ სწორედ ამაზე მეტყველებს.

სამწუხაროდ, რუსეთის მაშინდელ მარიონეტულ ხელისუფლებასთანაც ვერ მოხერხდა ურთიერთობის პოზიტიურად განვითარება, თუმცა თავიდან თითქოს სასიკეთო პირი უჩანდა ყველაფერს. გავიხსენოთ ელცინისა და გამსახურდიას შეხვედრა ყაზბეგში და ერთობლივი დოკუმენტის მიღება ე. წ. სამხრეთ ოსეთზე.

ცხადია, ზვიად გამსახურდია არ იყო კომუნისტი, მაგრამ ის არ იყო კაპიტალიზმის აპოლოგეტიც. მახსოვს, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში როგორ კიცხავდნენ მას ე. წ. ოპოზიციონერები იმის გამო, რომ არ სურდა საბჭოთა მეურნეობებისა და კოლმეურნეობების ლიკვიდაცია; აკრიტიკებდნენ იმის გამოც, რომ მას სურდა სოცალისტური და კაპიტალისტური სისტემებიდან გამოყენებულიყო ყველაფერი კარგი და დადებითი, ანუ განხორციელებულიყო ამ ორი სისტემის შერწყმა…

მახსოვს, ლამის კომუნისტობასაც კი აბრალებდნენ მას უტიფარი დემოკრატები თუ ყოფილი კომუნისტები.

1991 წლის 22 დეკემბერს კორდონებს გარედან წაქეზებულ-მხარდაჭერილმა ე.წ. დემოკრატიულმა ოპოზიციამ და ბანდიტურმა დაჯგუფებებმა მოაწყვეს შეიარაღებული თავდასხმა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებაზე, დამოუკიდებლობისა და ნამდვილი დემოკრატიის აღმართზე შემდგარ ქვეყანას თავს დაატეხეს არნახული უბედურება და იმ ავადმოსაგონარი დღიდან მოყოლებული, საქართველო, ფაქტობრივად, იქცა ტიპურ კოლონიურ კვაზისახელმწიფოდ.

გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ ჩვენს სამშობლოს აღარ ღირსებია ეროვნულტრადიციულ და ქრისტიანულ ფასეულობებზე ორიენტირებული ხელისუფლება. გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ ქვეყანა, ფაქტობრივად, ერთერთი უცხო ქვეყნის საელჩოდან იმართებადარღვეულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, დანგრეულია ქვეყნის ეკონომიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა; განადგურებულია კულტურულსაგანმანათლებლო სისტემა, მეცნიერება, ჯანდაცვა, სპორტი და .. რაც ყველაზე უფრო სავალალოა, უაღრესად დევალვირებულია ზნეობრივი ღირებულებები და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი უბედურება დაგვატყდა თავს იმ ავადმოსაგონარი პუტჩის შემდეგ და ვინ იცის, კიდევ რამდენი უბედურება გველოდება…

აი, ეს არის ტრაგიკული შედეგი უგუნურთა მიერ მოწყობილი “დემოკრატიული რევოლუციისა”, ანუ პუტჩის.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ გამსახურდიამ იჩქარა რეფერენდუმის ჩატარება? აკაკი ბაქრაძე ამბობდა: “საბჭოთა კავშირი ისედაც ინგრეოდა, ჩვენ კი ყველა აგური თავში მოვიხვედრეთო”…

_ თუ გავითვალისწინებთ ქართველი ერის იმჟამინდელ განწყობას, ეს აუცილებელიც იყო და დროულიც, რადგან რეფერენდუმის ჩატარებით დამოუკიდებლობის გამოცხადების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებაც შეუძლებელი ხდება. რაც შეეხება აკაკი ბაქრაძეს, უმჯობესი იქნებოდა, ის და მისნაირი “ეროვნული მოღვაწეები” პუტჩისტების იდეოლოგები არ გამხდარიყვნენ. აი, მაშინ ნამდვილად ავიცდენდით თავიდან სსრკ-ის ნანგრევებში მოყოლას. ისე, ზვიად გამსახურდიას პოლიტიკოსობას რომ უწუნებდნენ, სწორედ იმ ხალხმა დაღუპა ჩვენი ქვეყანა. იმ უგუნურთა სინდისზეა ჩვენი სამშობლოს ტრაგედია _ დღევანდელი ტრაგიკული მდგომარეობა.

_ “რეფერენდუმის უდიდესი ძალა ხომ სწორედ ის არის, რომ იგი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე _ მათ შორის სამაჩაბლოში, აფხაზეთში. ამ რეფერენდუმის უკან სრულიად საქართველო იდგა. ამ რეფერენდუმზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის იარაღი, რომელსაც რუსული ოკუპაცია ვერ მოერია და ვერც მოერევა”, – განაცხადა ჩვენი ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ზვიად გამსახურდიას რუსეთი მტრად მიაჩნდა თუ ქვეყნის დამოუკიდებლობა სურდა მხოლოდ?

_ რეფერენდუმის ჩატარება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე თავისთავად არის საჭირო იარაღი, მაგრამ ფაქტობრივი მდგომარეობა ისეთია, რომ ამ საქართველოში მათი რეინტეგრაცია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე შეუძლებელია. აუცილებელია მეზობელ ზესახელმწოფოსთან საერთო ენის გამონახვა; აუცილებელია რუსულ-ქართული სტრატეგიული ინტერესების დაბალანსება; აუცილებელია ურთიერთკომპრომისები. ნატოში გაწევრების ბოდვითი აზრები თავიდან უნდა ამოვიგდოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს მარიონეტული ხელისუფლებისგან ამ კუთხით პოზიტიურს რომ არაფერს უნდა ველოდოთ, ესეც გასაგებია. დროს უნდა მივსდიოთ, იმხანად სხვა რეალობა იყო…

აი, რას ამბობდა ზვიად გამსახურდია: “ვიმედოვნებ, არც თქვენ აიგივებთ ელცინსა და რუსეთს! მმართველები მოდიან და მიდიან, ქვეყანა კი რჩება. მე მიმაჩნია, რომ როლი, რომელსაც დღეს რუსეთი ასრულებს კავკასიაში, არ შეესაბამება მისსავე ინტერესებს და ოკეანის გაღმიდან აქვს თავსმოხვეული.

ჩემთვის არ არის უცხო პრორუსული განწყობა. მე მუდამ მივესწრაფვოდი მჭიდრო კავშირს რუსეთთან… მაგრამ ეს არ აძლევდა ხელს დასავლურ სამყაროს და მის მორჩილ ხელისუფლებას რუსეთისა. ისინი განაგრძობენ ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას კავკასიაში. შედეგად, ჩვენ ვდგავართ ამ კონფლიქტების დიდ ომში გადაზრდის სავსებით რეალური საფრთხის წინაშე.

მე იმედი მაქვს კონფლიქტებში ჩათრეული ხალხების; პირველ რიგში, რუსი ხალხის საღი აზრისა და გონიერებისა. ვიმედოვნებ, იგი შეიგნებს, თუ ვინ უბიძგებს რუს ჯარისკაცებს ახალი კავკასიური ომის უფსკრულსაკენ. ამ ომში ვერც ერთი მხარე ვერ იქნება გამარჯვებული. მხოლოდ დასავლეთი მოითბობს ხელს ახალი ომის ალზე.

მე მწამს ხალხთა სიბრძნისა. ეს არის უკანასკნელი, რამაც უნდა გვიხსნას კატასტროფისაგან.

ნაროდნაია პრავდა”, #41, 1992 წელი.

სანქტპეტერბურგი”.

_ რატომ ხდება, რომ ყველა ხელისუფალი და პოლიტიკოსი ყოველი არჩევნების წინ ზვიად გამსახურდიას სახელს ეფარება, რა ფენომენია ქართველებისთვის ის?

_ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების შემდეგ ყველა ხელისუფლება მარიონეტულია და ანტიეროვნული. უბრალოდ, მათ იციან, რომ ხალხს უყვარს ზვიად გამსახურდია და ამ უდიდესი ერისკაცის სახელით სპეკულირებენ. ეს ტენდენცია, წარმოიდგინეთ, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დაიწყო.

პუტჩის შემდეგ მოსული ყველა ხელისუფლება იმის საწინააღმდეგოს აკეთებს, რაც სურდა ზვიად გამსახურდიას. ზვიად გამსახურდიასადმი ვითომდა პატივის მიგებით მზაკვრულად ფუთავენ თავიანთ მოღალატეობრივ საქმიანობას.

ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნო _ ამ უგვანო ხელისუფლება-მთავრობაშიც არიან თითო-ოროლა ღირსეული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები.

რაც შეეხება ზვიადის ფენომენს, ზვიადი გახდა ერთგვარი სიმბოლო ჩვენი ხალხის მისწრაფებისა, ჰქონდეს დამოუკიდებელი ქვეყანა, სახელმწიფო. ჩემი აზრით, მასში სინთეზირებულია ქართველი კაცის, კოლხის, იბერის ყველა დადებითი თვისება და ჩვენი ხალხი ცნობიერად თუ ქვეცნობიერად მაინც გრძნობს ამას.

_ აქვს თუ არა დღევანდელ საქართველოს მთავრობას მის საფლავზე თუნდაც გვირგვინის მიტანის უფლება? ცდილობენ თუ არა, რომ ეს ქვეყანა ზვიადის საქართველოს დაამსგავსონ?

_ სხვათა შორის, ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას ინიციატივითა და ძალისხმევით ზუგდიდში დაიდგა ზვიად გამსახურდიას პირველი ბიუსტი. ამ ხელისუფლებას კი ზვიადის ძეგლთან ყვავილების თაიგულით მისვლის მორალური უფლება არ აქვს, მაგრამ, მორალთან მწყრალად რომ არის, ცხადია… თუმცა, კვლავ გავიმეორებ, რომ ამ ხელისუფლბაშიც არიან ღირსეული ადამიანები.

_ მოგწონთ ივანიშვილის იდეა ხიბულაში ზვიად გამსახურიას მუზეუმის გახსნის შესახებ?

_ ხიბულაში, იმ სახლში, რომელშიც ზვიადი მოკლეს, მუზეუმის გახსნისა და მის გარშემო დასასვენებელი პარკის გაშენების იდეა არ მომწონს. აშკარაა, რომ ზვიადის ტრაგედიითაც ვაჭრობენ ეს მეჯღანუაშვილები. მკრეხელობაა დასასვენებელი პარკის, ასე ვთქვათ, ნირვანას იქ მოწყობა, სადაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლეს. საკმარისი იქნებოდა, აღედგინათ ის სახლ-კარი და აბრა გაეკრათ _ აქ აღესრულა ზვიად გამსახურდია.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

2 COMMENTS

  1. ზვიად გამსახურდია ღვთის საჩუქარი იყო საქართველოსთვის,თუმცა საქართველა არ ან ვერ გაუფრთხილდა მას,ძალიან პატარა ვიყავი როცა ზვიადის გარდაცვალება შევიტყვეთ ,მახსოვს ცხარე ცრემლებით ტიროდა ჩემი ოჯახი და მათ შორის მეც მეგონა სიცოცხლე დასრულდაიყო ადამიანთა კატეგორიაც,რომლებიც სიხარულისგან თოფს აჭექებდნენ და ღრმა სიხარულს გამოხატავდნენ,მაშინ იმდენად არ მიმიქცდვია ყურადღება ასე ძალიან,რა უხაროდათ თუმცა ძალიან მაინტერესებს,მათ ტვინში ჩამახედა რა უხაროდათ რაააჩემთვის ერთადერთი და განუმეორებელია ზვიადი ,მე ქედს ვიხრი მისი წმინდა,სუფთა ქართული სულის წინაშე❤❤❤❤

  2. ჩვენი ქვეყნის უბედურების თავი და თავი ზუსტად ზვიად გამსახურდიას მკვლელობით დაიწყო, აი ამიტომ არ იძიებენ კანონიერი ხელისუფალის დამხობას, უსინდისოები თავი მოიკლაო რო გვარწმუნებდნენ კარგა ხანს, წამებით ამოგხდეთ სული მალე ვინც არ იძიებთ ზვიად გამსახურდიას მკვლელობას… საქართველოს მტრებო!!!!!!!!!!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here