Home რუბრიკები ეკონომიკა ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 108-ე ადგილზეა

ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 108-ე ადგილზეა

1113

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიურმა შემოსავალმა ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გათვალისწინებით 10 044 აშშ დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლის სიდიდით 190 ქვეყანას შორის საქართველოს 108-ე ადგილზეა (2015 წელსაც 108-ზე ვიყავით). სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2017 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 10 645 (PPP) დოლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს.


ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი (PPP) ყველაზე მაღალი ყატარშია – 127 660 დოლარი, მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი 104 000 დოლარით. ყველაზე ღარიბი ქვეყანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა წლიური 684 დოლარით. ბოლოდან მეორეზეა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 773 დოლარით.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შემდეგი სურათია: რუსეთი – 26 490 დოლარი, თურქეთი – 24 900 დოლარი, აზერბაიჯანი – 17 440 დოალრი, სომხეთი – 8 621 დოლარი. უკრაინაში 8 305 დოლარია.

ერთ მოსახლეზე ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები 2016 წელს:

  1. ყატარი – 127 660 $
  2. ლუქსემბურგი – 104 000 $
  3. მაკაუ – 95 151 $
  4. სინგაპური – 87 855 $
  5. ბრუნეი – 76 884 $
  6. ქუვეითი –  71 887 $
  7. ნორვეგია – 69 249 $
  8. ირლანდია – 69 231 $
  9. არაბთა გაერთ. ემირატები – 67 871 $
  10. შვეიცარია – 59 561 $

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here