Home რუბრიკები საზოგადოება ვაცილებთ ცრემლნარევი სიამაყით

ვაცილებთ ცრემლნარევი სიამაყით

108

2022 წელი შავარშიანი სიმბოლოთი დაიწყო. სამიოდ კვირაა გასული მხოლოდ და ისეთი ადამიანები გამოგვაკლდნენ, რომლებმაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და ოცდამეერთის პირველ მეოთხედში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე.

თავიანთი პროფესიების არეალი, უპირველეს ყოვლისა, გააფართოეს, გაამდიდრეს.

თითქოს გუშინ იყო, რეზო გაბრიაძეს რომ დავემშვიდობეთ.

ჩამოჰკრა ზარმა გულდაწყვეტის. სულ ახლახან რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა _ საუკუნის ტრიბუნი.

და ეს-ესაა ჯანო ბაგრატიონი მიიბარა მშობლიურმა მიწამ _ ქართველობის ნიმუში, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პირველი თაობის _ ოქროს თაობის ხელბურთელი, საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონი, ქართული სპორტის უბადლო მესვეური, საქართველოში დამოუკიდებელი ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთი წარმატებული მოამაგე.

და, რა თქმა უნდა, ქართული ესტრადის ლეგენდარული პიროვნება, რომელმაც ჩოქვით შემოიარა ყვავილების ქვეყანა სიმღერით და მამის კვალზე ჩვენც აგვამღერა.

ვიქტორ სანეევი

ჯანო მაინც ყველაზე მეტად იმ საინტერესო სატელევიზიო კადრით დაამახსოვრდება ყველა თაობას, სიმღერით რომ მიესალმა საზეიმო შეხვედრაზე სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ჩვენს თანამემამულე ვიქტორ სანეევს.

ვიქტორიც 2022 წელს გარდაიცვალა შორეულ ავსტრალიაში. 13 იანვარს ანა კალანდაძის ლექსზე შექმნილი თემო ნაცვლიშვილის სიმღერით მიწას მიაბარეს “მწვანე კონტინენტის” ერთ-ერთ სასაფლაოზე.

გულწრფელად ვუსამძიმრებთ ჩვენგან წასული ისტორიული პიროვნებების ოჯახების წევრებსა და მეგობრებს ამ დიდ დანაკლისს.

ვამაყობთ, რომ მათი თანამედროვენი ვიყავით და აღფრთოვანებულებს მხურვალე ტაშით დაგვიჯილდოვებია უმაღლეს საფეხურზე დამდგარი გმირები.

ვაცილებთ ცრემლნარევი სიამაყით

გაზეთსაქართველო და მსოფლიოსჟურნალისტები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here