Home სხვადასხვა დაიჯესტი დონალდ ტრამპის ახალი გადაწყვეტილება: პრიორიტეტი ქრისტიანებს მიენიჭებათ!

დონალდ ტრამპის ახალი გადაწყვეტილება: პრიორიტეტი ქრისტიანებს მიენიჭებათ!

1337
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რადიკალი ისლამისტი ტერორისტებისგან ქვეყნის დასაცავად ახალ ღონისძიებებს  მიმართავს. შესაბამის გადაწყვეტილებას ტრამპმა ხელი პენტაგონში გამართული ცერემონიის შემდეგ მოაწერა.

პრეზიდენტს დეტალები არ დაუზუსტებია, თუმცა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ სირიელ დევნილებს შორის, რომლებიც აშშ-სგან ლტოლვილის სტატუსს ითხოვენ, პრიორიტეტი ქრისტიანებს მიენიჭებათ. ასევე , ქვეყანაში შეიზღუდება შესვლა 6 ისლამური ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

პენტაგონში გამართულ ცერემოანიაზე ტრამპმა განაცხადა, რომ გარკვეულ ახალ ღონისძიებებს მიმართავს, რათა რადიკალი ისლამისტები ამერიკის შეერთებულ შტატებს ვერ მიეკარონ. ” ჩვენ ქვეყანაში მივიღებთ მხოლოდ იმათ, ვისაც ეყვარება ამერიკა და პატივს სცემს მის ხალხს”-განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ  ტრამპმა 28 იანვარს მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის მიხედვითაც იმ შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სადაც, ძირითადად, მუსლიმები ცხოვრობენ, ვიზების გაცემა აიკრძალა.

სიეტლის ფედერალურმა სასამართლომ (ვაშინგტონის შტატი) შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების მოქმედება, რომლის მიხედვითაც უნდა შეწყვეტილიყო ლტოლვილების მიღება და იმ შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა, სადაც, ძირითადად, მუსლიმები ცხოვრობენ. მთელ ქვეყანაში განკარგულების მოქმედება მანამდეა შეჩერებული, ვიდრე არ განიხილება სარჩელი, რომელიც ადგილობრივ პროკურატურაში შეიტანეს.  სარჩელის ტექსტში წერია, რომ განკარგულება არაკონსტიტუციურია და მის გაუქმებას მოითხოვენ.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here