Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროკავშირი, როგორც შერყეული ნეოლიბერალური ტირანია

ევროკავშირი, როგორც შერყეული ნეოლიბერალური ტირანია

“დასასრულს ვუახლოვდებით!”

261
ევროკავშირი, როგორც შერყეული ნეოლიბერალური ტირანია

ევროპარლამენტის სტატისტიკური სამსახურის _ ევრობარომეტრის _ ახალი კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ევროპელები უკმაყოფილონი არიან ევროკავშირის დაწესებულებების მუშაობით.

ევროკავშირის მოქალაქეების ნახევარზე ნაკლები (48%) ევროკავშირის მუშაობას დადებითად აფასებს; გამოკითხულთა 74%-ის აზრით, ეკონომიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა ევროკავშირს უნდა დაეკისროს.

ევროპარლამენტის გამოკითხვები, როგორც წესი, ანგაჟირებული ხასიათისაა. სინამდვილეში ევროკავშირის მიმართ მათი მოქალაქეების დამოკიდებულება კიდევ უფრო უარყოფითია.

ხმამაღალი განცხადებებიდიად ევროპულ ოჯახზეცარიელ სიტყვებად დარჩა, როგორც კი გაჩნდა ახალი ვირუსის გავრცელების შიში. ერთი ქვეყნისთვის განკუთვნილ მედიკამენტებს ევროკავშირელი მეზობლები იტაცებდნენ, ევროკავშირის წევრები კრძალავდნენ წამლებისა და დაცვის ინდივიდუალური საშუალებების ექსპორტს, ცალმხრივად ხურავდნენ საზღვრებს, აჩერებდნენ ვაჭრობას და .. იტალიას, მაგალითად, არავინ დახმარებია პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. ევროკავშირის პირველი ფინანსური პაკეტი შეჩერდა პოლიტიკური ვაჭრობის გამო, როცა ეკონომიკის დარგები პარალიზებული იყო, მილიონობით ადამიანი კი უმუშევარი დარჩა.

ევროპის ბევრ ქვეყანაში გახშირდა კარანტინის საწინააღმდეგო აქციები. ევროპაში შესამჩნევად იცვლება პოლიტიკური განწყობები, საზოგადოება სულ უფრო მეტად არ მალავს უკმაყოფილებას ევროკავშირის მიმართ.

ცოტა ხნის წინათ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, იტალიელთა 42% მხარს უჭერს ქვეყნის გასვლას ევროკავშირიდან (2018 წლის ნოემბერში მათი რაოდენობა 26% იყო).

საფრანგეთში 10-დან 6 ადამიანი “არ ენდობა” ბრიუსელს. The Washington Post-ის აზრით, დიდი ბრიტანეთის კვალდაკვალ ევროკავშირიდან შეიძლება გავიდეს შვედეთი, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერია მოსახლეობის ერთ სულზე მიღებული მიგრანტების რაოდენობით. დანიელებმა ჯერ კიდევ 2015 წელს ჩატარებულ რეფერენდუმში ხმა მისცეს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის წინააღმდეგ (რეფერენდუმში მონაწილეთა 53% წინააღმდეგი იყო).

ამის შემდეგ დანიამ თავისი საზღვრების გაკონტროლების უფლება წაართვა ევროკავშირს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, Brexit-ის შემდეგ ევროკავშირიდან გასვლის მომხრეა ნიდერლანდელთა უმრავლესობაც.

მთავარი ევროსკეპტიკოსები კი ფრანგები არიან. გამოკითხული ფრანგების 61% უარყოფითად აფასებს ევროკავშირს. ცნობილმა ფრანგმა ფილოსოფოსმა მიშელ ონფრემ ასე დაახასიათა ევროკავშირის მდგომარეობა: მაასტრიხტის იმპერია (ევროკავშირი) წარმოადგენს ნეოლიბერალურ ტირანიას, რომელიც ავტორიტარული და ბიუროკრატიული კანონების გამოყენებით ევროპის ხალხებს თავს ახვევს ზეეროვნულ კანონებსთუ უწინ დემოკრატიის მომხრეები უფრთხოდნენუმრავლესობის ტირანიას”, ახლა მაასტრიხტის სახელმწიფო ახალ მოდელს ქმნის _ “უმცირესობის ტირანიას”.

“ევროპის ტრადიციული კლასები მსხვერპლად არიან მიტანილი ლიბერალურ-საბაზრო იდეოლოგიისა და უმცირესობის ინტერესების საკურთხეველზე. ახლა უკვე ცხადია, რომ მაასტრიხტის ყველა დაპირება (სამუშაო ადგილები ყველასთვის, მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა და ა.შ.) ტყუილი იყო. ევროპაში დღითიდღე მატულობს სოციალური უთანასწორობა, საშუალო კლასი ღატაკდება, მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან. საბაზრო ეკონომიკამ გაანადგურა სოციალური სახელმწიფოს საფუძვლები: არმია, სკოლა, ჯანმრთელობის დაცვა, მოქალაქეთა ნებისმიერ პროტესტს ნეოლიბერალური მედია შოვინიზმად და ნეონაციზმად წარმოაჩენს”, _ ასკვნის ონფრე და დასძენს, რომ ასეთი კავშირი აუცილებლად დაიშლება.

“პანდემიისგან დაცვის საბაბით” დაზიანებული ეკონომიკების აღსადგენად ბრისუელმა 750 მლრდ ევრო გამოყო, ოღონდ ერთი პირობით: გამოყოფილი თანხის 30% უნდა მოხმარებოდა “მწვანე ენერგიის” განვითარებას”. ეკონომიკის აღსადგენი ფონდისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოიმატებს გადასახადები, მაგრამ ექსპერტები დარწმუნებულნი არ არიან, რომ მაღალი გადასახადები ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას.

ევროკავშირი, როგორც შერყეული ნეოლიბერალური ტირანია

ევროკავშირი, ევროპის პარლამენტი და ზოგიერთი მთავრობა თვლიან, რომ შეუძლიათ, ძველი რეცეპტებითა და ტრიუკებით გაუმკლავდნენ პრობლემას. ამასთანავე, მათ ავიწყდებათ, რომ ფულის ყველაზე სანდო წყარო არის არა ევროპის ცენტრალური ბანკის საბეჭდი დაზგა, არამედ ეფექტიანი ეკონომიკა, რომელსაც ხელს ვერ შეუშლიან ბიუროკრატები”, _ წერს Deutshe Wirschatts Nachrichten-ი. ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ევროპული კავშირის ერზია გრძელდება. ლაპარაკი იმის შესახებ, რომ კორონავირუსის პირველი ტალღის შემდეგ წამოვა მეორე, მესამე და მომდევნო ტალღები, რომლებიც მხოლოდ აძლიერებს ნევროზულობას. არავინ იცის, რა ხდება და როდის დასრულდება ეს ყველაფერი.

“ძველ წესრიგს სიკვდილი არ უნდა და უკვე რამდენიმეჯერ დაამტკიცა, რომ სიცოცხლეს ებღაუჭება, _ წერს Le Figaro-ს მიმომხილველი კორალ დელომი. _ მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ დასასრულს ვუახლოვდებით, ევროკავშირის დასასრულს და იმას, რასაც ის საკუთარ თავში განასახიერებს _ ნეოლიბერალურ გლობალიზაციას”.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here