Home რუბრიკები ისტორია ვინ იყო 1937 წლის “დიდი ტერორის” ავტორი და შემსრულებელი?

ვინ იყო 1937 წლის “დიდი ტერორის” ავტორი და შემსრულებელი?

რუბრიკის პრემიერა

3968
სტალინი

დღეს, როცა ჩვენს განათლებულ საუკუნეში მუდმივად მედროვე პოლიტიკური ძალები, უპრინციპო ანალიტიკოსები და ელექტრონული მედიის მჩხავანა კატები კაცობრიობის უძველესი პროფესიის სახელის დასაკუთრებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან, ისტორიის გადაწერა კონიუნქტურული პოლიტიკის დასარწყულებლად მომგებიან საქმედ ითვლება.

მათ შორის, დიდი ისტორიული პიროვნებების მოღვაწეობის დაკნინებადამახინჯების მცდელობითაც.

სტალინის _ განსაკუთრებით.

იოსებ სტალინის მასშტაბური მოღვაწეობის ობიექტური შეფასება მარტო ქართველების პრიორიტეტი რომ არ არის, ცნობილია.

ორ პუბლიკაციაში, რომელთაცსაქართველო და მსოფლიოშემოგთავაზებთ, ორი პრინციპული ანალიტიკოსია წარმოდგენილი: ანატოლი ვასერმანი და იაკობ კედმი (კაზაკოვი). ორივე რუსი იუდეველია, ებრაელები გახლავან. ვასერმანი რუსეთის ტელესივრცეში გამორჩეული ინტელექტუალია; კედმი _ ისრაელის სახელმწიფო მოღვაწეა, დიპლომატი და სპეცსამსახურნათივისყოფილი ხელმძღვანელი. ისიც რუსეთის ტელეარხების მუდმივი სტუმარი და ცნობილი პიროვნებაა.

მათგან პირველის (ვასერმანის) ტელეპუბლიცისტიკის საგაზეთო ვარიანტს გთავაზობთ დღეს.

არმაზ სანებლიძე

სტალინზე თავისი თვალსაზრისის გადმოცემას ვასერმანი აღიარებით იწყებს, აცხადებს, რომ გულწრფელად სჯეროდა ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ დახატული სურათის _ როგორ გაიგდო ფეხქვეშ სისხლისმსმელმა მანიაკმა და ტირანმა სტალინმა მთელი ქვეყანა, ხოცავდა ყველას, ვისაც მოისურვებდა, თავნებობდა, მისი ყველა გადაწყვეტილება იყო მცდარი, რომლებსაც შემდეგ სპეციალისტები სასწაულებრივად გამოასწორებდნენ. მაგრამ ათიოდ წლის წინათ: “სხვადასხვა დოკუმენტის, მემუარის, გამოკვლევის ხანგრძლივი შესწავლისა და შედარების შემდეგ დავასკვნი, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მაბითურებდნენ. აღმოჩნდა, რომ სისხლისმსმელი ტირანი სტალინის სურათს სარკის წინ მჯდომი ხრუშჩოვი ხატავდა: წინამორბედს მან ყველა თავისი ნაკლი მიაწერა. არადა, რეალური იოსებ ჯუღაშვილი სრულიად საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. მაგალითად, ყოველდღიურად სერიოზული წიგნების 400-500 გვერდს კითხულობდა (სამსახურებრივი მასალების გარდა). თანაც, არა მარტო კითხულობდა, არამედ სერიოზულად ამუშავებდა”.

მსოფლიოში საუკეთესო ხელმძღვანელი

ვასერმანი იქვე აღნიშნავს, რომ იგი ამაში დარწმუნდა ხრუშჩოვის მიერ ქვეყნის სხვადასხვა ბიბლიოთეკაში გაფანტული სტალინის ბიბლიოთეკის იმ ნარჩენის შესწავლით, რომელიც ადგილზე დარჩა. დარწმუნდა იმ შენიშვნებით, რომლებიც სტალინის ხელით არის მიწერილი წიგნის გვერდების მინდვრებზე. მინაწერები ხშირად ჯვარედინი ხასიათისაა და ეხმიანება სხვა წიგნში ამოკითხულ მოსაზრებასა თუ დასკვნას. ასეთი შენიშვნების გაკეთება კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორ წიგნს ერთდროულად კითხულობ ან ერთის წაკითხვისას კარგად გახსოვს, რა ეწერა სხვა წიგნში და ა.შ. და ა.შ.

(აქვე შევნიშნოთ, რომ, როგორც რუსი ისტორიკოსები ამტკიცებენ, ნიკიტა ხრუშჩოვს ცხოვრებაში ერთი წიგნიც არ ჰქონდა წაკითხული).

“ცნობილია, რომ იგი (სტალინი), თუ დრო ამის შესაძლებლობას იძლეოდა, რომელიმე საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად ატარებდა თათბირებს უამრავი სპეციალისტის მონაწილეობით, ერთმანეთს აჯერებდა მათ მოსაზრებებს, აფასებდა. ცნობილია ისიც, რომ არ ეშინოდა გადაწყვეტილების შეცვლის, თუ დარწმუნდებოდა, რომ ცდებოდა, საწინააღმდეგოდ ხრუშჩოვისა, რომელიც, როგორც წესი, ჯიუტად რქებით აწვებოდა, და ა.შ.

მმართველობითი ტექნოლოგიების კუთხით თუ მივუდგებით იმ მეთოდს, რომელსაც ჯუღაშვილი იყენებდა, აშკარა გახდება, რომ მას (ხრუშჩოვს) სტალინთან საერთო არაფერი აქვს. რომ იგი (სტალინი) სერიოზული, პროფესიონალი ხელმძღვანელია, რომლის ხელქვეითობას მე ბედნიერებად მივიჩნევდი.

ერთმანეთისგან განსხვავებულ ბევრ ხელმძღვანელთან მიმუშავია და შედარება შემიძლია…

ჯუღაშვილი, იმავე ხრუშჩოვისგან განსხვავებით, რეალისტი იყო. ნიკიტა კი ტროცკისტი გახლდათ. ტროცკისტი არა პოლიტიკური მრწამსით, რადგან თვით ლეიბა დავიდოვიჩ ბრონშტეინმაც (ტროცკიმ) პოლიტიკური შეხედულებები არაერთხელ შეიცვალა და, როცა ვლადიმერ ულიანოვმა მას პოლიტიკური მეძავი უწოდა, მხედველობაში ჰქონდა არა ის, რომ ბრონშტეინი ვიღაცას მიეყიდა, არამედ ის, რომ იგი თავის მიდრეკილებებს ფრიად იოლად იცვლიდა.

მაშასადამე, ხრუშჩოვი ტროცკისტი იყო არა პოლიტიკური მრწამსით, არამედ გამოყენებული მეთოდებით.

ტროცკიზმი უკიდურესი გადაწყვეტილებებისადმი მიდრეკილებაა. ჯუღაშვილი რეალისტი იყო, რომელიც ზუსტად აფასებდა მოთხოვნებისა და შესაძლებლობის თანაფარდობას და შეეძლო არსებული შესაძლებლობიდან მოთხოვნების მაქსიმუმის გამოწურვა.

მის გარშემო თანდათან შეიკრიბნენ პრაქტიკული მუშაკები, სხვადასხვა მიმართულების პრაქტიკოსები, ვისაც საქმე ჰქონდათ იმ ყოველდღიურად რეალობასთან, რომლის მუხლზე გადატეხვისკენ (მოდრეკვისკენ) მოგვიწოდებს ტროცკიზმი. ცნობილი ფრაზა _ არ ღირს, ქედი მოვუდრიკოთ ცვალებად სამყაროს, უმჯობესია, მან მოიდრიკოს ქედი ჩვენ წინაშე, რა თქმა უნდა, ძალიან მოხდენილია, მაგრამ ამ იდეის უკიდურესად თანმიმდევრული განხორციელება არის სწორედ ის ტროცკიზმი, რომელსაც განვიხილავთ.

ბევრნი ბრალს დებენ ჯუღაშვილს არათანმიმდევრობაში, იმაში, რომ მას არაერთხელ შეუცვლია თავისი პოზიცია. გულისხმობენ, რომ პარტიის გენერალური ხაზი, მიმართულება (მისი ხელმძღვანელობის დროს) არაერთხელ იცვლებოდა სუბიექტური მოსაზრებების გამოც, მაგალითად, მაშინ, როცა აქსელბაუმმა (რადომილსკიმ?) და როზენფელდმა, რომლებიც უფრო ცნობილები არიან, როგორც ზინოვიევი და კამენევი, რამდენჯერმე შეცვალეს თავიანთი პოზიცია მხოლოდ იმიტომ, რომ წინ აღსდგომოდნენ ბრონშტეინს (ტროცკის) და, ბოლოს და ბოლოს, სკანდალურობის იმ დონემდე მიიყვანეს, როცა პარტიული ხელმძღვანელობიდან მისი ჩამოცილების ფორმალური საფუძვლები გაჩნდა. შევნიშნავ, რომ ჯუღაშვილი ყველა ამ შემთხვევაში მხარს უჭერდა სწორედ აქსელბაუმსა და როზენფელდს, რაც ასევე გამოიყენეს მისთვის (სტალინისთვის) პოლიტიკური არათანმიმდევრობის დასაბრალებლად. მაგრამ, როგორც კი მას მიეცა შესაძლებლობა, გარიდებოდა მათ (კამენევსა და ზინოვიევს) და თავად ჩამოეყალიბებინა პარტიის გენერალური ხაზი, გადახრები გაცილებით შემცირდა.

ჩემი აზრით, ჯუღაშვილი პარტიის გენერალურ ხაზს ცვლიდა არა საკუთარი შეხედულებების მიხედვით, არამედ არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, და როცა, ვთქვათ, მიიღეს გადაწყვეტილება ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის დაჩქარებისა და სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციის შესახებ, ეს უკვე იყო არა პარტიული ბრძოლის ქარცეცხლში მიღებული გადაწყვეტილება, არამედ ნაკარნახევი ორი გარემოებით: პირველი _ 1927 წლის ე.წ. საომარი განგაში, მეორე _ სოფლის მეურნეობაში ნეპის (ახალი ეკონომიკური პოლიტიკის) კატასტროფული ჩავარდნა. ნეპი წარმოგვიდგა, როგორც საბაზრო მექანიზმებისკენ მეურნეობის დაბრუნება, შეძლო პირველი მსოფლიო ომის დამანგრეველი შედეგებიდან სოფლის გამოყვანა ომამდელ დონემდე და აქ შეჩერდა: იმ დროს არსებულ პირობებში საბაზრო მეთოდებით მეტის მიღწევა უკვე შეუძლებელი იყო. კერძოდ, დაიწყო საყოველთაო მასობრივი მოუსავლიანობა, რომელსაც საყოველთაო შიმშილი მოჰყვა. წვრილ მეურნეობაში სასოფლო მრეწველობის მეთოდების გამოყენება წარმოუდგენელი იყო. ტექნოლოგიები, შესაბამისად, _ ჩამორჩენილი. კოლექტივიზაციამ კი შესაძლებელი გახადა ისეთი მეურნეობების შექმნა-ჩამოყალიბება, რომლებიც სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციის საფუძველი გახდა. ეს _ ერთი მხრივ. მეორე მხრივ, სოფლის მოსახლეობას ადგილობრივ დაასაქმებდა. ქალაქებში კი გლეხები გაედინებოდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იქ მათთვის სამუშაო ადგილები შეიქმნებოდა.

ერთ სტატისტიკურ კურიოზს მოვიხმობ.

ითვლება, რომ .. გოლოდომორის (1932-33 წლების შიმშილობით) გამო დემოგრაფიული დანაკარგი, როცა სოფლის მეურნეობის ახალი ტექნოლოგიები წარმართავს სირთულეს დაემატა უკიდურესად არახელსაყრელი ამინდი, ბევრ რეგიონში, უწინარესად კი, უკრაინაში, ადგილობრივი ხელისუფლების გაუნათლებლობა და საქმის გაძღოლის უუნარობა, შიმშილობით, სხვადასხვა დაავადებით გარდაცვლილთა და არსებობის პირობების გაუარესების გამო არდაბადებულთა საერთო რაოდენობა თითქოს 7 მილიონია. მაგრამ, თუ გაეცნობი დემოგრაფიულ სტატისტიკას საბჭოთა კავშირის მასშტაბით, დაინახავ, რომ ეს დემოგრაფიული დანაკარგი 3 მილიონი ადამიანია. რა თქმა უნდა, დიდი დანაკარგია, მაგრამ საიდან გაჩნდა ასეთი დიდი სხვაობა, თითქმის ორჯერ მეტი?

აი, საიდან გაჩნდა:

7 მილიონი გარდაცვლილი არის დემოგრაფიული დანაკარგის ჯამი შიმშილით მოცული რეგიონების მიხედვით, მაგრამ ამ რეგიონებიდან იმავე წლებში ადამიანებმა მასობრივად მიაშურეს ახალი სამრეწველო რაიონების მშენებლობებს. და როცა გაეცნობი ამ რაიონების სტატისტიკას, დაინახავ, რომ ეს ოთხმილიონიანი განსხვავება მუშახელის გადინების ხარჯზე წარმოიქმნა. ოთხმა მილიონმა ადამიანმა სხვაგან იშოვა სამუშაო, თანაც უფრო ეფექტიანი, ვიდრე სოფელში ჰქონდა და, შესაბამისად, მათთვის და მათი ოჯახებისთვის უფრო მაძღარიც.

ახალი ეკონომიკური პოლიტიკიდან, რომელიც საბაზრო ეკონომიკის მეთოდებს ეფუძნებოდა, სოფლის მეურნეობის მიზანმიმართულ, გეგმიურ კოლექტივიზაციასა და ინდუსტრიალიზაციაზე გადასვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მკვეთრი გადახრაა, მაგრამ გარემოებათა მიერ ნაკარნახევი გადახრა.

ყველა დღევანდელი ისტორიკოსი ამჩნევს ამ გარემოებას. სტალინმა იმთავითვე დაინახა, რისთვისაც დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ. რადგან ნეპის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანა ისეთ კატასტროფულ ჩიხში აღმოჩნდებოდა, რომლის ფონზე 1917 წლის თებერვლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ერთბაშად ჩამოშლილი მეურნეობა წვრილმანად გამოჩნდებოდა.

გავიმეორებ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მისი (სტალინის) პროფესიული, ანუ სახელმწიფოს ხელმძღვანელის მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალების დიდი მასივის შესწავლის შედეგად მტკიცედ დავრწმუნდი, რომ იგი უეჭველად იყო XX საუკუნეში მსოფლიოში საუკეთესო ხელმძღვანელი…”

სისხლიანი ტერორის სათავე

“რაც შეეხება რეპრესიებს, ამთავითვე უნდა განვაცხადო, რომ რეპრესიებში აერთიანებენ სრულიად განსხვავებულ მოვლენებს. მაგალითად, ცნობილი ორგანიზაცია “მემორიალი” არაერთხელ ამხილეს, რომ მას რეპრესირებულთა სიაში სისხლის სამართლის დანაშაულში მსჯავრდებული ადამიანები შეჰყავდა, ისეთებიც, ვის მიმართაც აღძრული იყო პოლიტიკური დანაშაულის საქმეები, მაგრამ გამოძიების შედეგად გაამართლეს და ა.შ.

ამიტომ ორიენტირებული ვარ ზემსკოვის კვლევებზე…

როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში რეპრესიების ისტორიას ზემსკოვის შრომებზე დაყრდნობით ასწავლიან”.

ანატოლი ვასერმანი იმოწმებს ზემსკოვის სტატისტიკას, რომლითაც ასეთი სურათი იხატება:

ანატოლი ვასერმანი
ანატოლი ვასერმანი

ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში სამოქალაქო ომის დაწყებიდან, ანუ 1921 წლის ბოლოდან იოსებ სტალინის გარდაცვალებამდე _ 1953 წლის 5 მარტამდე, საერთო ჯამში გამოტანილია 3 800 000 საბრალდებო განაჩენი სამშობლოს ღალატის მუხლით. ეს არ ნიშნავს, რომ ამდენი ადამიანი იყო დასჯილი, რადგან ბევრს რამდენიმე განაჩენი ჰქონდა გამოტანილი (თითოეულს _ რამდენიმე), მაგრამ ეს არ არის არსებითი ცდომილება. დაახლოებით 800 ათასს დახვრეტა მიუსაჯეს, 700 ათასის სასიკვდილო განაჩენი აღსრულებულია. ასეთია 30 წლის სტატისტიკა იმ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა აღნიშნულ პერიოდში 150 მილიონიდან 200 მილიონამდე გაიზარდა. თუ ამერიკის გაერთიანებულ სახელმწიფოებს შევადარებთ, იქაური სტატისტიკა სავსებით ესადაგება ჩვენსას.

ვასერმანი განაგრძობს:

“შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ლავრენტი ბერია რომ გახდა, შეაჩერა ნიკოლაი ეჟოვის მიერ ამოქმედებული რეპრესიების მანქანა, მან გასცა განკარგულება, გადაეხედათ ეჟოვის დროს გამოტანილი ყველა განაჩენისთვის. ასეთი განაჩენი კი ძალიან ბევრი იყო (ლგბტთემის საყურადღებოდ: მანიაკი ნიკოლაი ეჟოვი აშკარად გამოხატული პედერასტი იყო). 1937 წლის ივნისის ბოლოდან 1938 წლის შუა ნოემბრამდე გამოტანილი იყო დაახლოებით 2 500 000 განაჩენი სამშობლოს ღალატის მუხლით, მათ შორის _ 70 000 სასიკვდილო განაჩენი. დიდი სამამულო ომის დაწყებამდე ბერიას ხელმძღვანელობით მოასწრეს, გადაეხედათ ყველა აღუსრულებული სასიკვდილო განაჩენისთვის და 180 000 არასასიკვდილო განაჩენიდან _ დაახლოებით 100 000 განაჩენისთვის.

გადახედილი განაჩენების დიდი ნაწილი (ზუსტად ვერ გეტყვით) სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნიეს და მისჯილები რეაბილიტირებულები იყვნენ. დაახლოებით ამდენივე ჩათვალეს სისხლის სამართლის დანაშაულად, რადგან არ შეიცავდა სამშობლოს ღალატის ნიშნებს და შესაბამისად გადააკვალიფიცირეს.

თუ ამ სტატისტიკით ვიხელმძღვანელებთ და განვავრცობთ მას რეპრესიების მთელ პერიოდზე, დავასკვნით, რომ სრულიად დაუსაბუთებელი განაჩენების რაოდენობა დაახლოებით ერთი მეოთხედი იყო, თითქმის ამდენივე _ სისხლის სამართლის დანაშაული, რომლებიც შეცდომით სამშობლოს ღალატის მუხლით იყო კვალიფიცირებული”.

ცოტაა ეს თუ ბევრი? ამ შეკითხვას ანატოლი ვასერმანი ასე უპასუხებს: “განაჩენების საერთო რაოდენობა დაახლოებით შეესაბამება ქვეყანაში არსებულ ვითარებას, რეალურ დაპირისპირებას. საგამოძიებო და სასამართლო შეცდომების საერთო რაოდენობა, სამწუხაროდ, ისეთია, როგორც იმ დროისთვის ობიექტურად გარდაუვალი იყო”.

კვლავ შეკითხვა: მაშ, საიდან გაჩნდა და რა მიზეზით აზვირთდა ტერორის ტალღა?

პასუხი: გაირკვა, რომდიდ ტერორში”, ამ მართლაც საშინელ დანაშაულში, ბრალი მიუძღვის ხელმძღვანელთა იმ ჯგუფს, რომელშიც თვით ამხანაგი ხრუშჩოვი შედიოდა.

“ნებისმიერი რევოლუცია უპირისპირდება მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემას. ყველა ადამიანი, ვინც დაუფლებული იყო ამა თუ იმ სერიოზულ და მნიშვნელოვან ცოდნასა და უნარს, აღზრდილი იყო წინა რეჟიმის პირობებში, შესისხლხორცებული ჰქონდა ამ რეჟიმის პრიორიტეტების სისტემა. როცა მას ამორჩევის საშუალება ეძლევა, იგი არჩევანს ამ სისტემის პრიორიტეტების მიხედვით აკეთებს, არა ბოროტი განზრახვით, არამედ იმიტომ, რომ ასეა აღზრდილი. გასაგებია, რომ ახალი წყობილების პრიორიტეტების სისტემა ცოტა რამით თუ ჰგავდა წინამორბედს. შესაბამისად, სპეციალისტის მიერ გაკეთებული არჩევანი ახალ პირობებში შეიძლება მიუღებელი იყოს, მაგრამ ამას იგი ვერ იგრძნობს, ამიტომ ამ პრობლემის გადასაწყვეტად ათადან-ბაბადან არსებობს ფორმულა, რომელსაც ჰქვია მეთაურს პლიუს კომისარი.

ჩვენთან ასეთი ვითარება ოცდაათიან წლებში შეიქმნა. ჯუღაშვილმა პირველმა შეამჩნია ეს და თანდათან დაიწყო გარდაქმნის პროცესი, რომელიც გამიზნული იყო მართვის ორფენოვანი სისტემის (მეთაური-კომისარი) კლასიკურ სისტემაზე გადასასვლელად, როცა ყველა გადაწყვეტილებას იღებენ სპეციალისტები, პოლიტიკოსები კი მხოლოდ სპეციალისტების აღზრდაზე და საერთო სტრატეგიის, ანუ იმ საერთო მიზნის შემუშავებაზე არიან პასუხისმგებელი, რომლისკენაც უნდა ისწრაფვოდეს საზოგადოება.

ეს სავსებით დასაბუთებული და დროული გარდაქმნაა”.

კომისრობამ დრო მოჭამა, მაგრამ ვერ დათმო იგი ხელმძღვანელთა ფენამ, რადგან ფრიად კომფორტული იყო: წარუმატებლობის შემთხვევაში ყოველთვის შეიძლებოდა მეთაურისკენ ხელის გაშვერა, წარმატების მითვისებას კი წინ, აბა, ვინ აღუდგებოდა! რაც უფრო კარგი პროფესიონალები არიან მეთაურები, რაც უფრო კარგად არიან აღზრდილი ახალი სისტემის სულისკვეთებით, რაც უფრო ნაკლებად მიიღებენ ახალი სისტემის პრიორიტეტებთან შეუთავსებელ გადაწყვეტილებებს, მით უფრო უკეთესია კომისრისთვის _ სამუშაო ნაკლებია, პატივი და დიდება კი _ იმდენივე.

“გასაგებია, რომ ასეთი სახეირო ადგილის ხელიდან გამოცლა პარტიული მდივნებისთვის წამგებიანია. როცა მათ დაინახეს, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ჯუღაშვილის შემოთავაზებულ ახალ სისტემას, აფორიაქდნენ. აშკარა გახდა, რომ ერთადერთი კლასი, რომელიც რეფორმირების წინააღმდეგ აიძაგრა, პოლიტიკურ თანამდებობებზე დანიშნული ფუნქციონერების კლასი იყო _ მცირე, მაგრამ ფრიად აქტიური.

სკკპ(ბ) 1936 წლის ივნისის პლნუმის გადაწყვეტილებით დაიწყო “დიდი ტერორი”. სამწუხაროდ, ამ პლენუმის ბოლო რამდენიმე დღის მასალები არქივებში არ აღმოჩნდა, ამიტომ რა მოხდა ამ სხდომების მიმდინარეობისას დოკუმენტურად ვერ დასტურდება, რეკონსტრუქტირებული სურათი კი ასეთია:

“პლენუმის სხდომების დასრულების წინა საღამოს რობერტ ინდრიკის ძე ეიხემ, რომელიც პარტიის ციმბირის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი იყო, პოლიტბიუროს წერილით მიმართა. არც ეს წერილია შემონახული, რადგან, ცნობილია, რომ ნიკიტა ხრუშჩოვმა არქივების დიდი წმენდა მოაწყო. ჟუკოვი შეეცადა ამ წერილის შინაარსის აღდგენას ირიბი ნიშნებით და გამოვიდა აი რა: ეიხე აუწყებდა პოლიტბიუროს, რომ მას სამხარეო კომიტეტიდან ესესაა აცნობეს დასავლეთ ციმბირში გადასახლებული ყოფილი კულაკების დიდი შეთქმულების შესახებ. მათ განზრახული აქვთ, მოაწყონ ამბოხი, და ერთადერთი საშუალება არეულობის თავიდან ასაცილებლად არის ის, რომ ერთბაშად დააპატიმრონ ყველა, ხოლო ნამდვილად ვინ მონაწილეობდა, შემდეგ დაადგინონ.

ეს ის დროა, როცა განკულაკებულებს გადასახლებიდან შინ აბრუნებდნენ. ამ დროს მათი ამბოხი აბსოლუტური უაზრობაა. მაშასადამე, ეიხეს შეტყობინება იყო პროვოკაცია, რომელიც გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა.

“პლენუმის სხდომებზე ისეთი პოლიტიკური აღტკინება სუფევდა, რომ, თუ პოლიტბიურო უარს ეტყოდა ეიხეს, იგი იმავე წუთში დადგებოდა ტრიბუნასთან, განაცხადებდა, რომ სახელოვანმა ჩეკისტებმა გამოააშკარავეს შეთქმულება, პოლიტბიუროს კი არ სურს, დაიჯეროს და პლენუმის მონაწილენი უმალვე გადაირჩევდნენ მთელ პოლიტბიუროს, რადგან ჰქონდათ ამის უფლება და გამოცდილება, რითაც არაერთხელ უსარგებლიათ. მაგალითად, პოლიტბიუროს შემადგენლობიდან გაუყრიათ ისეთი ავტორიტეტული მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ ბრონშტეინი, აქსელბაუმი, როზენფელდი და მათი რანგის ლიდერები. ამიტომ იყო, რომ პოლიტბიურომ “მსვლელობა მისცა” ეიხეს წერილს…”

მაგრამ ამ ვითარებაში თავი იჩინა ერთმა, არცთუ მაინცდამაინც წყალქვეშა დინებამ. ჩეკისტებს შორის მაშინ მძლავრობდა ე.წ. ემელიანოვის ჯგუფი, ამ ჯგუფის მთავარი იდეოლოგის, ყოფილი პარტიული ფუნქციონერის გვარით სახელდებული. მისი ძირითადი იდეა ასეთი იყო: იმის გამო, რომ ჩეკისტები თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობით ქვეყანაში ყველაზე ინფორებული ფენაა, რადგან მათ მინიჭებული აქვთ სრული უფლებები და დაკისრებული აქვთ უმაღლესი მოვალეობები, კერძოდ კი, ქვეყნის დაცვა ყველა შიდა თუ გარე საშიშროებისგან, ამიტომ სწორედ ისინი უნდა იყვნენ მთავარი ხელმძღვანელები ყველაფერ იმისა, რაც ქვეყანაში ხდება.

გულაგი - გზად „დალსტროისკენ“
გულაგი – გზად „დალსტროისკენ“

ასეთი იდეით გამსჭვალული ჩეკისტებისა და პარტიული მუშაკების, ამ ორი ფენის ერთობლივი ძალისხმევით ამოქმედდა “დიდი ტერორის” სახელით ცნობილი ხორცსაკეპი მანქანა. გამორიცხული არ არის, რომ პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა განიხილა ეიხეს წერილი და ცეკას წევრების უმრავლესობამ (არა პოლიტბიურომ) მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო ღონისძიებების ამოქმედების შესახებ.

“რეფორმების განსახორციელებლად ეს დრო დაიკარგა. უკვე კარსმომდგარი ომის გამო მმართველობის სისტემის გარდაქმნის გაგრძელება შეუძლებელი გახდა და ქვეყანა ომში შევიდა მმართველობის აუმოქმედებელი ახალი და მოშლილი ძველი სისტემით, ამიტომ ომის დროს პარტიული აპარატი კვლავ მუშაობდა, როგორც სახელმწიფოს მართვის აპარატის ნაწილი.

ომის შემდეგ ჯუღაშვილმა ახალი რეფორმა წამოიწყო. პარტიის ახალ წესდებაში შეტანილი ცვლილებების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეს ცვლილებები პარტიის მმართველობითი სტრუქტურად აღმზრდელობით სტრუქტურით შეცვლას ისახავდა მიზნად, მაგრამ იოსებ ბესარიონის ძე გარდაიცვალა და წესდებაში შეტანილი ცვლილებების დიდი ნაწილი ან ოფიციალურად გააუქმეს, ან არაოფიციალურად დაივიწყეს.

მმართველობითი საქმიანობის მქონე პროფესიონალები პრეზიდიუმის შემადგენლობიდან გამოიყვანეს. ეს ნიშნავდა, რომ პარტიამ ხელთ იგდო უწინდელი მდგომარეობა: კვლავაც ეხელმძღვანელა ყველაფრისთვის და არაფერზე პასუხი არ ეგო. სანამდე მიგვიყვანა ამან, დავინახეთ იოსებ ბესარიონის ძე სტალინის გარდაცვალებიდან სამი ათეული წლის შემდეგ.

დასასრულ, დიდი ტერორიჯუღაშვილის მოწყობილი კი არ არის, არამედ იმათ მიერ, ვინც ცდილობდა ხელი შეეშალა ქვეყნისთვის სასარგებლო ცვლილებებისთვის, რომლებსაც ჯუღაშვილი განახორციელებდა”.

ვასერმანის დასკვნით, სტალინს უფრო დიდხანს რომ ეცოცხლა და რეფორმების განხორციელება დასცლოდა, მისი მემკვიდრის დანიშვნის გარეშეც ქვეყანა განვითარების სულ სხვა გზით წავიდოდა, რაც ხალხისთვის გაცილებით სასარგებლო იქნებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here