Home სხვადასხვა დაიჯესტი ექიმი ბავშვებს ინიექციას უკეთებდა და მათზე ძალადობდა

ექიმი ბავშვებს ინიექციას უკეთებდა და მათზე ძალადობდა

1419
კენეტ მილერი

ექიმი კენეტ მილერი ბავშვებს დამბლის გამომწვევ შრატს უკეთებდა, გიჟის პერანგს აცმევდა და ძალადობდა მათზე. ეს საზიზღრობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა, კერძოდ 1950-1970 წლებში, როცა მილერი დერბიშირის საავადმყოფოში მუშაობდა. პედოფილი ისე გარდაიცვალა, რომ სასამართლოს წინაშე არ წარმდგარა, _ იუწყება The Sun.

ძაღლიც მიაკვდა სულში!

კენეტის მსხვერპლთა სიაში 65 ადამიანია, მათი მონათხრობით  პოლიციამ შეიტყო, რომ ექიმს ბავშვები ცალკე ოთახში შეჰყავდა, პრეპარატებით აბრუებდა და უსუსურ მდგომარეობაში მყოფთ აუპატიურებდა. დანაშაული ჩადენილია, მაგრამ, როგორც გაზეთი წერს, პასუხს ვერავის მოსთხოვენ, რადგან იმ საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლები ან უკვე დაიხოცნენ, ან მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია.

მსხვერპლთაგან ერთ-ერთი, ბარბარა ო’ჰარა ყვება, რომ კენეტმა იგი რამდენჯერმე გააუპატიურა და ყოველთვის მას შემდეგ, რაც ნატრიუმის ამიტალის ინიექციას გაუკეთებდა. პედოფილ ექიმს სადისტური გადახრაც ახასიათებდა: სექსუალური ძალადობის გარდა, დახრჩობის იმიტაციას აწყობდა _ პატარა პაციენტებს წყალში აყოფინებდა თავს და ამით დამატებით სიამოვნებას იღებდა.

სხვა პაციენტი იხსენებს, რომ ერთხელ, როცა წამლის ზემოქმედების დრო გავიდა და ბავშვმა გაიღვიძა, აღმოჩნდა, რომ ხელები დაბორკილი ჰქონდა, ფეხებს შუა კი საშინელ ტკივილს განიცდიდა. გოგონამ შესჩივლა მედდას, რომელმაც თავში ხელი ჩაარტყა და უთხრა, რომ მას (ბავშვს) ინფექცია აწუხებს.

დევიდ მარტინი 12 წლისა იყო, როცა ექიმმა გააუპატიურა. წლების შემდეგ, უკვე დაკაცებულმა, აღიარა, რომ ამის გამო ცხოვრება დაენგრა და მარტოსული დარჩა: “წლების განმავლობაში არავის სჯეროდა, რა უბედურებაც დამატყდა თავს. იმ ზომამდე მივედი, რომ ვფიქრობდი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დამესრულებინა. მეცოდებიან ჩემ დღეში ჩავარდნილები, განსაკუთრებით, ქალები. ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო. ახლა პირველად ირწმუნეს ჩვენი მონაყოლი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here