მთავარი Facebook ფრაზები “ერი იარსებებს თუ დედაზე ერექცია მომდგარ ავადმყოფ ,,მწერლებს,, კლასიკოსებად არ დაასვენებენ…”

“ერი იარსებებს თუ დედაზე ერექცია მომდგარ ავადმყოფ ,,მწერლებს,, კლასიკოსებად არ დაასვენებენ…”

8674
გააზიარეთ

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

„—– ეს ჩვენი ნამოქმედარია ქართველებო —ჩვენ ვდუმვართ და არარაობები ყვირიან… თუნდაც იყვირე, რა მერე? მაინც იმ უძველესი ძაღლის როლში აღმოჩნდები კაცი, რომელიც ქარავანს უყეფდა, ხოლო ქარავანი მშვიდად აგრძელებდა გზას…არადა, დღეს ჩვენში მართლის მთქმელების მდგომარეობა, ზუსტად შეეფერება იმ ანდაზისეული ძაღლის მდგომარეობას…

საქართველო არც ნაც-ქოცებით იწყება და არც სოროსით მთავრდება… ეს უძველესი სახელმწიფოებრივი კულტურაა, რომელმაც ათასწლეულებს გაუძლო და კიდე გაუძლებს, თუ მას საკუთარი შვილები არ უღალატებენ. გულიდან არ ამოირეცხავენ მშობლიურს და გადაგვარების სამსახურში არ ჩადგებიან… იუდობას ხელობად არ გაიხდიან, წინაპრისეულ მდიდარ კულტურას ზევიდან არ დახედავენ, თაობების ნაღვაწს სახელმძღვანელოებიდან არ ამოუღებენ შვილებს და გადამთიელის ,,ნათითხნზე,, არ დაზრდიან თაობებს, სოფელს არ მოსპობენ, სამშობლოს არ მიატოვებენ, ისტორიულ და დაუძინებელ მტრებზე მიწებს არ გაყიდიან, სამშობლოს სიყვარულს ჩამორჩენილობად არ მიიჩნევენ და უსაქმურობას პროგრესულობად არ მონათლავენ, მევახშეებს, ვაჭრუკანებს და ახლადგამდიდრებულ პლებეებს სახელმწიფო სადავეებს არ გადაულოცავენ და დედაზე ერექცია მომდგარ ავადმყოფ ,,მწერლებს,, კლასიკოსებად არ დაასვენებენ, ბიბლიოთეკებს არ დახურავენ და ბორდელ კაზინოებს არ გახსნიან, …..

არადა, ეს საშინელი სიმართლე რომ გავაგრძელო, რომელიც (ჭკუათმყოფელები დამეთანხმებით) ზედმიწევნით ასახავს მწარე რეალობას, წიგნი გამოვა და არც მე გახლავართ მოცლილი გოდებისთვის, უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ქართველებო, რომ ჩვენ მშვენიერ ქვეყანას, ჩვენზე დიდი მტერი არ ყავს. ეს ჩვენ ვართ ყოველივე იმის შემომქმედნი, რის ბოლომდე დაწერასაც ასე ვერიდები… ეს რეალობა, ჩვენი ნამოქმედარის შედეგია ქართველებო… ნებსითის თუ უნებლიესი… “,-წერს ქართველიშვილი.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here