Home ახალი ამბები მსოფლიო ესპანეთ-ბრიტანეთის ნამდვილი ომი არც ისე წარმოუდგენელია

ესპანეთ-ბრიტანეთის ნამდვილი ომი არც ისე წარმოუდგენელია

2458
ესპანეთ-ბრიტანეთის ნამდვილი ომი არც ისე წარმოუდგენელია

ევროპულ ქვეყნებს შორისდიდი”, სრულფორმატიანი ომის იდეა, თანაც ევროპის ტერიტორიაზე, ბევრს ძალიან სასაცილოდ და უაზრობად ეჩვენება, მაგრამ სინამდვილე ისეთ ფაქტებს შემოგვიგდებს, რომ ჩაგვაფიქრებს _ აჩქარება არაფერს გვარგებს.

ახლახან, 2019 წლის 17 თებერვალს, ესპანეთის საპატრულო კორვეტი P44 Tornado იარაღის მუქარით გიბრალტარის ტერიტორიულ წყლებში შევიდა. გიბრალტარი ჯუჯა სტრატეგიული ტერიტორიაა, რომელიც ინგლისელებმა ესპანეთს წაართვეს და საიდანაც ატლანტის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვის დამაკავშირებელი გიბრალტარის სრუტის კონტროლია შესაძლებელი. ინგლისელებს აქ განლაგებული აქვთ თავიანთი სამხედრო ბაზა. Tornado მიუახლოვდა ღუზის ჩასაშვებ სადგომს და კომერციულ გემებს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ გასცლოდნენ იქაურობას. სავაჭრო ხომალდების უმეტესობამ პრინციპით _ სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს _ მშვიდად გაარიდეს თავი იქაურობას: ეშმაკმა უწყის, რა აქვთ ჩაფიქრებული ესპანელებს. ხომ შეიძლება, რომ გახსნან ცეცხლი და შემდეგ იჩივლე საიქიოდანო!

მიზანს რომ მიაღწია, ესპანურმა საპატრულომ თავისი ქვეყნის აფრიალებული დროშით დემონსტრაციულად ჩაუარა “ბრიტანეთის სანაპირო ზოლს”. კორვეტის შესაჩერებლად გიბრალტარის ბაზიდან სასწრაფოდ დაიძრა დაცვის რამდენიმე ბრიტანული კატარღა.

კონფლიქტი მშვიდობიანად დამთავრდა _ იარაღი არც ერთ მხარეს არ გამოუყენებია. ლონდონმა დაიწყო ჩივილი და წუწუნი საკუთარ მძიმე ბედსა და ესპანელთა თავხედობაზე; მადრიდმა ჯერ დაიმორცხვა, შემდეგ კი პირდაპირ განაცხადა: ხომალდი საპატრულოა, ზღვის სივრცე, რომელშიც იმყოფებოდა, ესპანეთისაა. ასე რომ, Tornado-ს კაპიტანს არაფერი დაურღვევია. ესპანეთი უკმაყოფილოა, რომ უცხოეთის სამხედრო ძალებისთვის გიბრალტარი ხელმისაწვდომი ტერიტორიაა და განზრახული აქვს, მომავალშიც განახორციელოს ამ უმსგავსობის აღსაკვეთი ღონისძიებები.

ეს არ არის ამ სახის პირველი ინციდენტი: წლეულს მესამე შემთხვევაა, შარშან სამ თვეში ათზე მეტი იყო _ სამ-სამი ყოველთვიურად.

2016 წლის მაისში კი ბრიტანეთის კატარღებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს ესპანეთის საპატრულო გემს, რომელიც ცდილობდა, არ შეეშვა ამერიკული წყალქვეშა ნავი გიბრალტარში.

უწინ კონფლიქტები ფულთან იყო დაკავშირებული, ერთ ოჯახში წამოჭრილ უთანხმოებას ჰგავდა, მაგრამ ამჟამად დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან მოსალოდნელი გასვლის გამო ვითარება კარდინალურად იცვლება. ხელიდან ეცლებათ მატერიალური პრეფერენციის მშვიდობიანად გადაწყვეტის საშუალებები, კონფლიქტების მიზეზები კი რჩება. თუ უწინ შესაძლებელი იყო ფულის გადახდის სანაცვლოდ ესპანეთი დათმობაზე წასულიყო, ბრექსიტმა კომპრომისების მიღწევის ყველა გზა გადაკეტა. მადრიდს ფულის წყარო დაუშრა, ლონდონს არ სურს, უარი თქვას შეჩვეულ შეღავათებზე.

შედეგად კონფლიქტი თანდათან პრინციპულ კატეგორიაში გადადის. ისტორიაში ასეთი პრინციპული დაპირისპირებები მხოლოდ ომით წყდებოდა, რომელთა გამეორების პერსპექტივა არა მხოლოდ არსებობს, არამედ რეალური ხდება.

ალექსანდრე ზაპოლსკისი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here