Home რუბრიკები საზოგადოება ევროატლანტიკურმა “ღირებულებებმა”, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს

ევროატლანტიკურმა “ღირებულებებმა”, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს

1399
ომარ მარგველაშვილი

აგვიხსენით, რას ნიშნავსევროპული ფასეულობები”, თორემ, რასაც ჩვენ ვუყურებთ, თუ ის ევროპული ფასეულობებია ან, საერთოდ, ფასეულობები, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე, მით უმეტეს, მომავალი

ჩვენსკუდრაჭაპოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს ხშირად უყვართ საუბარი ევროპულ ღირებულებებზე, თუმცა არც ერთი მათგანი არ გვიხსნისბნელსაზოგადოებას, რა არის ეს ღირებულებები. გვიმტკიცებენ იმასაც, რომ საქართველო საუკუნეების წინათ ეზიარა ევროპულ ღირებულებებს, მაგრამ ისტორიის უკუღმართობამ კარგა ხნის განმავლობაში ჩამოგვაშორა მას.

ძალისმიერ ჩამოშორებაში აქცენტი კეთდება “შავბნელ” მეზობლებზე, რომლებმაც გვაიძულეს, დავშორებოდით იმ ცივილიზაციას, რომლის შემადგენელი ნაწილიც ვყოფილვართ. თუ ვინ არიან ის “შავბნელი” ძალები, რომლებმაც მოგვწყვიტეს ევროპულ ღირებულებებს, სააკაშვილის განმარტებით, მეზობელი მუსლიმანური ქვეყნები და, რაც მთავარია, რუსეთია. გახსოვთ, ალბათ, ეს განცხადება მან “თავისუფლების მოედანზე”, სახელდახელო ტრიბუნიდან გვტყორცნა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტ ბუშს მასპინძლობდა. რუსეთის “შავბნელ ძალად” მოხსენიება მაშინ არავის გაჰკვირვებია, ვინაიდან გამსახურდიას ხელისუფლებით დაწყებული ყველა ხელისუფლების მხრიდან რუსეთის ლანძღვა იავნანასავით ჩაგვესმის. ყურიც მიეჩვია და გონებაც რუსეთის დაუმსახურებელ გინებას, რაც, უდავოდ, კარგის მომასწავებელი არ არის. ვინ იცის, იქნებ ერთხელაც “იმან” სხვაგვარად შეხედოს ჩვენს “ხოტბას” და გააკეთოს ის, რისთვისაც ვლანძღავთ სიტყვებით: მტერი, დამპყრობი, აგრესორი, ოკუპანტი და სხვ.

ამოგვიდგება მხარშიდასავლური ღირებულებებიპლუს ამერიკა?! _ ამოგვიდგება ისე, როგორც 2008 წელს, ცხინვალის ომის დროს. მაშ, რატომ ვრისკავთ, რატომ ვლანძღავთ, ვაგინებთ, ომისკენ ვაქეზებთ და ვუბიძგებთ ჩვენს მეზობელს, კბილებამდე შეიარაღებულ რუსეთს?! როგორც ჩანს, 2008 წლის ომიდან შესაბამისი დასკვნები ვერ გამოვიტანეთ.

ქართული მედია არათუ გაჯერებული, გადაჯერებულიც კი არის რუსეთის გინებით, დაცინვით, ქილიკით. ამას წინათ ყური მოვკარი შევარდნაძისდროინდელი მინისტრისა და ერთი ჟურნალისტის ქილიკს ერთ-ერთი რადიოს ეთერში. ორივენი დამცინავად, სიცილ-კისკისით ლაპარაკობდნენ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ ახალი იარაღის წარმოებაში ჩაშვების თაობაზე. ორივენი გვიმტკიცებდნენ, რომ პუტინის მიერ დემონსტრირებული საზარელი იარაღი სიცრუე და “კომპიუტერული გრაფიკაა”, რითაც მას სურს ცივილიზებული მსოფლიოს დაშანტაჟება. თქვეს ისიც, რომ თუ ამ “ზღაპარს” (იარაღს) ვინმე, ოდესმე გააკეთებს, აშშ იქნება და არა ჩამორჩენილი, ეკონომიკურად გაპარტახებული რუსეთი.

ამის მოსმენამ უმალ სააკაშვილის თავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილის “ღრმაშინაარსიანი” სიტყვები გამახსენა _ “რუსული დაჟანგული ტანკები”. სწორედ ამ “დაჟანგული” ტანკების ცხინვალში გამოჩენამ აიძულა ქართული “ჯარის” მეთაურობა, კისრისტეხით გამოქცეულიყო ბრძოლის ველიდან.

გახსოვთ, ალბათ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისას (“შალახოსმელოდიის ფონზე) რომ ითქვა _ საქართველო უბრუნდება საკუთარ ოჯახს, რომელთანაც მას ძალით გააწყვეტინეს კავშირებიო. იმ ხელმოწერის შემდეგ საკმაო დრო გავიდა, მაგრამ შეპირებული ევროპული სიკეთეები არ ჩანს. რაც ჩანს, გეიაღლუმების ჩატარებისა და ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების პერსპექტივაა. ევროპის 14-ზე მეტმა ქვეყანამ დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინება და ჩვენ რა ღმერთი გაგვიწყრება, “ევროპულ ღირებულებებშიყელამდე ჩაფლულებს?!

მაგრამ, რაც უფრო ხშირად გაჰყვირიან ჩვენი “კუდრაჭები” ევროპულ ფასეულობებზე, რომლებმაც მშიერი კუჭის პრობლემა ვერა და ვერ მოაგვარა, სულ უფრო მეტად იხსენებს ხალხი “საშინელ” წარსულს _ საბჭოთა კავშირს. დღევანდელ ე.წ. პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით ოპოზიციას, ნაცების სახით, ხელისუფლების გინებასთან ერთად, საბჭოური წარსულის გინებაც აქვს ამოჩემებული. არადა, საბჭოთა კავშირი მათი საგინებელი ნამდვილად არ არის. იმჟამად არაერთ მაღალ თანამდებობაზე მომიწია მუშაობა, რაც თავისთავად გულისხმობდა სხვა საბჭოთა რესპუბლიკებთან, განსაკუთრებით, მოსკოვთან მჭიდრო თანამშრომლობას. არ მახსოვს, უყურადღებოდ დარჩენილიყო არც ერთი თხოვნა საკავშირო მთავრობისადმი. თხოვნის გარეშე, საკუთარი ინიციატივით, მოსკოვს უამრავი მიზნობრივი დაფინანსება, მატერიალურ-ტექნიკური დახმარება უსასყიდლოდ გაუწევია საქართველოსთვის. საკავშირო საგეგმო კომიტეტი შეიმუშავებდა საქართველოს კაპიტალური დაბანდებების პროგრამას ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენთან შეთანხმებით. ყველა სამშენებლო ობიექტზე უსასყიდლოდ გამოყოფდა არა მხოლოდ დაფინანსებას, არამედ სამშენებლო მასალებს, ყველა სახის სამშენებლო ტექნიკას, სატრანსპორტო საშუალებებს, დანადგარ-მოწყობილობებს, საწარმოო ტექნოლოგიურ ხაზებს, თანაც ისე, რომ მხოლოდ მუშა-ხელითა და საინჟინრო პერსონალით უზრუნველყოფა გვევალებოდა ჩვენ.

27 წელია, საქართველოდამოუკიდებლადცხოვრობს, რაც სრულიად საკმარისია ახალი ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად. გრძნობს ვინმე რამეს? რა თქმა უნდა, არა! 27 წლისწინანდელი დაპირება დაპირებად რჩება. ასე იცისევროპულ ღირებულებებთანზიარებამ. სიცრუე, მოჩვენებითობა არის ის მყარი საძირკველი, რომელზეც დღევანდელი ევროპაამერიკა დგას. საბჭოურ ღირებულებებს პრაგმატიზმი უმაგრებდა ძირს, რამაც პატარა საქართველო საბჭოთა სივრცეში სამაგალითო რესპუბლიკად გადააქცია. ჩვენსკუდრაჭა”, უფრო ზუსტად, მატრაკვეცაპოლიტიკოსგოგობიჭებს მივმართავ: აგვიხსენით, რას ნიშნავსევროპული ფასეულობები”, თორემ, რასაც ჩვენ ვუყურებთ, თუ ის ევროპული ფასეულობებია ან, საერთოდ, ფასეულობები, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე, მით უმეტეს, მომავალი.

ბოლო თვის განმავლობაში ვიხილეთ რუსეთზე მიტანილი დასავლური იერიში, ცხადია, “ევროპული ფასეულობების” იქ დანერგვის სურვილით. ამ ვერბალურ ომში, რომელიც ნამდვილ ომში შეიძლება გადაიზარდოს, მთავარია სიცრუე. ჯერ იყო და, რუსეთი დაადანაშაულეს რუსული წარმოშობის ბრიტანელი ჯაშუშის _ სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლაში, ხოლო შემდეგ სირიის პრეზიდენტი და, ცხადია, რუსეთ-ირანი ქალაქ დუმის ქიმიური იარაღით დაბომბვაში.

ერთი თვის განმავლობაში დასავლური მედიასაშუალებები გაჰყვიროდნენ სკრიპალების მოწამვლის ამბავს. არც ერთს არ უთქვამს, რისთვის სჭირდებოდა რუსეთს 8 წლის წინათ რუსეთიდან გაძევებული, სასჯელმოხდილი, სოლსბერიში მცხოვრები ინგლისის ჯაშუშის მოწამვლა. რა ისეთი საიდუმლოება უნდა სცოდნოდა მას, რომ მოეწამლათ?! ან რაღა ინგლისში მოწამლავდნენ, რუსეთში არ ჰყავდათ ციხეში გამომწყვდეული?! მომწამვლელმა ნივთიერებამ, როგორც ინგლისელები ამბობენ, “ნოვიჩოკმა”, უმალ იმოქმედა სკრიპალებზე, მაგრამ სხვას არაფერი დაუშავა. არადა, როგორც ბრიტანეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, ეს ნივთიერება წამებში კლავს ადამიანს, სკრიპალები კი გამოჯანმრთელდნენ.

ამ ისტორიიდან მთავარი არის ის, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ საქმის გამოძიების დამთავრებამდე რუსეთს, როგორც დამნაშავეს, დაადო ხელი და რუსი დიპლომატები ბრიტანეთიდან გააძევა. სოლიდარობის ნიშნად აშშ-მა, ევროკავშირის წევრმა ბევრმა ქვეყანამ 100-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს.

ეს ქვეყნები დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ სკრიპალების მოწამვლა რუსების ნახელავია და რომ “კოლექტიური დასავლეთი” ვერ აიტანს “მათ ღირებულებებზე” იერიშის მიტანას. მათი მიზანი რუსეთის დადანაშაულებაა და არა სიმართლის დადგენა. სკრიპალების ისტორიას ისე ჩქმალავს ლონდონი, რომ უმალ ჩნდება კითხვა: იქნებ საერთოდ არც მოუწამლავთ, იქნებ ყოველივე “დასავლური ღირებულებების” მიერ დადგმული სპექტაკლია?! სკრიპალთა ზღაპარს სირიის ქალაქ დუმის ზღაპარი მოჰყვა, ანუ სირია-რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება. ტელეეკრანები დაიპყრო მოწამლული ადამიანების კრუნჩხვების სცენებმა და ზღვარგადასულმა ლანძღვა-გინებამ. აგინებენ პუტინს, სირიის პრეზიდენტ ასადს, ირანს, რომელსაც მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის მუქარაც სირიის დაბომბვის თაობაზე. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ მსოფლიო მესამე ომის დაწყების და, ალბათ, დედამიწაზე სიცოცხლის შეწყვეტის წინაშე დგას, ვინაიდან სირიაში დაწყებული ამერიკულ-რუსული დაპირისპირება უდავოდ გადაიზრდება ბირთვულ ომში. სკრიპალების შეთითხნილი ისტორია და არანაკლებ შეთითხნილი ქალაქ დუმის ქიმიური იარაღით დაბომბვაევროატლანტიკური ფასეულობებისნახელავია, რომელიც თავიდან ბოლომდე სიცრუეს ეფუძნება.

საქართველო, რომელსაც სულითა და გულით სურს “ევროპული ფასეულობების” გაზიარება, ვერ ხვდება, რომ სიცრუის ჭაობში იძირება. იქნებ ვინმემ ამიხსნას “კოლექტიური” დასავლეთის მიერ გამოვლენილი ნიღაბჩამოხსნილი სიცრუე არის თუ არა “ევროპული ფასეულობების” საძირკველი და თუ არის, ღირს მისი გაზიარება?!

ომარ მარგველაშვილი,

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოსა და რუსეთის დამსახურებული ინჟინერი, საქართველოსა და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიების ნამდვილი წევრი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here