Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: დასავლეთი დაინტერესებულია, კავკასია გადაიქცეს ზესახელმწიფოების დაპირისპირების პოლიგონად

დიმიტრი ლორთქიფანიძე: დასავლეთი დაინტერესებულია, კავკასია გადაიქცეს ზესახელმწიფოების დაპირისპირების პოლიგონად

“დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს დიდუბე-ჩუღურეთის ამომრჩეველი გააკეთებს სწორ არჩევანს”

905
დიმიტრი ლორთქიფანიძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანიაიმედისპირდაპირ ეთერში წინა ხელისუფლების ცხრაწლიან პერიოდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სააკაშვილი, როგორც რეჟიმის მთავარი შემოქმედი, თავის პოლიტიკურ გარემოცვასთან ერთად, “რუსული სპეცოპერაციის ნაყოფია”. მისი თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამწლების განმავლობაში არაერთი ქმედებით დაამტკიცა, რომ კრემლის პოლიტიკის გამტარებელია, ხოლო თვითონ სააკაშვილი ხელისუფლებაშიპრიმაკოვის გარანტიითმოვიდა: “სააკაშვილი მოვიდა პრიმაკოვის გარანტიით, მისი ბიძა ცნობილია, როგორცკაგებე”- პოლკოვნიკი და იარაღისბარიგა”, არ მოვერიდები ამის თქმას. ეს ხალხი ებრძვის ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს, მეგობრებო. არჩევანი არის ჩვენს ხალხზე. ჩვენ ან ავირჩევთ პატრიოტიზმს, ან ავირჩევთ ღალატს”.

ღარიბაშვილის განმარტებით, სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი, მათ შორის ის ობიექტები, რომლებიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, რუსულ კომპანიებს გადასცემოდა. მინისტრმა ჩამოთვალა კონკრეტული ობიექტები, რომლებიც რუსების ხელში ომის შემდეგ გადავიდა და დასძინა, რომ ეს ყველაფერი კრემლის მხრიდან საქართველოს სრული ეკონომიკურ-პოლიტიკური ანექსიის მცდელობის ხელშეწყობას ემსახურებოდა. შეგახსენებთ, რომ კრემლის აგენტობა და რუსული პოლიტიკის გატარება თუ მსახურება ერთ-ერთია იმ უმძიმეს ბრალდებებს შორის, რომლებსაც “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ხშირად უყენებენ ერთმანეთს. ამ ბრალდებით ორივე პარტია ერთმანეთის დისკრედიტაციას ცდილობს, თუმცა ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა სოციოლოგიური კვლევა ცხადყოფს, რომ მოსახლეობაში რუსეთთან პირდაპირი დიალოგისა და ურთიერთობის ნორმალიზების მომხრეების რაოდენობა მატულობს…

რას ემსახურება დღეს პროპაგანდა, რომ თურმე სააკაშვილის ცხრაწლიანი რეჟიმი რუსული პროექტი იყო და რამდენად მართებულია თავდაცვის მინისტრის შეფასება, რომ სააკაშვილიპრიმაკოვის გარანტიით მოვიდა” _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბეჩუღურეთის საარჩევნო ოლქში, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთერთ სატელევიზიო ინტერვიუში სააკაშვილს რუსული სპეცოპერაციის ნაყოფი უწოდა და განაცხადა, რომ თავის დროზე იგი ხელისუფლების სათავეშიპრიმაკოვის გარანტიით მოვიდა”. ბოლო პერიოდში მსგავსი ბრალდებები ხშირად ისმის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. როგორ ფიქრობთ, რეალურია ეს შეფასებები? ხომ არ ფიქრობთ, რომ მსგავსი რიტორიკა, რომელიც აშკარად შეიცავს ანტირუსული განწყობის ელემენტებს, კიდევ უფრო გაართულებს ისედაც დაძაბულ რუსულქართულ ურთიერთობებს?

_ ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში ამ თემით სპეკულირება, ერთმანეთისთვის რუსეთის აგენტობის დაბრალებას ვგულისხმობ, არახალია. ეს უკვე ერთგვარ პრაქტიკადაც იქცა. მეტიც, ზოგიერთი პარტია, მაგალითად, “ნაცმოძრაობა” და ნაწილობრივ “ოცნებაც” ხშირად თავიანთ წინასაარჩევნო კამპანიას ამაზე აგებენ, ერთმანეთისგან რაღაც საფრთხობელას ქმნიან და ჰგონიათ, რომ ამით მათი პოლიტიკური შანსი მატულობს, მაგრამ არის ფაქტები, რომლებიც ცხადყოფს, ვინ ვინ არის რეალურად _ ვინ ვისი აგენტია, ვინ ვისი გარანტიით მოვიდა და ა.შ. ახლა უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ ევგენი პრიმაკოვის ფიგურაზე, რომელსაც რატომღაც სააკაშვილის გარანტორობას მიაწერენ. დავიწყოთ იმით, რომ პრიმაკოვი ითვლება დიპლომატიის მსოფლიო დონის მეტრად, ეს აღიარებული ფაქტია და მის სახელს უკავშირდება რუსეთის, როგორც ზესახელმწიფოს, ხელახალი აღზევება საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე. ქართულ რეალურ პოლიტიკაში მის როლს გავიხსენებდი ორი მნიშვნელოვანი ფაქტით, რომლებზეც დღეს რატომღაც ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას: პირველი _ ეს იყო 1997 წელს, როდესაც პრიმაკოვის ინიციატივით თბილისში ჩამოვიდა ვლადისლავ არძინბა და, ფაქტობრივად, ყველაფერი შეთანხმდა ედუარდ შევარდნაძესთან მოსალაპარაკებლად. სხვათა შორის, იმხანად, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი იყო საქართველოსთან აფხაზეთის ინტეგრაციის საკითხი და კონკრეტული პოლიტიკური ფორმულაც არსებობდა საერთო სახელმწიფოში ჩვენი ცხოვრების, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი ჩაიშალა. მიზეზი ყველამ ვიცით _ ეს იყო ამერიკული მხარის უშუალო ჩარევა და წინააღმდეგობა, რომელმაც ითამაშა გადამწყვეტი როლი. რაც შეეხება მეორე ფაქტს, რომელიც ასევე ცხადყოფს, რომ პრიმაკოვის, როგორც დიპლომატის, როლი ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში იყო მხოლოდ დადებითი, ეს არის 2004 წელს უკვე სერგეი შამბას ჩამოყვანა თბილისში, რაც ასევე იყო შანსი ქართული მხარისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ამერიკელები ჩაერივნენ და მოლაპარაკებები ჩაშალეს _ სააკაშვილმა, ვაშინგტონის მკაცრი მითითებით, უკან დაიხიამორჩა, პროცესი ჩაიშალა. აი ამის შემდეგ იწყება მკვეთრად ანტირუსული კამპანია და, რაც დრო გადის, რეფორმატორებად წოდებული ნაციონალები _ ბოკერიები, ადეიშვილები, რამიშვილები და სხვანი _ ანტირუსული რიტორიკით გამოირჩევიან.

_ .., ის განცხადება, რომ სააკაშვილიპრიმაკოვის გარანტიით მოვიდა”, პრაქტიკულად, საფუძველს მოკლებულია?

_ ერთადერთი რამის თქმა შემიძლია დანამდვილებით: თუ საუბარია იმაზე, რომ 2004 წელს მიხეილ სააკაშვილს ევგენი პრიმაკოვის მხრიდან ჰქონდა გარკვეული მხარდაჭერა, ეს მხარდაჭერა სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ სააკაშვილს უნდა დაეწყო მოლაპარაკებები აფხაზებთან. ეს იყო პოზიტიური პროცესი ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის, მაგრამ სააკაშვილმა ეს არ და ვერ გააკეთა გასაგები მიზეზების გამო _ ის, უბრალოდ, სხვა პოლიტიკური ორბიტის ინტერესებს წარმოადგენდა. რაც შეეხება პრიმაკოვის გარანტორობას, ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად ირაკლი ღარიბაშვილისადმი, ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ იმ მოსაზრებაში, რომ თურმე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი თავის დროზე სათავეში პრიმაკოვის გარანტიით მოვიდა. როგორ შეიძლებოდა, ძალა, რომელიც ფინანსდებოდა სოროსის ფონდიდან და დასავლეთის ანტირუსულ პოლიტიკურ ხაზს ატარებდა, რაღაცით დაკავშირებული ყოფილიყო კრემლის ერთ-ერთ გავლენიან ფიგურასთან?!

_ დასაწყისში თქვით, რომ ქართულ პოლიტიკაში ერთგვარ პრაქტიკად იქცა ამა თუ იმ ძალებს შორის ერთმანეთისთვის რუსეთის აგენტის იარლიყის მიწებება. იმ პირობებში, როცა ქვეყანაში სულ უფრო იზრდება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მომხრეთა რაოდენობა, ადეკვატურია მსგავსი მეთოდებით ბრძოლა პოლიტიკურ ოპონენტებთან? ეს კიდევ ერთხელ ხომ არ ცხადყოფს ხელისუფლების სრულ შეუსაბამობას საზოგადოების ინტერესებთან?

_ საქმე ის არის, რომ დღევანდელი ხელისუფლებისა და მისი მოკავშირე პოლიტიკური ძალების ქმედება მიუთითებს მათ კუთვნილებაზე დასავლელი პატრონების მიმართ. ეს მონური და მარიონეტული დამოკიდებულება უკვე ძალიან აშკარაა.

რაც შეეხება საფრთხეებს, რომლებსაც ჩვენთვის შეიძლება ქმნიდეს ეს მავნე მიდგომები, ვფიქრობ, იმ პირობებში, როცა თურქეთის სამხედროპოლიტიკური ექსპანსიის ქვეშ მყოფი რეგიონი, ფაქტობრივად, დაუცველია და, საქართველოს რა ელის ხვალზეგ, კაცმა არ იცის, რუსეთის როლის სრული იგნორირება ამ პროცესებში ჩვენთვის თვითმკვლელობის ტოლფასია. ეს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს ესმის, იმიტომ, რომ დღევანდელ ვითარებაში რუსეთი ერთადერთი ბალანსპარტნიორია რეგიონში, თუ ძალთა უპირატესობა აშკარად გადაინაცვლებს თურქეთის მხარეს. სხვათა შორის, გავლენიანი საერთაშორისო ექსპერტების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ბრიტანეთი დაინტერესებულია კავკასიის რეგიონში თურქეთის გავლენის გაძლიერებით და რუსეთის პოზიციების შესუსტებით. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი დაინტერესებულია, კავკასია გადაიქცეს ზესახელმწიფოთა დაპირისპირების პოლიგონად, რომლის დასაწყისიც იქნება თურქეთის პროვოკაციული ქმედებების შედეგად რუსეთის ჩათრევა ფართომასშტაბიან ომში. აი, სწორედ ამის მცდელობად შეიძლება შეფასდეს ის, რაც დღეს ხდება სამხრეთ კავკასიის ორ სუვერენულ სახელმწიფოს _ სომხეთსა და აზერბაიჯანს _ შორის. თუმცა არანაკლებ დიდი ინტერესია საქართველოს მიმართაც, რაც ნათლად ჩანს ხოლმე დასავლეთის პროვოკაციულ ქმედებებში, როცა რუსულქართული ურთიერთობების მოგვარების დადებითი ნიშნები გამოჩნდება ხოლმე.

_ გამოსავალს ხედავთ?

_ გამოსავალი, თეორიულად, ძალიან მარტივია _ უნდა დასრულდეს მავნე პოლიტიკური პრაქტიკა, რომელიც სრული ანომალიაა, რომ პოლიტიკურ დონეზე რუსეთი კვლავ საფრთხობელაა, ხოლო ეკონომიკურ დონეზე _ ჩვენი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. აი, ამ არანორმალური მიდგომების შედეგია ის, რომ დღეს დეზორიენტირებული ვართ მსოფლიო მასშტაბით და, ფაქტობრივად, ვერანაირ წარმატებას ვერ ვაღწევთ ვერც ეკონომიკურ, ვერც პოლიტიკურ და ვერც სხვა მიმართულებით. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ მავნე პოლიტიკის შედეგად ერთი რეალური მოკავშირეც კი არ გვყავს, განსხვავებით ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან, რომლებსაც ამ თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვთ.

_ ათ დღეში საზოგადოება ახალ პარლამენტს აირჩევს. რას ეტყვით საზოგადოებას, რომელიც ამ არჩევნებისგან გარკვეულ ცვლილებებს ელოდება?

_ პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი უღრმესი პატივისცემა “საქართველო და მსოფლიოსადმი”, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული გაზეთის მიმართ. თქვენ ხართ მასობრივი ინფორმაციის ის საშუალება, რომელიც, განსხვავებით სხვა მედიებისგან, იცავს დემოკრატიის აღიარებულ პრინციპებს და ყველა კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას, წარმოადგინოს თავისი პოზიცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, “ლიბერალური” მედიის მიერ დაბლოკილი ვარ. სხვათა შორის, ამის გამო უკვე მივმართე კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს, მივმართე თვითონ ტელევიზიების ხელმძღვანელობებსაც, მაგრამ უშედეგოდ. ამ ხნის განმავლობაში არც ერთ ტელედებატში ჩემი ადგილი რატომღაც არ მოიძებნა. რაც შეეხება მოლოდინს, ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კონკურეტი დიდუბეჩუღურეთის რაიონში არ არის ერთი რომელიმე სუბიექტი, არამედ მთლიანად სისტემაა. საუბარია დასავლეთიდან თავსმოხვეულ .. ნეოლიბერალურ სისტემაზე, რომელიც ფასადურად არის დემოკრატიული პრინციპების დამცველი, ხოლო რეალური არსით აბსოლუტურად საპირისპიროა დემოკრატიის. აი, ეს არის დღევანდელი ჩვენი მოცემულობა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს დიდუბე-ჩუღურეთის ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს; არჩევანს, რომელიც მერე, შესაძლოა, კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ცვლილებების საწინდარი გახდეს, ხოლო კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში _ ძირფესვიანი იდეოლოგიურ-პოლიტიკური ცვლილებების წინაპირობა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here