მთავარი საქართველო დოდო გუგეშაშვილი: ვინმესთვის შვილი რომ მომეკლა, ვიტყოდი, ღმერთმა მომიზღო-მეთქი

დოდო გუგეშაშვილი: ვინმესთვის შვილი რომ მომეკლა, ვიტყოდი, ღმერთმა მომიზღო-მეთქი

10901
გააზიარეთ

პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის თქმით, მისი შვილის მკვლელობა პირად შურისძიებას უკავშირდება და პოლიტიკას არ ეხება.

„ ეს არ ეხება პოლიტიკას, მე არ შემიძლია სპეკულაციები. ვინმესთვის რომ შვილი მომეკლა, ვიტყოდი, ღმერთმა მომიზღო-მეთქი“, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა ძმის სახლში, სადაც მისი შვილის ცხედარია დასვენებული.

გუგეგაშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ დღეს შეატყობინეს. ის ღუდუშაურის საავადმყოფოდან ძმის სახლში ცოტა ხნის წინ რეანომობილით გადაიყვანეს. მას თან ექიმები ახლავს.

გუგეგაშაშვილს დღეს საავადმყოფოში დააბრუნებენ, ხვალ კი შვილის დაკრძალვას დაესწრება.

შეგახსენებთ, დიღმის მასივში, გუგეშაშვილების ოჯახზე თავდასხმა  7 თებერვალს მოხდა. შედეგად მოკლულია  ნოდარ გუგეშაშვილი, ხოლო დოდო გუგეშაშვილი მძიმედ დაიჭრა. დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here