მთავარი ახალი ამბები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა – არა ოფიციალური ვერსიით მან თავი დაიწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა – არა ოფიციალური ვერსიით მან თავი დაიწვა

1182
გააზიარეთ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დავითიანის (თრგამული) ადმინისტრაციულ ერთეულში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. არა ოფიციალური ვერსიით მამაკაცმა თავი დაიწვა.

შემთხვევა წუხელ გვიან ღმით მოხდა.

როგორც „საქართველო და მსოფლიოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, სოფელ დავითიანში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის 120 კვ.მ. სადაც მეხანძრე-მაშველებმა  35 წლამდე მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ  ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანება ან განადგურებას გუხლისმობს.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here