Home რუბრიკები საზოგადოება ზაზა პაპუაშვილი: მე უნდა მოვისპო და ამოვწყდე, რომ სხვა ქვეყნებმა თქვან: ნახეთ,...

ზაზა პაპუაშვილი: მე უნდა მოვისპო და ამოვწყდე, რომ სხვა ქვეყნებმა თქვან: ნახეთ, რუსეთი როგორ ექცევა პატარა საქართველოსო? ეს არის ჩემი დანიშნულება?

6231
ზაზა პაპუაშვილი

ქართული ოცნებისდეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა ტელეარხპირველისგადაცემარეაქციაშიმწვავედ ისაუბრა თანაგუნდელებსა და ოპონენტებზე. დეპუტატმა განაცხადა, რომ დღეს ხელისუფლება მოსახლეობას გაუგებარ ენაზე ესაუბრება და ატყუებს. პაპუაშვილის თქმით, გუნდში მწვავე კითხვების დასმა არ უჭირს და ხაზს უსვამს, რომქართულ ოცნებაშიარსებულ აზრთა სხვადსხვაობაზე თანაგუნდელები არგუმენტებით საუბრობენ.

“ქვეყნის მოსახლეობას, მას, ვინც აგირჩია, უნდა ელაპარაკო გასაგები ენით და არა დაშტამპულად, გაბანტული ტუჩებით. ლაპარაკობენ ერსა და იმავეს და ტკეპნიან ერთსა და იმავე ადგილს. თუ მოსახლეობას ატყუებ, ის ვერ აგიტანს და ვერ გაპატიებს. მე არ მინდა, ხავსი მომედოს და ამიტომ კრიტიკულადაც ვესაუბრები ჩემს თანაგუნდელებს. ოპონენტებს კი ვერ ათქმევინებით, რა ნაკლი ჰქონდა სააკაშვილს, შიში იყო მისი. ასეთები, სახის შენარჩუნებას რომ ცდილობენ, ჩადენილ საქმეებს რომ ივიწყებენ და, რასაც იმსახურებენ, იმას არ იღებენ, ეს მაბრაზებს მე. არ მინდა, ვიყო არც ფანატიკოსი, არც რეაქციონერი, არც ბნელი და არც ჩამორჩენილი. მინდა, ადეკვატურად ვუყურო პრობლემებს, ჩავიხედო, რა რესურსი, რა ძალა მაქვს მსახურების. პოლიტიკოსებმა კი, საერთოდ, გააგიჟეს მოსახლეობა, ყველა კრეტინი პოლიტიკოსობას იჩემებს და ესენი არიან ჩემი ოპონენტები _ ადამიანები, რომლებიც არიან დამნაშავეები”, _ განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ მოსახლეობა ხელისუფლებას კოაბიტაციისა და არასწორი პოლიტიკის გამო საყვედურობს.

“მართალია ის ხალხი, ქუჩაში რომ მაჩერებს და მეუბნება: თქვენა ხართ ხელისუფლებაში, ამდენს რომ აბედინებთო? დღე და ღამე მუშტი-კრივს ხომ არ აყურებინებ საქართველოს, რამდენი უნდა მოხვდეთ? ასეთი ტონალობით არ უნდა გველაპარაკებოდნენ. მაშინ, როცა ხელისუფლებამ ისეთი ნაბიჯები გადადგა, როგორიც მათ არც დაესიზმრებოდათ”, _ აღნიშნა პაპუაშვილმა.

“ქართული ოცნების” დეპუტატი რუსეთთან ურთიერთობის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამ კუთხით ფრთხილი პოლიტიკის გამატარებელია.

“რუსეთზე რომ ლაპარაკობენ ამდენს, სირცხვილია. რეალურად შეხედეთ _ რუსეთი რა არის და რა არ არის. რა პრეტენზია გვაქვს და რა დამიშავა რუსეთმა, მე კარგად ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი და პოლიტიკაში არ უნდა იყო, თუ არ იცი, პოლიტიკაში მისი წონითი კატეგორია, ხვედრითი წონა მისი, ის, თუ რას ნიშნავს მისი არსებობა შენს მეზობლად. მივმართავ მოსახლეობას: ხომ არსებობენ ჩვენზე ძლიერი ქვეყნები შეიარაღებით, ფინანსებით, ეკონომიკით, მიხედონ ამ რუსეთს. მე, ქართველ კაცს, რატომ მევალება, რომ შევუვარდე მუხლუხოებში? მე უნდა მოვისპო და ამოვწყდე, რომ სხვა ქვეყნებმა თქვან: ნახეთ, რუსეთი როგორ ექცევა პატარა საქართველოსო? ეს არის ჩემი დანიშნულება? ზოგიერთი პოლიტიკოსი გავარდება და მიცვალებულით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს, ეს ამაზრზენია”,_ განაცხადა პაპუაშვილმა.

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი:

ქართულ ოცნებაშიპაპუაშვილივით ბევრი ფიქრობს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ისინი, ფაქტობრივად, მძევლები არიან ძალიან არასასიამოვნო სიტუაციის, ხმას ვერ იღებენ

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “საქართველო და მსოფლიოსთან” საუბრისას განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატის მიერ გადაცემა “რეაქციაში” გამოთქმული მწვავე განცხადებები საღ აზრს ნამდვილად არ არის მოკლებული და პაპუაშვილივით მის გუნდში ბევრი ფიქრობს, თუმცა ისინი ამაზე საჯაროდ ვერ საუბრობენ.

_ დღეს უმრავლესობას უწევს არჩევანის გაკეთება საკუთარ კეთილდღეობასა და სიმართლეს შორის. სამწუხაროდ, უმრავლეობა არჩევანს საკუთარი კეთილდღეობის სასარგებლოდ აკეთებს. “ქართულ ოცნებაში” პაპუაშვილივით ბევრი ფიქრობს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ისინი, ფაქტობრივად, მძევლები არიან ძალიან არასასიამოვნო სიტუაციის, ხმას ვერ იღებენ. მათთვის საკუთარი კეთილდღეობაა პრიორიტეტი პოლიტიკაში. ზაზა პაპუაშვილი იშვიათი გამონაკლისია _ თავისი პროფესიიდან გამომდინარე, არ შეუძლია ფარისევლობა. მანაც ითმინა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ბოლოს თქვა, რასაც ფიქრობს, თუმცა რუსეთის საკითხზე, გარკვეულწილად, არ ვიზიარებ მის პოზიციას, კერძოდ, ამ პოზიციის საჯაროდ გამოთქმას. ჩვენ ფრთხილი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ და ფრონტის წინა ხაზზე არ უნდა გავიჭრათ, მაგრამ ამ ეტაპზე საჯარო დისკუსია ასეთ საკითხზე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად”, _ განაცხადა ხუხაშვილმა.

მოამზადა სოფიო კაკაჩიამ

2 COMMENTS

  1. gagimarjos zaza batono tuki martlac ase pikrobt! magram giasi ar mesmis, ratom unda iyo sul michkmaluli da xma ar amoigo? rao tavisi ketildgeobistvis cxovrobeno ara? mashin xalxi vkopilvart amazrzenii rom amdens gvibedav shin tu garet , da vimsaxurebt kvelaper amas. tumca batono gia tkvenc da bevrsac araperi gishavdebat iseti am gasacodavebul sakartveloshi cxovrebit. amitom aris ase cknarad rom xart kvelani…

  2. Zaza Papuashvili axalgazrda chamokalibebuli politikosia, da tanac oportunisti. Man zustad shenishna shekmnili vitarebis ekstraordinaroba da daapiksira tavisi pozicia. Misgan shesanishnavi spikeri dadgeba, tu ki mokmed politikosebs xels ar sheushlis saxelmcipos martvis sakmeshi.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here