მთავარი პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: თუ ამ ეკონომიკურ ხაზებს ჩაგვიჭრიან, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს გადაუჭრიან...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: თუ ამ ეკონომიკურ ხაზებს ჩაგვიჭრიან, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს გადაუჭრიან სასიცოცხლო არტერიას

“ამ ყველაფერს საბოლოოდ შეიძლება მშიერი ბუნტი მოჰყვეს”

2658
გააზიარეთ
დიმიტრი ლორთქიფანიძე

20 ივნისს სააკაშვილის პოლიტიკური ხროვის მიერ ივანიშვილის პოლიტიკური ნახირისთვისნაცზონდერნიკა მელიას მთავარსარდლობით მოწყობილ სამარცხვინო მასკარადს, რომელიც მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის რიგით 26- სესიის თბილისში ჩატარებამ და მასში რუსი დეპუტატების მონაწილეობამ გამოიწვია, ოფიციალური მოსკოვის მხრიდან რეაგირება უკვე მოჰყვა. 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულების თანახმად, 8 ივლისიდან რუსეთსაქართველოს შორის ავიამიმოსვლა ოფიციალურად შეწყდება, აიკრძალება ყველა სახის კომერციული გადაზიდვა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღარ ჩამოვლენ ტურისტები, რომელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე მატულობდა

თავისი გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა იმით ახსნა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები (ცხადია, “ნაცმოძრაობა” იგულისხმება) მიზანმიმართულად აღვივებენ მოსახლეობაში ანტირუსულ განწყობებს, რის გამოც ორ ქვეყანას შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო იძაბება. ამასთანავე, მისი შეფასებით, მსგავსმა პოლიტიკურმა რიტორიკამ და მოწოდებებმა შესაძლოა, გარკვეული საფრთხე შეუქმნას საქართველოში ტურისტად მყოფ რუსეთის მოქალაქეებს, რაც სახელმწიფოებს შორის უფრო დიდ გართულებებს გამოიწვევს…

რაც შეეხება საქართველოსა და ქართულ ეკონომიკას, წინასწარი გათვლებით, რომელსაც ეკონომიკის ცნობილი ექსპერტები აკეთებენ, რუსეთის პირველი პირის მიერ დაწესებული აკრძალვა ქვეყნას უმძიმეს ტვირთად დააწვება და ახლო მომავალში სერიოზულ რყევებს გამოიწვევს. კერძოდ, საუბარია დაახლოებით მილიარდი დოლარის ზარალზე, რომელიც პროდუქციის გასატანად ალტერნატიული ბაზრის არარსებობის პირობებში გარდაუვალია. იმავე ექსპერტების შეფასებით, თუკი მიმოსვლა დიდი ხნით შეჩერდება და ქართულ პროდუქციას რუსულ ბაზარს ხანგრძლივად დაუხურავენ, ზარალი შესაძლოა, გაცილებით მეტი აღმოჩნდეს…

რა ელის ისედაც უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ საქართველოს რუსული ბაზრის დაკარგვის კვალდაკვალ ახლო მომავალში და რას მოუტანს ქვეყანასნაცმოძრაობისმიერ ძალაუფლების ხელახლა მოსაპოვებლად მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში ინსპირირებული ურაპატრიოტიზმი? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, 20 ივნისსნაცმოძრაობისადა მისი განაყოფი პოლიტიკური სუბიექტების მიერ პარლამენტის შენობასთან მოწყობილმა პროვოკაციამ ოფიციალური მოსკოვის მხრიდან შესაბამისი რეაგირება უკვე გამოიწვია. პრეზიდენტ პუტინის ბრძანებულებით, 8 ივლისიდან რუსეთსაქართველოს შორის ავიამიმოსვლა შეწყდება და ტურისტებიც აღარ შემოვლენ. თქვენი აზრით, რა ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა ქართულ ეკონომიკაში?

_ მოდი, პირდაპირ, ყოველგვარი ქვეტექსტებისა და მინიშნებების გარეშე ვთქვათ სიმართლე. იმას, რაც მოხდა, უკვე ფარდა აეხადა და ხელისუგულზე დევს ყველაფერი. ეს იყო დასავლეთის გლობალისტური ძალების მიერ ორგანიზებული და თანმიმდევრულად განხორციელებული ერთგვარი კომპლექსური პოლიტიკური ობსტრუქცია, რომელიც, ერთი მხრივ, შეიძლება განვიხილოთ, როგორც გეოპოლიტიკური ჭიდილის გამოვლინება დასავლეთსა და რუსეთს შორის; ხოლო, მეორე მხრივ, შეიძლება განვიხილოთ, როგორც კონკრეტული კონსერვატიული ძალების განეიტრალების მცდელობა საქართველოში. ეს პროცესები განპირობებული იყო იმით, რომ ბოლო პერიოდში რუსეთსაქართველოს შორის ურთიერთობაში გარკვეული აღმავლობა დაიწყო. ეს ეხება სავაჭროეკონომიკურ ურთიერთობებს, დიალოგებს ექსპერტებს შორის, პერმანენტულ შეხვედრებს და .. რაც, როგორც ჩანს, უკვე სერიოზულად აშფოთებდათ მსოფლიოლიბერალურიდღის წესრიგის მესვეურებს.

რაც შეეხება მოსალოდნელ ნეგატიურ პროცესებს ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლის შეწყვეტას მოჰყვება. უკვე არავინ მალავს და ეს არის ყველა ექსპერტის მიერ დათვლილი მოკრძალებული რიცხვი _ ამ აკრძალვის შედეგად ქვეყანას წლის განმავლობაში მილიარდი დოლარის ზარალი მიადგება. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ სავაჭროეკონომიკური ბრუნვა რუსეთსაქართველოს შორის ამ მომენტისთვის შეადგენს მილიარდ 350 მილიონ აშშ დოლარს და 16% ჩვენი ექსპორტისა მოდის სწორედ რუსეთის ფედერაციაზე. ეს მნიშვნელოვანი ფუნდამენტია ქართული ეკონომიკისთვის. აი, ამ ყველაფერს ემუქრება ჩამოშლა და, რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი უმძიმეს ტვირთად დააწვება ჩვენს ქვეყანას. ოღონდ დააწვება არა ხელისუფლებას ან სხვა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც დღეს დასავლეთიდან ნაკარნახევი ამ ანტირუსული ისტერიკის ავანგარდშია, არამედ რიგით მოქალაქეებს; განსაკუთრებით _ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს და სოფლის მეურნეობას, რომელიც დღევანდელ ვითარებაში ისედაც სულს ღაფავს…

_ ამ ეკონომიკურმა სიძნელეებმა რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს ქვეყანაში?

_ არსებული ხელისუფლებისთვის კარგი არაფერი… კიდევ ვიმეორებ: ეს პროცესები _ ხალხის გამოყვანა ქუჩაში, მუხტის აწევა, მოწოდებები _ გათვლილი იყო იმაზე, რომ საზოგადოება აეფეთქებინათ, თუმცა არავის ადარდებს, რომ ამ ყველაფრის შედეგად, ასედაც და ისედაც, დაზარალდა ისევ ხალხი. ისე, მაინტერესებს, თუ რუსული ბაზარი დიდი ხნით დაიხურება და ექსპორტი შეგვეზღუდება, ვინ გასცემს პასუხს, მაგალითად, კახელ გლეხს, რომელსაც, შესაძლოა, სახლში დაულპეს ნაშრომი და ნაოფლარი? ვინ გასცემს პასუხს სოფლად მცხოვრებ (და არა მხოლოდ სოფლად მცხოვრებ) ადამიანებს, რომლებიც ზოგი ტურიზმზეა მატერიალურად დამოკიდებული, ზოგს რაღაც მოჰყავს და რუსულ ბაზარზე გააქვს?.. ნიკა მელიას და მისნაირებს რა ადარდებთ _ კაბინეტებში სხედან კომფორტულად და არაფერი აკლიათ, მაგრამ ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეს, რომელსაც სხვა საარსებო, გარდა მიწის დამუშავების შედეგად მოყვანილი პროდუქციისა, არ აქვს, ვინ მიხედავს? ეს ერთი. და მეორე _ ეს ჩვენი პრემიერი ზღაპრებს რომ ყვება ხოლმე, _ ამხელა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ექპორტი ამდენით გავზარდეთ და მომავალში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაიზრდებაო, _ რის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი? რით ჩაანაცვლებენ ახლა რუსულ ბაზარს?

_ ზემოთ თქვით, რომ 20 ივნისის ღამის აქცია გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ ინსპირირებული პროვოკაცია იყო. მიაღწიეს ამ ძალებმა თავიანთ მიზანს?

_ ამ ეტაპზე ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლების მოქმედებაზე. ვფიქრობ, რომ გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს, მაგრამ, თუ გადადგება, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა. პირველ რიგში, უნდა გამოვლინდნენ პროვოკაციის ორგანიზატორები და თითოეულმა ადამიანმა, რომლებმაც დაგეგმეს და განახორციელეს ეს ბარბაროსობა, კანონის შესაბამისად პასუხი უნდა აგოს. მათთან ერთად პასუხი უნდა აგონ შემსრულებლებლებმაც, რომლებიც წარმოადგენდნენ პოლიციის სპეციალურ ძალებს.

რაც შეეხება შეკითხვას, მიაღწიეს თუ არა პროვოკაციის დამგეგმავებმა დასახულ მიზანს, ვისაც სურდა, გადაეფარა ყველა აქტუალური საკითხი ქვეყანაში, ვისაც სურდა ჩაეშალა და კიდევ უფრო გაემწვავებინა წლების განმავლობაში ისედაც ჩიხში შესული რუსულ-ქართული ურთიერთობები, მათ, რა თქმა უნდა, მიზანს მიაღწიეს. თუმცა, თუ საზოგადოება იქნება პრინციპული და არ აჰყვება ამ მავნე პოლიტიკური ძალების სახიფათო თამაშს, რომელიც მხოლოდ მათ პოლიტიკურ ზრახვებსა და ინტერესებსაა მორგებული, მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია. ახლა დავუბრუნდეთ ისევ ეკონომიკას. ის, რომ ტერიტორიების 20 პროცენტს ვერ ვაკონტროლებთ და ამაში, რა თქმა უნდა, რუსეთის როლი დიდია, ის, რომ ასიათასობით ჩვენი მოქალაქე იძულებით გადაადგილებულია და საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება, დასაგმობია და გასაპროტესტებელი, მაგრამ რა მოცემულობაც უნდა იყოს, სახელმწიფო პოლიტიკა ხომ არ შეიძლება რაციონალიზმის ჩარჩოებს გაცდეს?! დღეს საქართველოს ეკონომიკა დგას რუსულ კაპიტალზე და, რომ არა ეს კაპიტალი, ის უმნიშვნელო ეკონომიკური ზრდაც, რომლითაც ხელისუფლება ასე ამაყობს, სანატრელი გვექნებოდა…

_ იქნებ დავაკონკრეტოთ, რა კაპიტალზეა საუბარი?

_ ყველა მსხვილი გადამხდელი დღეს, იქნება ეს “აზოტი”, “კვარციტი”, “ჯორჯიან მანგანეზი”, საქენერგოგენერაციის ობიექტები თუ სხვა, საუბარია დაახლოებით 92%-ზე, დაფუძნებულია რუსულ კაპიტალზე. არაფერს ვამბობ აგრარულ სფეროში მოღვაწე კომპანიებზე, რომელთა შორის ექვსი ძირითადი ქარხანა ასევე დგას რუსულ ფულზე. ახლა ამ ყველაფერს დაუმატეთ ტურისტები, რომლებიც ყოველწლიურად სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას და მიხვდებით, რამხელა მასშტაბებზეა საუბარი. ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: როგორც მუცლად მყოფი ბავშვი დამოკიდებულია პლაცენტაზე, დაახლოებით ასეთივე საარსებო გარემოა დღეს ჩვენი ეკონომიკისთვის რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ კვლავ ვხედავთ სისტემატურ მიზანმიმართულ მცდელობებს, რომ ქვეყანამ საბოლოოდ დაკარგოს ეს ურთიერთობები და მოსწყდეს თავის ჩრდილოელ მეზობელს, რომელსაც ამ თვალსაზრისით ალტერნატივა არ აქვს. ეს არის უნიკალური და შეუცვლელი ბაზარი ჩვენთვის იმ კუთხით, რომ განსხვავებით ევროკავშირის ქვეყნებისგან აქ გაცილებით მარტივად და ყოველგვარი გართულების გარეშე შეიძლება მოხვდეს ქართული პროდუქცია. გამომდინარე აქედან, თუ ჩვენ ამ ეკონომიკურ ხაზებს ჩაგვიჭრიან, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს გადაუჭრიან სასიცოცხლო არტერიას.

_ თქვენი აზრით, რამ შეიძლება შემოაბრუნოს ეს პროცესი?

_ მხოლოდ ძირეულმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა, იმიტომ, რომ აშკარაა, არსებულ ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგი და ურთიერთობების მოგვარება არ შეუძლია. არ შეუძლია, უწინარესად, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება ანგარიშვალდებულია მხოლოდ დასავლური ინსტიტუტების, დასავლური სტრუქტურების მიმართ და, ცხადია, ეს დღის წესრიგი, მას რომც უნდოდეს, არასოდეს მისცემს უფლებას, ურთიერთობების მოგვარებაზე ორიენტირებული დიალოგი აწარმოოს მოსკოვთან. კიდევ ვიმეორებ: 20 ივნისს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა პროვოკაცია, რომლის მწვავე შედეგებსაც მომავალში მოვიმკით; და ამ ყველაფერს საბოლოოდ შეიძლება მოჰყვეს მშიერი ბუნტი. არც ერთ შემთხვევაში არეულობას, გადატრიალებას და მით უფრო სამოქალაქო დაპირისპირებას ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგი არ მოჰყვება. ამას შეიძლება შედეგი მოჰყვეს მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც დიდი ხანია, ჩასაფრებულები არიან და კბილებს ილესავენ არეულობაზე. აი, ამ ძალების გაძლიერება არ უნდა დაუშვას საზოგადოებამ და არ უნდა გამოვიდეს მათ დაძახილზე, მიუხედავად იმისა, თუ რა საკითხზე დაუძახებენ ისინი მოსახლეობას და რაზე დაიწყებენ საპროტესტო გამოსვლებს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ხალხს თუ საარსებოდ მისცემენ უფლებას და გამოუყოფენ სესხებს მცირე პროცენტით ის თავის თავს შეინახა ს და დრო აღარ დარჩება ვინმეს ძახილზე გარეთ გამოსვლის.მითუმეტეს თუ ეს ეხება იმ პოლიტიკოსების სკამებს და არა რიგით მოქალაქეებს.მხირე ბიზნესის აყვავება აუცილებელია ქალაქშიც და სოფელში

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მარინა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here