Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროპისთვის მესამე კრახი შეიძლება ფატალურად დასრულდეს

ევროპისთვის მესამე კრახი შეიძლება ფატალურად დასრულდეს

427
ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი

ანგლოსაქსურმა პოლიტიკამ _ “დაყავი და იბატონეკონტინენტი ორჯერ მიიყვანა დაღუპვის პირას. დასავლური ტრანსნაციონალურიელიტაკი ახლა მესამედ აპირებს ამის გაკეთებას.

თუ მართალნი არიან ისინი, ვინც ამტკიცებს, რომ 30 წელზე მეტი ხნის ნებისმიერი ადამიანი თვითონ აგებს პასუხს თავისი სახის გამომეტყველებაზე, მაშინ გერმანიის თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრ ანეგრეტ კრამპკარენბაუერს აშკარად დიდი პრობლემები აქვს. ამ ქალბატონის პრობლემები კი ნელ-ნელა გადადის მას დაქვემდებარებული უწყებისა და გერმანული სახელმწიფოს პრობლემებში.

უწინარესად, აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემების გავრცელების არეალი არ შემოიფარგლება მხოლოდ ქალბატონი მინისტრით. ისინი სისტემური ხასიათისაა და ასახავს ომისშემდგომი გერმანიის მდგომარეობის არსს, რომელიც 1945 წლის შემდეგ ანგლოსაქსების სასტიკი კონტროლის ქვეშ იმყოფება. ანგლოსაქსები ამ ქვეყანას მხოლოდ იმის გაკეთების უფლებას აძლევენ, რაც მათ ინტერესებს შეესაბამება.

გერმანიის კაიზერი ვილჰელმ II რუსეთის გრენადერთა პოლკის ლეიბ-გვარდიის ფორმაში და რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II პრუსიის გვარდიის გრენადერთა პოლკის ფორმაში
გერმანიის კაიზერი ვილჰელმ II რუსეთის გრენადერთა პოლკის ლეიბ-გვარდიის ფორმაში და რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II პრუსიის გვარდიის გრენადერთა პოლკის ფორმაში

ამასთანავე, ანგლოსაქსური პოლიტიკა (ასე დავარქვათ) თვითონაც განიცდის “პიროვნების გაორებას”, რომელიც გამოიხატება, ერთი მხრივ, “კურატორების” სურვილში, გერმანიას ლაგამი ამოსდონ, რისთვისაც თვითონ გერმანია საკმარისად სუსტი უნდა იყოს; მეორე მხრივ, მისი სახით ჰყავდეთ რუსეთთან დასაპირისპირებელი მძლავრი საპირწონე და ამით ხანგრძლივი დროით განაგრძონ ევროპის უდიდესი სახელმწიფოების კონფლიქტი და არ მისცენ “ბებერ კონტინენტს” საშუალება, იქცეს მსოფლიო პლუტოკრატიული იმპერიის მეტოქედ.

ეროპის მიმართ ანგლოსაქსური პოლიტიკის პრინციპიგათიშე და იბატონედადის გერმანიასა და რუსეთს შორის დაპირისპირების პერმანენტულ მხარდაჭერამდე, მიუხედავად ამ დაპირისპირების კონკრეტული ფორმებისა და ისტორიული გარემოებებისა.

აქ უნდა გავიხსენოთ ის, რომ რუსეთისა და გერმანიის იმპერიების დაჯახება I მსოფლიო ომის მიმდინარეობისას მას შემდეგ მოხდა, რაც ეს ორი სახელმწიფო, რომელთა სათავეშიც ბიძაშვილები იდგნენ, ისე დაუახლოვდნენ ერთმანეთს, რომ ისინი ერთმანეთის სამხედრო ფორმაგადაცმულები საპირისპირო ქვეყნის გვარდიის პოლკებს ხელმძღვანელობდნენ, სხვა სიტყვებით, ძალიან სახიფათოდ დაახლოვდნენ ანგლოსაქსებისთვის.

1917 წელს, რუსეთის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ, ევროპაში ანგლოსაქსების გეგმებს საფრთხე შეექმნა ორი დიდი ქვეყნის სახით _ გერმანიისა და რუსეთის, როცა გაჩნდა ალბათობა, რომ ეს ორი სახელმწიფოგაწითლდებოდა”, გაერთიანდებოდა და მსოფლიო პლუტოკრატიას (პოლიტიკური წყობილება, როცა სახელმწიფოს მართავს გაბატონებული კლასის ყველაზე მდიდარ წარმომადგენელთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, ხოლო ხალხი სრულიად უუფლებოა) დაუპირისპირდებოდა, ამიტომ ყველა მეთოდი გამოიყენეს, ეს რომ არ დაეშვათ. ამისთვის გერმანიაში მოძებნეს ქუჩის ხულიგანი ადოლფ შიკლგრუბერი, რომლის მიერ შეკოწიწებული პარტია “კეთილმა ძიებმა” ფულით აავსეს და ახალგამომცხვარი ფიურერი მოულოდნელად იქცა დიდ ლიტერატორად, რომელმაც “მაინ კამპფი” (“ჩემი ბრძოლა”) დაწერა. ამ ნაშრომში ადოლფმა მომავალი გერმანიის ალფად და ომეგად რუსეთთან ომი გამოაცხადა.

გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი
გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი

იმავე მიზნით, I მსოფლიო ომის შემდეგ გაპარტახებულ გერმანიას თითქოს მთელი ევროპა აჩუქეს, სადღესასწაულო ტორტზე ალუბლად კი _ 1936 წლის ოლიმპიადა. ჰიტლერიც შეეცადა, პატიოსნად შეესრულებინა საპასუხისმგებლო დავალებები.

ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, გაუგებარია, რატომ დაესხა თავს გერმანია საბჭოთა კავშირს, ქვეყანას, რომელთანაც არც ტერიტორიული პრობლემები ჰქონდა და არც ეკონომიკური. ქვეყანას, რომელსაც, თავისი დემოგრაფიული და სამხედრო რესურსებიდან გამომდინარე, შეეძლო დიდი პრობლემები შეექმნა მისთვის. ეს, მით უმეტეს, გაუგებარია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საბჭოეთზე თავდასხმის მომენტისთვის გერმანიას უკვე გადაყლაპული ჰქონდა თითქმის მთელი ევროპა, თუმცა მის ხარისხიანად დასაღეჭად და მოსანელებლად 100 წელი მაინც დასჭირდებოდა. ყველაფრის მიუხედავად, ჰიტლერმა 1941 წლის მაისში, სსრკ-ზე თავდასხმამდე ერთი თვით ადრე, ბრიტანეთში გაგზავნა თავისი მოადგილე რუდოლფ ჰესი, რათა სხვადასხვა საკითხი შეეთანხმებინა თავის კურატორებთან. ეს საკითხები დღემდე გასაიდუმლოებული აქვს ლონდონს.

გამოდის, რომ ანგლოსაქსებისსაპასუხისმგებლო დავალებისშესრულების გარდა გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომის დაწყების არანაირი საფუძველი არ არსებობდა, ამოცანა კი კვლავ იგივე რჩებოდა _ არ დაეშვათ ევროპის გაერთიანება, .., გერმანიისა და რუსეთის დაახლოება. ანგლოსაქსებმა მიზანს მიაღწიეს, თუმცა ამისთვის ნახევარი ევროპის ოკუპაცია დასჭირდათ.

ამჟამინდელი გერმანიაც ანგლოსაქსური სცენარის _ “დაყავი და იბატონეს” _ მონაწილეა, ოღონდ დამორჩილებულის როლში. ატლანტიკელ კურატორებს არ დავიწყებიათ, რომ ეს ქვეყანა დიდი პოტენციალის მქონე დამოუკიდებელი მოთამაშეა მსოფლიოში და ამიტომ ეშინიათ მისი “თავისუფალ ცურვაში” გაშვების. არადა, გერმანიის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ინტერესები მოითხოვს არა მტრობას რუსეთთან, არამედ დაახლოებასა და თანამშრომლობას. ზუსტად ეს ხდება ახლაც _ ენერგეტიკის სფეროში მოსკოვისა და ბერლინის თანამშრომლობა უზრუნველყოფს წიაღისეულით მწირი გერმანიის ეკონომიკურ სტაბილურობას, სულ ცოტა, 50 წლით, მაგრამ სწორედ ამის ეშინიათ ანგლოსაქსებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასეთი მჭიდრო ბიზნესი აუცილებლად გამოიწვევს გერმანიისა და რუსეთის მჭიდრო პოლიტიკურეკონომიკურ თანამშრომლობასა და გეოპოლიტიკურ ერთიანობას, რომელსაც მოჰყვება ევროპის გაერთიანება. ასეთ შემთხვევაში რაღა დარჩება მათი ყბადაღებული Divide et impera (“დაყავი და იბატონე”)-დან? _ არც არაფერი!

აქედან მომდინარეობს ატლანტისტების გერმანული პოლიტიკისპიროვნების გაორება” _ ერთი მხრივ, მათ ძალიან სურთ, კვლავ დაუპირისპირონ ახალი რაიხი საძულველრუსლანდსდა ამისთვის რაიხი უნდა მომძლავრდეს; მეორე მხრივ, ეშინიათ, რომ მძლავრი გერმანია მათ ფეხებზე დაკიდებს და თავისი გზით წავა, ამიტომ ნიშნავენ პერმანენტულად გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტზე აფთრის მსგავს ქალებს, რაც ანგლოსაქსების პოლიტიკის გაორებაზე მიუთითებს.

ეს სამხედრო სფეროში არაკომპეტენტური ქალი-გინეკოლოგები თუ იურისკონსულტანტები იდეალურები არიან იმისთვის, რომ გერმანიის არმია პერმანენტულად იყო ჩამორჩენილი. მაგალითად, წარსულში ძლევამოსილი ბუნდესვერი ისეთ მარაზმამდეც კი დაეშვა, რომ მისი თვითმფრინავების 50%-მა აფრენა ვერ შეძლო, ხოლო ტანკების (200 ერთეული) დიდი ნაწილი მზად არ არის თანამედროვე პირობებში საბრძოლველად.

მეორე მხრივ, ეს ქალბატონები, რომლებიც ვაშინგტონის დანიშნულები არიან, ზუსტად ახორციელებენ ანტირუსულ მითითებებს და რუსეთს ყველა ცოდვაში ადანაშაულებენ.

ანგლოსაქსური დასავლეთი არ ჩქარობსმწვანე შუქისანთებას გერმანიის რემილიტარიზაციისთვის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დასავლელმა სტრატეგებმა ზუსტად იციან, რეალური ძალა და სიტყვის ფასიევროპული ელიტისა”, ზუსტად იციან ისიც, რომ გერმანია ეროვნული არსით არც ისე ახლოს დგასევროატლანტიკურ იდეალებთან”.

აი რა განაცხადა ახლახან გერმანიის ყოფილმა ფედერალურმა კანცლერმა გერჰარდ შრედერმა: “ჩვენ საკუთარი ისტორიიდან ვიცით, რომ ყოველთვის, როცა კარგი ურთიერთობა გვქონდა რუსეთთან, ამ კონტინენტზე იყო მშვიდობა; როცა არ გვქონდა მშვიდობა, იყო სხვაგვარად”.

ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, გფრ-ის მოქმედი პრეზიდენტი:

“ბოლო წლებში, ურთიერთობის მდგრადი გაუარესების შემდეგ, რუსეთსა და გერმანიას შორის უკანასკნელი ხიდი ენერგეტიკული ურთიერთობაა. ორივე მხარემ უნდა იფიქროს შედეგებზე, სანამ ეს ხიდი სრულად არ დანგრეულა. მიმაჩნია, რომ ხიდების დაწვა ძალის ნიშანი არ არის”.

ანგლოსაქსები შეეჯახნენ ორი ქვეყნის _ გერმანიისა და რუსეთის _ ინტერესებს და, რას გამოიწვევს ეს, ახლო მომავალში გამოჩნდება.

მესამე კრახი კი ვერც ევროპამ და ვერც სრულიად მსოფლიომ შეიძლება ვერ გადაიტანოს.

News-front.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here