Home ახალი ამბები მსოფლიო ვენესუელის პროკურატურამ ხუან გუაიდოს წინააღმდეგ საქმე აღძრა

ვენესუელის პროკურატურამ ხუან გუაიდოს წინააღმდეგ საქმე აღძრა

394
ვენესუელის პროკურატურამ ხუან გუაიდოს წინააღმდეგ საქმე აღძრა

ვენესუელის პროკურატურამ ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის _ ხუან გუაიდოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის თაობაზე იუწყება Deutsche Welle.

პოლიტიკოსს სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებენ. როგორც ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, გუაიდო აპირებს, უარი თქვას ვენესუელის პრეტენზიაზე, რომელიც მეზობელ გაიანასთან სადავო ტერიტორიას შეეხება.

ეს სადავო რეგიონი გაიანის ტერიტორიის თითქმის ორ მესამედს იკავებს. საზღვარი სასამართლომ 1899 წელს განსაზღვრა, თუმცა ოფიციალური კარაკასი მას არ აღიარებს. 2015 წელს ამ ტერიტორიის სანაპიროებზე ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს.

აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 50-მდე ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here