Home რუბრიკები საზოგადოება ევროამერიკელი ჯადოქრის ტყვეობაში

ევროამერიკელი ჯადოქრის ტყვეობაში

1182
სააკაშვილი

აღზევებულ ლიბერასტ ბღენძებს ევროპელთა რეკომენდაციებად წოდებული დავალებებით როკვა, ხალხს კვნესაგოდებად რომ უჯდება, წარმატება ჰგონიათ. ამგვარი განცხრომის ნაყოფს აუცილებლად გაუსინჯავენ გემოს, რადგან ხალხის არაფრად ჩაგდება და მისი ინტერესების დაწიხვლა ჰარაკირის ტოლფასია. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ლოზუნგით საქართველო ღრმად ჩაეეფლო ევროამერიკელი ჯადოქრის მაგიაში. უკეთესი მომავლის მოლოდინში ქვეყანა დიდი იმედით ხვდება ყველა ახალი ხელისუფლების მოსვლას, რასაც იმედგაცრუების მწარე სინანული მოსდევს. პოლიტიკად წოდებულ წინასწარგამიზნულ დაპირებას, რომელსაც ევროამერიკული ჯადოქრის აღვირი აქვს ამოდებული და უბედურებისკენ ერეკება ყოველ სასიკეთო მცდელობას, როდემდე შეუძლია გულუბრყვილოთა შეცდენა?!

ახალფეხადგმული ეროვნული ხელისუფლება სისხლისღვრით რომ დაამხეს და შევარდნაძის მუხანათობით შეცვალეს, არ ვიცოდით, შევარდნაძის ნაკვალევზე მხოლოდ ღალატისა და ბოროტების ნარ-ეკალი რომ ხარობდა?! ახლა თუ ვინმეს შეატყვეს ერის სასიკეთოდ გაბრძოლება, ევროამერიკელი ჯადოქარი სასწრაფოდ შეცვლის მას თავისი ერთგული ქაჯიშვილით.

მოქალაქეთა კავშირისგახრწნილი სხეულიდან აღმოცენებულინაციონალური მოძრაობაეროვნულად სასიკეთო ნაყოფს რომ არ გამოისხამდა ბოროტებითა და ღალატით გამდიდრებული ნიადაგიდან, ამის გამოცნობას წინასწარმეტყველი სჭირდებოდა?! ხალხის ნდობას მოფრთხილება უნდა, რადგან მრისხანებამ უნდობლობად გადაქცევა იცის და ნდობის მეორედ მოპოვების მცდელობა ციდან ვარსკვლავის მოწყვეტის ტოლფასია. შევარდნაძის სამარცხვინო მმართველობის შემდეგ ხალხი ნდობითა და იმედით შეხვდა “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელმაც შემდეგ, აღვირახსნილი ძალადობის გამო, სიძულვილი და ზიზღი დაიმსახურა.

საქართველოდან გაქცეულები მტაცებლის ბოროტი ყმუილით, აქ დარჩენილებთან ერთად, კვლავ იწევენ ხელისუფლების სადაავებისკენ და, მიუხედავად მათი ევროატლანტიკელი მფარველების დიდი ძალისხმევისა, ქართველი ხალხისგან იმას მიიღებენ, რასაც იმსახურებენ. მეოთხედ საუკუნეზე მეტია, ევროატლანტიკელი ჯადოქრის მაგიის ტყვეობაში მყოფმა ქართველმა ხალხმა იმდენი უბედურების სამსალა იგემა, რომ შავის თეთრად მოჩვენების ჯადო ძველებურად აღარ ჭრის.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ევროატლანტიკური კურსის ქებით მზეს აბნელებენ. ხოლო, თუ ვინმე რამე სასიკეთოს თქმას შეეცდება, რაც ევროატლანტიკურ ჯადოქრობაში არ ჯდება, ავი ნაგაზებივით დაესევიან. როგორ შეიძლება, დაარწმუნო მწყემსი, რომ მგლები ცხვრებს დაიცავენ, თუ მან თავისი თვალით იხილა მგლების მიერ ცხვრის ფარის გაწეწვა?! წლებია, რაც ამერიკის აღვირამოდებული თავისუფლებით მივყვებით ნატოში შესვლის ილუზიას და ვერ ვხვდებით, ეს რომ ილუზიაა. ამდენი ხნის განმავლობაში ამას ის გოშიაც მიხვდებოდა, რომელსაც ლუკმის მიგდების იმედით დათვის გასაღიზიანებლად აყეფებენ. ნატოში შესვლის ბედნიერების სიყალბით თავბრუს გვახვევენ ევროამერიკელი გოშიები. ვინ ჰკითხავს ნატოს კარის გახსნადახურვას, როცა ამერიკას ჯაჭვზე ჰყავს გამობმული და თავის ხუშტურზე ავი ქოფაკივით მიუქსევს მას, ვისაც მოისურვებს?! ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოში ყოფნისას კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ, გაგვახარა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. მადლობა გადაგვიხადა დიდი სამხედრო კონტინგენტით მათ მისიებში მონაწილეობისთვის. ამ ნატოს იმედი გვაქვს, ჩვენი ხელით რომ უნდა ნარის გლეჯა?! რამდენიც უნდა ეცადონ ნატოსთვის სიკეთისა და სამართლიანობისთვის მებრძოლის ნიღბის მორგებას, ბოროტი ჯადოქრის სახეს მაინც ვერ დაფარავენ.

ამერიკის დროშა

ეს ის ნატოა სერბეთის მშვიდობიანი მოსახლეობა ვანდალური დაუნდობლობით რომ დაბომბა, სერბეთი დაშალა და მისი ნაწილები დამოუკიდებლად გამოაცხადა; ამით სათავე დაუდო წართმეული ტერიტორიების დამოუკიდებლად გამოცხადების ფარსს. ააოხრა ერაყი, ლიბია, სირია, ხოლო აწიოკებული მოსახლეობა ევროპის ქვეყნებს შეესია. თუ სამართალი და დემოკრატიაა, ჰააგის ტრიბუნალში განსასჯელის სკამზე პირველი ჯორჯ ბუში უნდა დამჯდარიყო. ფაშისტებმა პოლონეთში შეჭრის საბაბით საკუთარი გლიაივიცკის რადიოსადგური დაარბიეს და პოლონელებს დააბრალეს. ბრიტანელებმა კი სკრიპალების მოწამვლა რუსებს დააბრალეს, შედეგად დასავლეთის რამდენომე ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლები გააძევეს. სასაცილო იყო ამ ალიაქოთში საქართველოს მონაწილეობა. სკრიპალები საღ-სალამათები არიან. ეტყობა, ევროპელები რუსოფობიისგან ვერ გაკურნა ვერც ნაპოლეონიზმისა და ვერც ჰიტლერიზმის საწინააღმდეგო ვაქცინამ და ახლა ამერიკელთა დირიჟორობით რუსეთის საზღვრებთან საომარ როკვას არიან აყოლილნი. ევროპელებს, რაც უნდათ, ის უქნიათ, მაგრამ ვაი, რომ პოლიტიკოსებად წოდებული თვალთმაქცები ამ როკვის ავანგარდში საქართველოს ითრევენ. უცხოეთიდან გულუხვად დაფინანსებული ზნედაცემული ლიბერასტების შემოტევას ქართულ ზნეკეთილობაზე საზღვარი არ აქვს. საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა სხვა არაფერია, თუ არა ლიბერასტული გარყვნილების რელსებზე ქართველთა შეყენების მცდელობა. კაცთმოყვარე, რაინდული, საამაყო ეროვნული ტრადიციები ქართველი ხალხის გენში შეზრდილია, რომელსაც ევროამერიკული ლიბარასტული მაგიის ტყვეები უზნეოთა უტიფრობით ებრძვიან.

ფაშიზმმა გერმანელთა ერთი ნაწილის მოწამვლა შეძლო და ისინი დაისაჯნენ. გერმანელი ხალხი საშინელი განსაცდელის ფასად განიკურნა. ფაშიზმის ჯადოქრების ამოშანთვა კი ჭკუის სასწავლებლად უნდა ჰყოფნოდა ყველა ეშმაკეულს, თუნდაც ევროატლანტიკური გარყვნილების მქადაგებელთ, რომელთა თავხედობა სულ უფრო აუტანელი ხდება. რაც უნდა გახანგრძლივდეს, ყველა ბოროტებას დამსახურებისამებრ მიეზღვება. სპეტაკი და სხივნათელი ბედნიერი მომავლის ცივილიზაცია სათანადო ადგილს მიუჩენს ყველა ბოროტებას.

კოშმარშიც კი არავის დაესიზმრება ისეთი გარყვნილება, რაც ერთი და იმავე სქესი პირთა შორის ქორწინების დაკანონებას ახლავს. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო დადგენილება დედისა და მამის ნაცვლად მშობელი #1 და მშობელი #2-ის შემოღებაზე. ევროატლანტიკური ჯადოქრობის ძალაზე მეტყველებს გათხოვილი მამაკაცების მინისტრობა. არც ასეთების პრემიერობა და პრეზიდენტობაა უკვე გასაკვირი. ყველა ჯურის სქესობრივი სიბილწით დაავადებულთა საზოგადოებისგან იზოლაციის პირობებში მკურნალებაა საჭირო, რათა სხვებიც არ წაბიოლწოს საზიზღარი გარყვნილებით.

უამრავ მტერთან ბრძოლით საუკუნეებს გამოვლილმა ქართველმა ერმა რა სახის მუხთლობას არ გაუძლო, მაგრამ, ამჟამად რაც ხდება, ყველა ერთად შეკრებილ უბედურებაზე საზარელია. სექსუალური მანიაკების აღლუმის მოსაწყობად ევროპელთა დავალებების მონა ლიბერასტებს კბილები უკაწკაწებთ. ამ ბილწთა მსვლელობის ზიზღით შემხედვარეთა დასჯით ფრთაშესხმულები თამამად შეგრიალდებიან ევროპაში.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

გივი სომხიშვილი, მწერალი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here