Home ახალი ამბები მსოფლიო დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

611
დონალდ ტრამპი

იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინაკორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციაში წვლილის შეტანისა და აზიაწყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობის მხარდაჭერისთვის”. იუწყებადოიჩე ველეიაპონურ მედიასაშუალებაზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, 15 თებერვალს ამერიკის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიიღო სინძო აბეს ხუთგვერდიანი წერილის “უმშვენიერესი ასლი”, რომელშიც მისი ნომინირების შესახებ არის საუბარი. სააგენტო “როიტერს” თეთრ სახლში ინფორმაცია არ დაუდასტურეს, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ტრამპის განცხადების შესახებ ინფორმაციას ფლობენ. თუმცა, თავს იკავებენ კომენტარისგან.

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების იმედი არ აქვს. “რაც შემეხება მე, ალბათ, არასოდეს მივიღებ ნობელის პრემიას, მაგრამ ეს არაფერი. მათ ეს პრემია მისცეს ბარაქ ობამას, რომელმაც არც კი იცოდა, რისთვის”, _ აღნიშნა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here