მთავარი დაიჯესტი ელისაბედ II სამეფო ტახტის დატოვებას გეგმავს

ელისაბედ II სამეფო ტახტის დატოვებას გეგმავს

326
გააზიარეთ
ელისაბედ II სამეფო ტახტის დატოვებას გეგმავს

წელიწადნახევრის შემდეგ, როცა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის დედოფალ ელისაბედ II- 95 წელი შეუსრულდება, ის გეგმავს, დატოვოს სამეფო ტახტი და უფლებამოსილებები გადასცეს თავის შვილს _ პრინც ჩარლზს, რომელმაც ცოტა ხნის წინათ აღნიშნა თავისი 71- დაბადების დღე. ამის თაობაზე წერს ბრიტანული გამოცემა The Sun.

ელისაბედ II ტახტზე  25 წლისა ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს. მან უკვე დაამყარა რეკორდი ბრიტანელ მონარქებს შორის, როგორც სამეფო ტახტზე ყოფნის ხანგრძლივობით, ისე წლოვანებით. ის 2015 წლიდან ყველაზე ხანდაზმული, ხოლო 2016 წლიდან სამეფოს ყველაზე ხანგრძლივად მმართველი პირია.

ელისაბედ ალექსანდრა მარია არის არა მხოლოდ ბრიტანეთის დედოფალი, არამედ 15 დამოუკიდებელი ქვეყნის მონარქი, მათ შორის: ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიისა და იამაიკის.

პრინცი ჩარლზი სულ უფრო ხშირად ჩნდება ოფიციალურ ღონისძიებებზე დედოფლის ნაცვლად და ეს მოჰყავთ იმის მტკიცებულებად, რომ დედოფალი თავის ვაჟს ნელ-ნელა გადასცემს უფლებამოსილებებს. მიუხედავად ამისა, ტახტის გადაცემის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here