მთავარი საქართველო “ვიცი რომ უვიცი და შტერია,არ მიიღებ მოგხსნიან და გაიძვერა პროვინციალ-გლეხოჭუას დანიშნავენ”

“ვიცი რომ უვიცი და შტერია,არ მიიღებ მოგხსნიან და გაიძვერა პროვინციალ-გლეხოჭუას დანიშნავენ”

6905
გააზიარეთ

“სახალხო კრების” წევრი ლაშა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ბევრი რამ გაკეთდა და კიდევ აუარება საქმე გასაკეთებელი..! არაპროფესიონალიზმის აპოთეოზია ქვეყანაში!!.. თანამშეომელბს ასე ახასასიათებენ საკუთარი ხელმძღვანელები კერძო საუბრებში: კარგი ბიჭია. საქმე არ იცის, მაგრამ ჩვენიანია, იმის ბიძაშვილია, ბლომად ღვინოს სვამს, ჯიგრიანი ბიჭია, კარგად შეეწყო კოლეკტივს, ხელფასს იღებს, არაფერს არ აფუჭებს არის თავისთვის..დაავალებ გააკეთებს,გააგზავნი უარს არ გეტყვის.. ოღონდ ძალიანაც არ უნდა გადატვირთო …ბუნჩულა ბოვშია!. პატიოსანი ბიჭია..
ფუსფუსებს თავისთვის, არაფერ აშავებს. პროფესიით რა არის? ვენერელოგი, მაგრამ ეკონომისტის შტატი უჭირავს.ეტყობა არც მაგ საქმეში ივარგა. ნუ, რა ვქნა არ მაქვს ეკონომიკის სამინისტრიში ვენეროლოგის შტატი.. .მთხოვეს და რა მექნა, სხვა გზა არ მქონდა მივიღე. ჩემი რა მიდის ჯიბიდან ხომ არ ვუხდი ხელფასს? სახელმწიფო უხდის. კისერი უტეხია ბიუჯეტს. მთავრობამ იდარდოს.. თორემ მე რა მაქვს სადარდებელი.? ვიცი რომ უვიცი და შტერია, მაგრამ არ მიიღებ მოგხსნიან და ისეთ გაიძვერა პროვინციალ-გლეხოჭუას დანიშნავენ ,რომელიც უკანალსაცსიამოვნებით აულოკავს და მონადაც სიხარულით დაუდგება ჩემს ზემდგომს…

როდის მომთხოვეს ჭკიანი, მცოდნე და ქალაქელი მიიღეო? ჭკვიანი და მცოდნე ადამიანები არ გვჭირდება ჩვენ…ბატონო!

ჭკვიანს ქვეყნის აღმშენებლობის პრეტენზია გაუჩნდება. და ააშენებს კიდევაც თუ მიუშვი იალაღზე, მაგრამ მითითება, რომ გვაქვს გამოღმიდან, მიიღეთ რაც შეიძლება მეტი იდიოტი,ბრიყვი და უსწავლელი, რომ მალე დავაქციოთ ეს დაბეთშავებული გადაშენების პირას მყოფი ქვეყანა..ე, მასეა ეს ამბავი ჩემო ბ-ნო და შენკი, ჩემო მეგობარო მთავაზობ, რომე მწიგნობარი, განათლებული და ინტელიგენტი ახალგაზრდებით დააკომპლეკტე სამინისტრო.ჭკვიანი და მცოდნე რთული სამართავია, ბრიყვი და შტერი უსიტყვოდ გემორჩილება აბაა.!
აი ასეთია დღევანდელი რეალობა სამწუხაროდ..იდიოტები,მუდრეგები და უვიცები ბიუჯეტს მუსრს ავლებენ ჩვენ კი მას მორჩილად ვავსებთ! საქმის მცოდნე ადამიანები ან ბაზრობაზე დგანან და ვაჭრობენ ანდა უცხოეთს შეაფარეს თავი და ვიღაც მდიდარი უცხოელის მოხუც დედას ფუშფუშა უკანალს ბანენ დღეში ორჯერ და კაპიკებს უხდიაან რაც არცთუისე სასიამოვნო საკეთებელია. …ანდა შუაღამეისას, რომ არავინ დაინახოს ნაგვის ბუნკერებში სარჩოსაბადებელის ძებნაში, ნაგავში ჯოხით ქექვაში დაათენდებად ხოლმე..

P.S. ნეტა როდის მოვა ის დრო, რომ პროფესიონალებით და ჭეშმარიტი ქართველებით დაკომპლეკტება ჩვენი ხელისუფლება და არამარტო…“, – წერს ლაშა ამირეჯიბი.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here