Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპაში რუსეთის საეგზარქოსომ უარი განაცხადა კონსტანტინოპოლის მორჩილებაზე

ევროპაში რუსეთის საეგზარქოსომ უარი განაცხადა კონსტანტინოპოლის მორჩილებაზე

940
ევროპაში რუსეთის საეგზარქოსომ უარი განაცხადა კონსტანტინოპოლის მორჩილებაზე

დასავლეთ ევროპაში რუსეთის საეგზარქოსომ, რომელსაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომეოსმა თავისი ბრძანებულებით თვითდაშლის გამოცხადება მოსთხოვა, უარი თქვა ამ მოთხოვნის შესრულებაზე.

რუსეთის ეკლესიების საეგზარქოსოს წარმომადგენლის განცხადებით, გენერალურ ასამბლეაში მონაწილე 206 კაციდან 191-მა მხარი დაუჭირა უარს, დამორჩილებოდნენ კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას საეგზარქოსოს გაუქმებაზე.

2018 წლის ნოემბერში კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ გააუქმა თავისივე 1999 წ. ტომოსი, რომლითაც რუსული მრევლის დასავლეთევროპული საეგზარქოსო საკუთარი მფარველობის ქვეშ მიიღო და მოუწოდა მას თვითლიკვიდაციისა და ადგილობრივ ეპარქიაში შესვლისკენ. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში განაცხადეს, რომ მზად არიან, საეგზარქოსო მიიღონ თავიანთ იურისდიქციაში. 23 თებერვლის გენასამბლეას ახალი იურისდიქციის შესახებ არ უმსჯელია. ამ საკითხს გადაწყვეტენ ახალ ასამბლეაზე ა.წ. ივნისში.

ამჟამად რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპია დასავლეთ ევროპაში აერთიანებს 11 მოქმედ ეკლესიას, 2 მონასტერსა და 7 სკიტს (ბერების საცხოვრისს) საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში.

ინტერნეტში  გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here