მთავარი საზოგადოება ვაჟა ოთარაშვილი: დასავლეთს ჩვენგან სჭირდება არა განათლებული თაობა, არამედ შეშის მჭრელები, “პუტანკები”,...

ვაჟა ოთარაშვილი: დასავლეთს ჩვენგან სჭირდება არა განათლებული თაობა, არამედ შეშის მჭრელები, “პუტანკები”, მიმტანები და საწვავის ჩამსხმელები

6588
გააზიარეთ
ვაჟა ოთარაშვილი

სასწრაფოდ უნდა დავუბრუნდეთ განათლების ძველ, საბჭოურგერმანულ მოდელს

7 თებერვალს ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირებით ნაკისრი რიგი ვალდებულებების კვალდაკვალ განათლების სისტემაში განხორციელებული კომპლექსური რეფორმები შეაფასა და ცვლილებებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა. ვრცელ ანგარიშში, რომელიც 2019 წლის პერიოდს მოიცავს და განათლების ყველა საფეხურზე განხორციელებულ სიახლეებს დეტალურად მიმოიხილავს, ყურადღება დასავლური სტანდარტების შესაბამისი ახალი პროგრამების დანერგვაზეა გამახვილებული. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ ზუსტად შეასრულა ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ევროკავშირი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების თვალსაზრისით იძლეოდა. დოკუმენტში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სისტემაში ჯერ კიდევ უამრავი ცვლილებაა საჭირო. მათ შორის საუბარია ახალგაზრდებში ევროკავშირის შესახებცნობიერების ამაღლებაზეორიენტირებული პროგრამების დანერგვაზე, კულტურის, მეცნიერების მიმართულებით განსახორციელებელ სხვადასხვა ინოვაციურ პროექტზე და ..

წარმატებულია თუ არა დღეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და რა შედეგები მოუტანა რეალურად ქვეყანას ამ ყველაფერმა, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

_ ბატონო ვაჟა, ევროკავშირის მიერ ამას წინათ გამოქვეყნებულ ანგარიშს თუ დავუჯერებთ, 2019 წელს საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები მეტად მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო. საუბარია განათლების ხარისხის ამაღლებაზე, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე და .. როგორ ფიქრობთ, რეალური და ადეკვატურია ეს შეფასებები?

_ უწინარესად, მინდა, ხაზი გავუსვა ერთ რამეს, რომ ევროკავშირი ცალკე იმპერიაა, რომელიც, წლებია, ე.წ. მესამე მსოფლიოსთვის ნაბიჯ-ნაბიჯ, გეგმაზომიერად ახორციელებს თავის განათლების პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ისეთ პატარა ქვეყნებს, ყოველმხრივ დაქცეულს და გაჭირვებულს, როგორიც საქართველოა, უნდა ჰყავდეს რაც შეიძლება ნაკლებად განსწავლული და ერუდირებული ახალი თაობა. ეს ემსახურება 21-ე საუკუნის მონების გაზრდას და მომზადებას “ცივილიზებული სამყაროსთვის”. რაც შეეხება კონკრეტულ ანგარიშს, რომელიც გვეუბნება, რომ თურმე ეს .. განათლების რეფორმები მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ალბათ, სიახლე არავისთვისაა, რომ ამ რეფორმებმა მიზანმიმართულად მოშალა და წლების განმავლობაში მიწასთან გაასწორა ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა, მაგრამ მე მაინც გამოვყოფ რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს:

პირველი და უმთავრესი, რაც გააკეთეს და ამით, პრაქტიკულად, დაიწყო ამ სისტემის ნგრევა, იყო ის, რომ გაათავისუფლეს კვალიფიციური კადრები. საუბარია უმაღლესი დონის ათასობით პედაგოგზე, რომლებიც სამსახურის გარეშე დატოვეს და ამით პედაგოგის ავტორიტეტი დაიყვანეს ნულამდე…

მეორე _ შემოიღეს აბსოლუტურად უვარგისი სასკოლო სახელმძღვანელოები, ბავშვმა ცოდნა რომ ვერ მიიღოს ვერც მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში, ვერც ისტორიაში, ვერც მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში… რეალურად ესსახელმძღვანელოებიარის განათლების მაფიის მიერ სკოლებში შეტანილი არაფრის მომცემი მაკულატურა, რომლითაც ხდება ბავშვების დაჩლუნგება

მესამე _ შემოიღეს ე.წ. მანდატურის სამსახური, რომელიც მომავალი თაობების სულიერ დათრგუნვას ემსახურება და ამ სამსახურის შემოღების შემდეგ სკოლაში პედაგოგი, პრაქტიკულად, გახდა არავინ. წარმოიდგინეთ, მასწავლებელს ელემენტარული შენიშვნის მიცემა არ შეუძლია ბავშვისთვის, უნდა გაიქცეს და მანდატურს დაუძახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეიძლება უჩივლონ და ბავშვისუფლებებისდარღვევისთვის მკაცრად დასაჯონ. უკეთეს შემთხვევაში ეს დასჯა სამსახურიდან გათავისუფლება იქნება, უარეს შემთხვევაში _ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა, რომელიც შეიძლება თავისუფლების აღკვეთითაც დასრულდეს;

მეოთხე _ აკრძალეს სკოლებში რელიგიის სწავლება და საეკლესიო პირების შესვლა, სანაცვლოდ შეიყვანეს ფსიქოლოგები. ჯერ ერთი _ ფსიქოლოგმა როგორ უნდა შეცვალოს სულიერი მოძღვარი და მეორე _ ვინ არიან ეს ადამიანები? ესენი არიან სოროსის გრანტით დაფინანსებულ ტრეინინგებზე დამუშავებული ჩვეულებრივი ზომბები, რომლებიც ბავშვებს ტვინს ურეცხავენ რაღაც სისულელეებით;

მეხუთე _ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები ტარდება კანონდარღვევით; როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო გამოცდებზე სტუდენტებს აბარებინებენ არაფრის მომცემ საგანს _ ზოგად უნარებს. ეს არის კონსტიტუციური დარღვევა, იმიტომ, რომ ეს საგანი სკოლებში არ ისწავლება. მაშინ ვასწავლოთ ბავშვებს ლოგიკა, კონსტანტინე ბაქრაძის ლოგიკას ვგულისხმობ და არა რაღაც უაზრო, უშინაარსო რებუსებს… სხვათა შორის, ეს .. ზოგადი უნარები, როგორც საგანი, შემოღებულია განათლების სისტემაში არსებული მაფიის მიერ. რისთვის? იმისთვის, რომ ბავშვი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა არის ეს საგანი, იძულებული გახადონ, ფული გადაიხადოს და ცალკე მოემზადოს. ეს არის დიდი მაფია და შარშან უკვე დიდძალი ფული გააკეთეს ამაზე. არაფერს ვამბობ სახელმძღვანელოების გრიფირებაზე, რომელიც ასევე ბნელით მოცულია და სად, როგორ, ვის მიერ და რა პრინციპით ხდება ამ ე.წ. სახელმძღვანელოების დამტკიცება, კაცმა არ იცის…

_ ამ ყველაფრის შედეგად განათლების დონე და ხარისხიც, ალბათ, მნიშვნელოვნად დაეცა, თუმცა ევროკავშირის ანგარიშში ამაზე ნაკლებადაა ყურადღება გამახვილებული

_ განათლების ხარისხი არათუ დაეცა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დღეს განათლება აღარ არსებობს. წარმოიდგინეთ, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში შეიძლება მოხვდეს პიროვნება, რომელსაც მათემატიკა არ აქვს ჩაბარებული. სამედიცინო უნივერსიტეტში შეიძლება ჩაირიცხოს აბიტურიენტი, რომელმაც ქიმიაბიოლოგია არ იცის. ახლა ყველაზე მთავარი, რითაც პრემიერმა ამას წინათ თავი მოიწონა: საპენსიო ასაკის პედაგოგებს, სურვილისამებრ, რა თქმა უნდა, მისცეს გარკვეული თანხები, რათა სამსახურებიდან წასულიყვნენ და დაახლოებით 13 ათას პედაგოგს ასე ათქმევინეს უარი სამსახურზე. კიდევ ვიმეორებ: აქ საუბარია ძველი, საბჭოთა გამოცდილების მქონე მართლა განათლებულ და მაღალი დონის პედაგოგებზე, რომლებიც ხელისუფლებას, უბრალოდ, არ სჭირდებოდა. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: რატომ აფინანსებს ევროკავშირი ამას, რა ინტერესი აქვს?

_ თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ ძალიან მარტივია: არ იქნებიან პედაგოგები _ არ იქნება სკოლა. ასე მარტივად მოაგვარებენ პრობლემას. ახლა, თუ მეტყვით, რომ ახალ პედაგოგებს მოიყვანენ, ვერ მოიყვანენ, იმიტომ, რომ აღარ არსებობს პედაგოგიური სასწავლებლები. აღარ არის თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი, აღარ არის სულხანსაბას, გორის ინსტიტუტებიფაქტობრივად, პედაგოგის სპეციალობა მოსპეს. დააკვირდით, სკოლებში დირექტორებად ნიშნავენ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი შეხება სკოლასთან და პედაგოგიკასთან არ აქვთ. თურმე დირექტორი პროფესიონალი, კვალიფიციური პედაგოგი კი არა, კარგი მენეჯერი უნდა იყოს. მალე, ალბათ, იმასაც იტყვიან, რომ დიპლომიც არაა აუცილებელი… სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ათასობით პედაგოგი თავის სურვილით წავიდა სამსახურიდან, სოფლებში აქტიურად დაიწყო სკოლების დახურვის პროცესი. მაგალითად, ისეთ ისტორიულ სოფლებში, როგორებიცაა ნოსტე და ერთაწმინდა, საშუალო სკოლები დაიხურა. წარმოიდგინეთ, გარემონტებული, შეღებილი, ფანჯრებჩასმული სკოლები გაუქმდა; და ეს პროცესი გრძელდებაეს ხდება ქართლში, დედაქალაქიდან, სულ რაღაც, 60 კილომეტრის მოშორებით და თქვენ წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობა იქნება მაღალმთიან ბარისახოში, შატილში, ომალოში

_ გაეროს ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად განათლების ხარისხთან ერთად განათლების ხელმისაწვდომობაც გაიზარდა. ეს თუ შეესაბამება რეალობას?

_ დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში რამდენიმე ათას სტუდენტს, ციფრები ზუსტად არ მახსოვს, სტუდენტის სატატუსი შეჩერებული აქვს. რატომ, იცით? იმიტომ, რომ სწავლის ქირას ვერ იხდიან. 1250 ლარია სახელმწიფო სასწავლებლებში მინიმალური გადასახადი და ზოგან 4-5 ათასამდეც ადის. რა ქნას სტუდენტმა, რომელსაც საშუალება არ აქვს და ვერ შოულობს სწავლის საფასურს, რა ქნას მშობელმა, რომელიც უსახსრობის გამო შვილს ვერ ასწავლის?.. რაც შეეხება ხარისხს: განათლების ამ ე.წ. რეფორმების მესვეურები ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ უნდა დავნერგოთ ევროპული სტანდარტები. ევროპული განათლება ჩვენ გვქონდა მაშინ, როცა იყო .. საბჭოური განათლება. .. იმიტომ ვამბობ, რომ რეალურად ეს იყო სტალინის მიერ დანერგილი გერმანული მოდელი, რომელსაც დღეს ყველა აღიარებს, რომ უძლიერესი მოდელია. მეტი რა გითხრათ: დღევანდელი განათლება _ ეს არის პირდაპირ დროში გაწერილი გეგმა, თუ როგორ გაუზარდონ ქვეყანას ბნელი, გაუნათლებელი ახალგაზრდობა. წარმოიდგინეთ, მშობლიური ენა არ ისწავლება სკოლებში, შანიძის გრამატიკაზეა საუბარი. არ ისწავლება სინტაქსი, მორფოლოგია, პუნქტუაცია. წინადადების გარჩევა არ იციან ბავშვებმა. ლიტერატურაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ვაჟაფშაველა და შოთა რუსთაველი გაკვრით ისწავლება. კიდევ ვიმეორებ: დასავლეთს ჩვენგან სჭირდება არა განათლებული თაობა, არამედ შეშის მჭრელები, “პუტანკები”, მიმტანები, საწვავის ჩამსხმელები ბენზინგასამართ სადგურებზე და .. მათ არ სჭირდებათ ქართველი მეცნიერები, ხელოვანები, მკვლევარები; და თუ არსებობს ასეთები, ისინი, უკვე დიდი ხანია, საზღვარგარეთ არიან წასულები

_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა თუნდაც ნაწილობრივ გამოსწორდეს?

_ პირველი და უმთავრესი: ჩვენ სასწრაფოდ უნდა დავუბრუნდეთ განათლების ძველ, საბჭოურ-გერმანულ მოდელს, რომლითაც თაობები გაიზარდნენ და იმ სისტემის პირობებში საქართველოს ჰყავდა უდიდესი მეცნიერები. ესენი იყვნენ ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, ევგენი ხარაძე, ივერი ფრანგიშვილი და სხვები. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, თუ ეს მავნე სისტემა ძირფესვიანად არ შეიცვლება და განათლების სამინისტროში მოკალათებულ მოღალატეებს გარეთ არ გამოყრიან, უახლოეს მომავალში საქართველოს ეყოლება სრულიად გაუნათლებელი, უწიგნური და ბნელი თაობა. ეს იქნება თაობა, რომელსაც მიმატებაგამოკლება არ ეცოდინება, არ ეცოდინება გამრავლების ტაბულა, საკუთარი ისტორია და, საერთოდ, არაფერი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ, ვისაც სწავლა უნდა, მაინც ისწავლის და თავს გაიტანს, ასე არ იქნება, ესენი ყველაფერს გააკეთებენ, რათა მომავალი თაობა 21-ე საუკუნის მონებად გაზარდონ…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. როდესაც თქვენ ვერ მიგაქვთ და გაგაქვთ სიმართლე სადაც საჭიროა, უბრალო ადამიანებს ვინ მოუსმენს. რა თაობა მოდის 90 იანების, რა და როგორ ისწავლებოდა იცით! სამართავად ბნელი მასა უფრო ადვილია, ჰოდა… ყველაფერი აქეთ მიდის..

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here