Home რუბრიკები სამართალი დღეიდან „თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექტორები მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის დააჯარიმებენ

დღეიდან „თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექტორები მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის დააჯარიმებენ

1717

 

„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დღეიდან მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის დააჯარიმებენ.  ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში ჯერ კიდევ 3 აპრილიდან გამოჩდნენ. თავდაპირველად – ორი კვირის განმავლობაში ისინი ქუჩაში საინფორმაციო კამპანიას ეწეოდნენ, მოქალაქეებს აფრთხილებდნენ და ინფორმაციას აწვდიდნენ საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით.


„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქში ხალხმრავალ ადგილებში წყვილში მოძრაობენ. სპეციალური უნიფორმის გარდა, ისინი აღჭურვილნი არიან თანამედროვე ტიპის დამხმარე საშუალებებით – პლანშეტებით და სამხრე კამერებით, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტური სიტუაციები.

შეგახსენებთ, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად: 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ისჯება 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 100 ლარით;  2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 150 ლარი, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარი;

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება – 50 ლარი (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას);

ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 150 ლარი; ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 500 ლარი; სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი – 400 ლარი, იურიდიული პირი -1000 ლარი.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here