მთავარი მსოფლიო ესპანეთმა კატალონიის კრიზისის გადაწყვეტის საშუალება გამონახა

ესპანეთმა კატალონიის კრიზისის გადაწყვეტის საშუალება გამონახა

608
გააზიარეთ
ესპანეთი

BBC News-ის ცნობით,  ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფონსო დასტისტმა განაცხადა, რომ ესპანეთი განიხილავს დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმების ლეგალიზების შესაძლებლობას. ქვეყნის ხელისუფლება ამ გზით იმ პრობლემების მოგვარებას იმედოვნებს, რომელთა მსგავსიც კატალონიის მაგალითმა შეიძლება კვლავაც გამოიწვიოს.

მან დააზუსტა, რომ ამ საკითხზე სამეფოში შეიძლება  რეფერენდუმი ჩატარდეს. “ჩვენ შევქმენით საპარლამენტო კომიტეტი, რათა განვიხილოთ კონსტიტუციაში ისეთი დებულების შეტანა, რომელიც გაითვალისწინებს ზოგიერთი კატალონიელის მოლოდინს, მაგრამ გადაწყვეტილება ყველა ესპანელმა უნდა მიიღოს”, _ განაცხადა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, ესპანეთის მთავრობამ დაითხოვა კატალონიის პარლამენტი და ამბოხებულ რეგიონში  პირდაპირი მმართველობა შემოიღო. ვადამდელი არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here