Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროპელების უმრავლესობას სჯერა, რომ ევროკავშირი დაიშლება

ევროპელების უმრავლესობას სჯერა, რომ ევროკავშირი დაიშლება

852
ევროპელების უმრავლესობას სჯერა, რომ ევროკავშირი დაიშლება

საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, ევროპელების უმრავლესობას სჯერა, რომ ევროკავშირი შეიძლება მომდევნო 10-20 წელიწადში დაიშალოს.

კვლევა საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს (ECFR) დაკვეთით ჩატარდა და ევროპარლამენტის არჩევნების წინა პერიოდში პროგრამა YouGov-ის მიერ ევროკავშირის 14 ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვას ეფუძნება.

კვლევამ აჩვენა, რომ ევროპელთა ნაწილს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ამომრჩევლებს, სჯერათ, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის კონფლიქტი შესაძლებელია. საფრანგეთისა და პოლონეთის ერთ მესამედს, ხოლო გერმანელი ამომრჩევლების მეოთხედს სჯერა, რომ ევროკავშირის წევრებს შორის შესაძლებელია ომის გაჩაღება.

14-დან 11 ქვეყნის გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ 10-20 წელიწადში შეიძლება ევროკავშირი ნაწილებად დაიშალოს. კვლევამ გამოავლინა, რომ ეკონომიკური პრობლემების მიმართ ევროპელთა შფოთვა მაღალია. ხალხი წუხს თავშესაფრისა და უმუშევრობის პრობლემებზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here