მთავარი დაიჯესტი დოლარი, უპირველეს ყოვლისა: როგორ აყალბებენ ვალუტებს ცსს-ს აგენტები ნაციონალური ეკონომიკების გასანადგურებლად

დოლარი, უპირველეს ყოვლისა: როგორ აყალბებენ ვალუტებს ცსს-ს აგენტები ნაციონალური ეკონომიკების გასანადგურებლად

გააზიარეთ
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო

საინფორმაციო პორტალმა Global Researchმა გამოაქვეყნა ტერიე მალოიას წერილის მიმოხილვა იმის შესახებ, თუ როგორ აყალბებს ვალუტას აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ეროვნული ეკონომიკების გასანადგურებლად.

რატომ ხდება, რომ აშშ-ის სამიზნეში მოხვედრილი ქვეყნები, როგორც წესი, ჰიპერინფლაციას განიცდის? ეკონომიკური სიძნელეებისას სრულიად ნორმალურია ეროვნული ვალუტის გაუფასურება, მაგრამ რატომღაც ზოგიერთ ქვეყანაში ინფლაცია “გრაფიკის გარეშე ხდება” და ფულს უფრო ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე ქაღალდს, რომელზეც ეს ფულია დაბეჭდილი.

ერაყი

“ნიუ იორკ თაიმსი” დრო და დრო აქვეყნებს მამხილებელ წერილებს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის საქმიანობის მეთოდების შესახებ. ეს წერილები ერთჯერადია და გაგრძელება არ მოსდევს. მაგალითად, 1992 წელს გაზეთმა გამოაქვეყნა წერილი სათაურით “ყალბი ფულის ნაკადი მიმართულია ერაყის ეკონომიკის გასანადგურებლად”. სტატია რამდენიმე უჩვეულო დებულებას შეიცავდა.

პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ მიზანი არის ერაყის ეკონომიკის დესტაბილიზაცია, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით ხორციელდება. არაბი და დასავლელი მოხელეების თქმით, ამერიკელები ცდილობენ, ერაყის ეკონომიკაში დიდი რაოდენობით ყალბი ეროვნული ვალუტა “შევიდეს”. ყალბი დინარები კონტრაბანდულად შეაქვთ იორდანიის, საუდის არაბეთის, თურქეთისა და ირანის საზღვრების გადაკვეთით.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ტაქტიკის სწორად შესაფასებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანა, რომელიც სამიზნეშია ამოღებული (ერაყი), ისედაც მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაშია. ეს გარემოება დამახასიათებელია იმ ქვეყნებისთვის, რომელთა წინააღმდეგ აშშ ეკონომიკურ ექსპანსიას განახორციელებს.

1992 წელი არის მეორე წელიწადი იმ შემზღუდავი ღონისძიებების დაწყებისა, რომლებიც საბოლოოდ ერაყის 13-წლიან ბლოკადად ჩამოყალიბდა. ქვეყნის ოქროსა და ვალუტის რეზერვები სწრაფად შემცირდა. ქვეყნის მთავრობა, რომელსაც არ ჰქონდა საშუალება, დაყრდნობოდა მყარ ვალუტას, იძულებული შეიქნა, დამატებით დაებეჭდა ფული, რათა გაენაღდებინა ხელფასები და დაეფინანსებინა სპარსეთის ყურეში ომისშემდგომ პერიოდში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები. ინფლაცია იქ ისედაც იყო.

შექმნილმა სიტუაციამ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ექსპერტებს უამრავი შესაძლებლობა მისცა ყალბი ფულით ერაყის წასალეკად. ამერიკელი მზვერავების უზარმაზარი რესურსების წყალობით, ყალბი ბანკნოტები უმაღლესი ხარისხისა და ნამდვილისგან ძნელად გასარჩევი იყო.

“ნიუ იორკ თაიმსი” განაგრძობს: “ამგვარმა ქმედებამ, საერთაშორისო ეკონომიკურ სანქციებთან ერთად, იმდენად შეუწყო ხელი ქვეყნის ეკონომიკის შესუსტებას, რომ ერაყის ვალუტა სრულიად უსარგებლო გახდა. ძალა გამოეცალა სადამ ჰუსეინის მმართველობას”.

ამჟამად ასეთი ტაქტიკა ჩვეულებრივი რამ არის. მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ, რომ თავის დროზე ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ “დააფინანსა” “თალიბანის” მოჯაჰედები, სულ მცირე, ორი მილიარდი ყალბი ავღანური ვალუტით.

ამავე მეთოდს გამოიყენებენ სხვა დიდი სახელმწიფოებიც. მაგალითად, საფრანგეთმა წარმატებით გამოიყენა ყალბი ფულის დამზადება თავისი ყოფილი კოლონია გვინეის ეკონომიკის მოსასპობად. შედეგად გვინეა იძულებული შეიქნა, გადასულიყო აფრიკულ ფრანკზე.

ჩრდილოეთი კორეა

ალბათ, არ ღირს შეხსენება, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველი რეჟიმის შეცვლა პენტაგონის პრიორიტეტული მიზანია. 2000-2011 წლებში ჩრდილოეთ კორეამ სერიოზული ჰიპერინფლაცია განიცადა, რომელსაც ფულის რეფორმა მოჰყვა. მთავრობამ შეძლო ამ კრიზისის დაძლევა, მაგრამ, ამის მიუხედავად, სასაზღვრო რაიონებში ანგარიშსწორება დღემდე ჩინური იუანებითა და ამერიკული დოლარებით მიმდინარეობს.

2017 წლის აგვისტოში ჟურნალმა “ფორბსმა” გამოაქვეყნა წერილი სათაურით: “დავბომბოთ ჩრდილოეთი კორეა მისივე ფულით!”. სტატიის ავტორი ასკვნიდა, რომ მომდევნო ინფლაცია ფხენიანს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას აიძულებდა. ეს საშუალებას მისცემდა დოლარსა და იუანს, შეევსო ჩრდილოეთკორეული ეკონომიკის ყველა სექტორი. “მას შემდეგ, რაც კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას დაასუსტებს ჰიპერინფლაცია, დაიწყება დოლარიზაცია და აშშ შეძლებს, შეუტიოს ჩრდილოეთკორეული მყარი ვალუტის მცირერიცხოვან წყაროებსაც კი. მარტივად რომ ვთქვათ, დოლარები, იუანები და სხვა რეგიონული ვალუტები გამოყენებული იქნება თითქმის ყველა ანგარისწორებისას, რაც ჩრდილოეთ კორეას უცხოური ვალუტის მიწოდებაზე მუდმივად დამოკიდებულს გახდის. ეს არის ბერკეტი, რომლის გამოყენებაც ამ ქვეყნის წინააღმდეგ ცივილიზებულ სამყაროს შეეძლება”, _ ნათქვამია წერილში.

ირანი

ანალოგიური ტაქტიკის გამოყენება შეიძლება ირანის წინააღმდეგაც. ჰიპერინფლაცია ამ ქვეყანაში 2012 წელს მოხდა. იმავე წელს “ვაშინგტონ პოსტი” წერდა:

“2010 წლიდან შეერთებული შტატები განუხრელად ამკაცრებს სანქციებს ირანის წინააღმდეგ. უცხოეთის ბანკებს აუკრძალეს საქმის დაჭერა ირანის ცენტრალურ ბანკთან. ირანს უჭირს თავისი ნავთობის საზღვარგარეთ გაყიდვა. ეს ყველაერი რომ შევკრიბოთ, უთუოდ დავინახავთ, რომ ამ სანქციებმა შეამცირა დოლარისა და სხვა უცხოური ვალუტის გამოყენება და შედინება ირანში. სანქციებს ქვეყანა ჰიპერინფლაციამდე მიჰყავს. პრობლემა ფეთქებადსაშიში შეიქნა გასულ თვეში. ირანული რიალის ფასი შავ ბაზარზე 65 პროცენტით დაეცა. რამ გამოიწვია მოულოდნელი კრახი გასულ თვეში? _ ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია”.

ვენესუელა

ამ მომენტში “ერაყული ტაქტიკის” გამოყენება ვენესუელის წინააღმდეგაც შეიძლება. ეროვნული ვალუტის ღირებულება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეცემოდა. რა თქმა უნდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს დამოკიდებულია “ბუნებრივ” ეკონომიკურ ფაქტორებზე, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში ყალბი ფული შეედინება, მაინც არსებობს. ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია 2002 წლიდან. 2015 წლის მარტში შეერთებულმა შტატებმა ვენესუელა “ეროვნული უშიშროების საფრთხედ” გამოაცხადა და მკაცრი სანქციები დაუწესა. ქვეყნის ეკონომიკა ისედაც სუსტია. ყალბი ფული კიდევ უფრო ამძაფრებს აქ არსებულ პრობლემებს.

ყველაზე დიდი პრობლემა

რუსეთი განსაკუთრებული შემთხვევაა. სულ უფრო გამკაცრებულ სანქციებსა და საერთაშორისო საფინანსო მექანიზმებისადმი ქვეყნის წვდომის აკრძალვას შეზღუდული წარმატება ჰქონდა. რუსეთი დიდი და თვითკმარი მსოფლიო სახელმწიფოა. ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ძველი მეთოდებით მოქმედება თუ მოისურვა, მაშინ საჭირო იქნება კოლოსალური მასშტაბის ოპერაციის განხორციელება ამ ქვეყნის ეკონომიკის წელში გასატეხად. სიტუაციას ჯერ არ მიუღწევია იმ დონემდე, რომ რუსეთის ბაზარზე დიდი ოდენობით ყალბი ფულის “შეგდებამ” სერიოზულად გააუარესოს მდგომარეობა. აშშ-ის ამ ტაქტიკას წარმატება რომ მოჰყვეს, რუსეთის ფედერაციას საგარეო დაკრედიტების ყველა გზა უნდა გადაუჭრან და შეუწყვიტონ ექსპორტისგან მისაღები ყველა შემოსავალი. მეორე მხრივ, ყალბი ფული, რომელიც პრაქტიკულად უფასოა, შეიძლება მიმართონ იმ ჯგუფების დასაფინანსებლად, რომლებიც მთავრობის დასამხობად მუშაობენ.

დასკვნა

ყალბი ფული უძლიერესი დამანგრეველი ეფექტის მქონე იარაღია ეკონომიკური ომის წარმოებისას. სუსტ ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის ყალბი ფული შეაქვთ, ხოლო ცენტრალურ ბანკს არ შეუძლია სათანადო ღონისძიებების განხორციელება იმის შიშით, რომ მოქალაქეები შეიძლება პანიკამ მოიცვას.

ცენტრალური ბანკი იძულებულია, ითამაშოს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წესებით. მთავრობა მასზე, როგორც დაფინანსების წყაროზე, ხდება დამოკიდებული, ბანკი იძულებულია, ჰიპერინფლაციის საშიშროების მიუხედავად, ბეჭდოს მეტი და მეტი მაღალი ღირებულების ბანკნოტები. ძალიან ძნელი ხდება ყალბი ფულის ნაკადის შემცირება იმ შემთხვევაში, როცა წარმატებითაა ამოქმედებული “ეკონომიკური ალყის” ელემენტები.

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here