Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერი კვარაცხელია: წარმოგიდგენიათ, ისეთმა ტრადიციულმა ხალხებმა, როგორებიც ოსები და აფხაზები არიან, “ლიბერალური...

ვალერი კვარაცხელია: წარმოგიდგენიათ, ისეთმა ტრადიციულმა ხალხებმა, როგორებიც ოსები და აფხაზები არიან, “ლიბერალური დიქტატის” ქვეშ ყოფნა ისურვონ?

2885
ვალერი კვარაცხელია

საბოლოოდ მოგვიხურეს კარი და ბუქარესტის სამიტიდან 11 წლის შემდეგ, პრაქტიკულად, პანღური ამოგვკრეს

5 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ეუთოს რიგით 26- სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის კონფლიქტურ რეგიონებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ამ რეგიონებში შექმნილი უკიდურესად მძიმე ვითარება საერთაშორისო თანამეგობრობის სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. მისი თქმით, ყველა იმ გამოწვევის ფონზე, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშე უკონტროლო ტერიტორიების სახით არსებობს, საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, განუხრელად განაგრძოს სწრაფვა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ.

საქართველს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, განუხრელად განაგრძოს სვლა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩეულ გზაზე და კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი დემოკრატია. ჩვენ მზად ვართ, ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესის შედეგები და სიკეთეები საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ადამიანებსაც გავუზიაროთ”, _ განაცხადა ზალკალიანმა, თუმცა მინისტრს არ განუმარტავს, კონკრეტულად რა პროგრესს გულისხმობდა ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულსიკეთეებშიან როგორ წარმოუდგენია ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერება და მთავარი _ იქნება თუ არა ეს ყველაფერი კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობისთვის მისაღები

რას ნიშნავს თანამედროვე დასავლური ნეოლიბერალური გაგებითპროგრესი და მისი სიკეთეები”, რა სთავაზობს ხელისუფლება აფხაზებსა და ოსებს, როცა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით მიღწეულ შედეგებზე საუბრობს, და, საერთოდ, რა შედეგის მომტანია დღევანდელ ვითარებაში ეს რიტორიკა?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერი კვარაცხელია.

_ ბატონო ვალერი, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთოს 26- სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო განუხრელად განაგრძობს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვას და ამ გზაზე მიღწეულ პროგრესს აუცილებლად გაუზიარებს აფხაზებსა და ოსებს. მან ილაპარაკა დემოკრატიის გაძლიერებაზე და არა მხოლოდმოდი, კიდევ ერთხელ განვუმარტოთ საზოგადოებას, რას ნიშნავს თანამედროვე დასავლური გაგებით დემოკრატიის გაძლიერება?

_ ვფიქრობ, რომ მსგავსი რიტორიკა ჩვეულებრივ განხილვას არ ექვემდებარება. ეს მედიცინის სფერო უფროა, ფსიქიატრიული კუთხით. ამდენი წლის განმავლობაში ჯიუტად იძახო ერთი და იგივე და უმტკიცო საზოგადოებას, რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც მიგვიღებენ ნატოში და მერე უკვე ჩვენს უსაფრთხოებას .. ცივილიზებული მსოფლიო დაიცავსო, პირდაპირი ნიშანია არამხოლოდ უსაშველო პოლიტიკური სიბეცისა, არამედ ძალიან შორს წასული ფსიქიატრიული აშლილობისა. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის მემორანდუმში ისე, ყასიდად მაინც თუ ჩაწერეს სიტყვები, რომ საქართველო ოდესმე მაინც (განუსაზღვრელ მომავალში) გახდებოდა ნატოს წევრი, ახლა, თერთმეტი წლის შემდეგ, ლონდონში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველო არც ერთ დოკუმენტში არ ყოფილა ნახსნები. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ძალიან მარტივ და გასაგებ რამეს _ ამ სამიტზე უკვე ფორმალობაც აღარ იყო დაცული, რითაც საბოლოოდ მოგვიხურეს კარი და ბუქარესტის სამიტიდან თერთმეტი წლის შემდეგ, პრაქტიკულად, პანღური ამოგვკრეს…

_ დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ სრუქტურებში ინტეგრაციისა და მათ შორის დემოკრატიზაციის პროცესის სიკეთეებს აუცილებლად გაუზიარებს აფხაზებსა და ოსებს. რა აზრის ხართ ამ განცხადებაზე?

_ დავიწყოთ იმით, რა მოუტანა საქართველოს ამ აკვიატებულმა “დასავლურმა დემოკრატიამ” და “დემოკრატიულმა რეფორმებმა”, რომლებითაც “მეოცნებე” ხელისუფლება აფხაზებსა და ოსებს ასე აწონებს თავს. ოცდაათწლიანიდემოკრატიზაციისშემდეგ საქართველო ტერიტორიულად დაშლილი, ეკონომიკურად დანგრეული, მოსახლეობის თვალსაზრისით განახევრებული და მორალურად დეგრადირებულია. აფხაზები და ოსები ყოველივე ამას გამადიდებელი შუშით აკვირდებიან და დასკვნაც გაკეთებული აქვთ: გულშიც კი არ გაივლონ განადგურებულ საქართველოსთან რამე ფორმით თანაცხოვრება, რათა თვითონაც არ აღმოჩნდნენ დასავლეთის კლანჭებში, რომელიც სპობს ყველაფერ ადამიანურს, ტრადიციულს, ამაღლებულს, სულიერს და საზოგადოებაში შეაქვს ცხოველური ინსტინქტების წამახალისებელი წესი, ნარკომანიის, გარყვნილებისა და ამორალიზმის კულტი.

ისინი კარგად ხედავენ, რომ ამ პროცესის კვალდაკვალ ჩვენ მოვყევით დასავლეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ წნეხში, რომლის უკანაც დგანან ლიბერალური ძალები და ამ ძალების მიერ ხელდასხმული სახელისუფლო გუნდი. ჩვენ წაგვერთვა არჩევანის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველწლიურად ვატარებთთავისუფალარჩევნებს, რეალურად ვაკეთებთ იმ არჩევანს, რომელსაც ისინი გვიტოვებენ. საარჩევნო ტექნოლოგიები მათ ისე დახვეწილი აქვთ, რომ, როგორც უნდა ეცადოს ხალხი არჩევნებში თავისი ინტერესების გამტარებელი ადამიანებისა და პოლიტიკური ძალის არჩევას, შედეგი ყოველთვის ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგო იქნება. იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება, ნამდვილ დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. ეს ვითომ დემოკრატები ისეთი შეუწყნარებელნი არიან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისადმი, რომ ლამის ქუჩაში ჩაქოლონ ყველა, ვინც დემოკრატიის იმგვარ გაგებას არ ეთანხმება, როგორსაც ისინი ნერგავენ. ეს .. ლიბერალები სინამდვილეში დემოკრატიული ტერმინოლოგიით შენიღბული ფაშისტები არიან. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კი, ისევე, როგორც წინამორბედი ხელისუფლებები, ამ საერთაშორისო ფაშისტი ლიბერალების მოყვანილნი და მათი ნების გამტარებლები არიან. ბატონი ზალკალიანი ამგვარად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენელია და, ცხადია, ცდილობს აფხაზებისა და ოსების ისე მოტყუებას, როგორც დანარჩენი საქართველოა მოტყუებული. აქედან გამომდინარე, შეკითხვა ასე შევატრიალოთ _ აფხაზები და ოსები მოისურვებენ ამგვარ საქართველოში ცხოვრებას?

_ ისინი უკეთეს პირობებში ცხოვრობენ?

_ შეიძლება ეკონომიკურად მათი ცხოვრება დიდად არ განსხვავდება ჩვენი ცხოვრებისგან, მაგრამ იქ არ მიმდინარეობს საზოგადოების იდენტობის წაშლის ის მომაკვდინებელი პროცესი, რომელმაც წალეკა აქაურობა. იქ არავინ დააფრიალებს ლგბტ დროშას და მამათმავლები ე.წ. გეიაღლუმებზე თავისუფალი სექსის დაკანონებას არ ითხოვენ. იქ თუ ფილმის გადაღების საშუალება ექნებათ, საკუთარი ტრადიციებისა და ღირებულებების შესაბამის ფილმებს გადაიღებენ და არავის მოუვა აზრად, გადაგვარებულ მამრთა ან მდედრთა ურთიერთლტოლვის გულისამრევი სცენებს ერთ სცენარში მოუყაროს თავი, რათა გადამგვარებელმა დასავლეთმა ამ სიბინძურეშიოსკარიუბოძოს. აი, ესაა ჩვენი და მათი ცხოვრების წესის განმასხვავებელი ფაქტორები. ცხადია, რომ საზოგადოება არც ჩვენთან ხვდება გარყვნილებას ტაშითა და ოვაციებით, მაგრამ ჩვენთან საზოგადოებას უწევს ამ მოვლენებისგან თავის დაცვა, სახელმწიფო კი, თავისი კონსტიტუციითა და კანონებით, გარყვნილების სადარაჯოზე დგას. აფხაზებსა და ოსებს კი ამ უბედურებისგან თავის დაცვა საზოგადოებრივი ძალისხმევით არ უწევთ, მათ ამისგან თავიანთი კანონები და იურისდიქცია იცავს, ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ შეკითხვას, რომელიც ზემოთ დავსვი: აფხაზები და ოსები თუნდაც ამის გამო მოინდომებენ ჩვენთან ერთად ცხოვრებას? ცხადია, არ მოინდომებენ!

წარმოგიდგენიათ, ისეთმა ტრადიციულმა ხალხებმა, როგორებიც აფხაზები და ოსები არიან, ისურვონლიბერალური დიქტატის”, ანუ მორალის დაუნდობელი ნგრევის ვითარებაში ცხოვრება?

_ ხელისუფლებაში ვერ აცნობიერებენ, რომ მსგავსი პოლიტიკური გზავნილები აბსოლუტურად უეფექტოა და მეტიც _ კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას?

_ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელია, მაგრამ ეს უმრავლესობა გამოცხადებულია ბნელ, მოძალადე, რეგრესულ ძალად, ხოლო დასავლეთიდან დაფინანსებული აგრესიული უმცირესობა _ განათლებულ, პროგრესულ ელიტად. თუმცა ობიექტური რეალობა ამით არ იცვლება და ფაქტი, რომ ეს აგრესიული უმცირესობა მუდმივად ცდილობს, უმრავლესობა საკუთარი იდეოლოგიური დიქტატის ქვეშ ამყოფოს დემოკრატიის სახელით, ფაქტად რჩება. ვიღაც იტყვის, რომ ეს ყველაფერი რუსული პროპაგანდის ნაწილია და თურმე რუსული პროპაგანდა თესავს საზოგადოებაში ხელოვნურ შიშს. ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ, ვსვამ შეკითხვებს: არის თუ არა ფაქტი, რომ დასავლეთი საქართველოში სექსუალური უმცირესობებისთვის უფლებების გასაზრდელად მასშტაბურ საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს? არის თუ არა ფაქტი ის, რომ დასავლეთი ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონებას მოითხოვს და ამაზე საზღვარგარეთიდან დაფინანსებული მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს?საერთოდ, არის რამე, რაც შეიძლება, დღევანდელ საქართველოში ვინმესთვის (მათ შორის _ აფხაზებისა და ოსებისთვის) მიმზიდველი იყოს?

ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვის ამ თითქმის ოცდაათწლიან პერიოდში საქართველომ ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად სული ვერ მოითქვა, პირიქით _ გახდა ქვეყანა, რომლიდანაც, იმის გამო, რომ არსებობა შეუძლებელია, ხალხი გაქცევაზე ფიქრობს და გარბის კიდეც. დაცარიელდა ქვეყანა და დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დადგა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ვინმესთვის შეიძლება მიმზიდველი იყოს? შეიძლება, რომ საღად მოაზროვნე ადამიანებს ასეთ ქვეყანაში ყოფნა მოუნდეთ?!

_ რა პოლიტიკური გზავნილი იქნება დღეს ყველაზე შესაბამისი ხელისუფლების მხრიდან კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობისადმი?

_ უმთავრესი, რამაც ჩვენ წლების წინათ დაგვაშორა ერთმანეთს და მოგვიჭრა ერთმანეთთან მისასვლელი ყველა გზა, ეს იყო ჩვენი საგარეოპოლიტიკური ორიენტაცია, რაც დღეს უკვე ნათელია, რომ არანაირი სიკეთის მომტანი არ აღმოჩნდა საქართველოსთვის. ჩვენი პრობლემები დაიწყო მაშინ, როცა ვითომ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, გავიგიჟეთ თავი და დავიწყეთ გამწარებული ანტირუსული ისტერიკა. აფხაზები და ოსები კი ყოველთვის რუსეთზე იყვნენ ორიენტირებულნი. სხვა პოლიტიკურ ვექტორს, სხვა ორბიტას ისინი არც განიხილავდნენ. დღევანდელ ვითარებაში კი ეს საერთოდ წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ ამგვარი დილემის წინაშე ვდგავართ: ან განვაგრძობთ ოცდაათწლიან უპერსპექტივო დასავლურ კურსს და საბოლოოდ ვკარგავთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ყოველგვარ შანსს, ან რადიკალურად ვცვლით საგარეო ორიენტირს და ვიწყებთ რუსეთთთან სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების მშენებლობას, რომლის შედეგად აფხაზებსა და ოსებთან ერთ სივრცეში აღმოვჩნდებით. მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდება მათთან თანაცხოვრებაზე ფიქრისა და საუბრისთვის რეალური წანამძღვრები. სხვა ყველაფერი დროის ფუჭი ხარჯვაა.

სამწუხაროდ, ამის გაკეთება დღეს, ამ ხელისუფლების და არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ მისი მოკავშირე მედასავლეთე ოპოზიციური პარტიების პირობებში, რომლებსაც მონოპოლიზებული აქვთ პოლიტიკური სივრცე, პრაქტიკულადაც და თეორიულადაც შეუძლებელია, ამიტომ საქართველო ჯერ ამ დამყაყებული პოლიტიკური სპექტრისგან უნდა გაიწმინდოს, შემდეგ კი შეიძლება რეალურ ცვლილებებზე ფიქრი.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here