მთავარი დაიჯესტი დიდ ბრიტანეთში ბავშვების მკვლელი პედოფილი დასაჯეს

დიდ ბრიტანეთში ბავშვების მკვლელი პედოფილი დასაჯეს

“ტყეში გოგონების” საქმე 30 წლის განმავლობაში გაუხსნელი რჩებოდა.

163
გააზიარეთ
დაკადაკარგული გოგონებირგული გოგონები

რასელ ბიშოპს გამოუტანეს განაჩენი, რომელსაც ბევრი ელოდა: მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 30 წლის წინათ საზარელი დანაშაულის ჩადენისთვის.

1986 წელს ბრაიონის ველურ პარკში (ლონდონის სამხრეთ შემოგარენში) იპოვეს ცხრა წლის ორი გოგონას _ ნიკოლ ფელოუზისა და კარენ ჰედეუესის ცხედრები. მათზე სექსუალური ძალადობის შემდეგ არაადამიანმა ორივე გოგონა მოაშთო. ეჭვი ბიშოპზე მიიტანეს, რომელიც ფელოუზის მამას იცნობდა, მაგრამ სასამართლო განხილვის შემდეგ მამაკაცი გაათავისუფლეს _ მკვლელის ადვოკატმა შეძლო სასამართლოს დარწმუნება, რომ ამ დანაშაულში მის კლიენტს ბრალი არ მიუძღოდა.

რასელ ბიშოპი
რასელ ბიშოპი

1990 წელს პედოფილმა მსგავსი დანაშაული კვლავ ჩაიდინა: გაიტაცა შვიდი წლის გოგონა, შეათრია ტყეში, გააუპატიურა და დაახრჩო. ეჭვი კვლავ ბიშოპზე მიიტანეს, ამჯერად მისი ბრალეულობა სასამართლომ დაადგინა და ციხეში სამუდამოდ გამოკეტა, მაგრამ საქმე სახელწოდებით “გოგონები ტყეში” გაუხსნელი რჩებოდა.

წლეულს, როცა ბიშოპი მეორედ წარდგა სასამართლოს წინაშე და კრიმინალისტიკაში გენეტიკის უახლესი მეთოდების გამოყენებით დაუმტკიცეს დანაშაული (1980-იან წლებში გენეტიკა ჩანასახურ მდგომარეობაში იმყოფებოდა). 1986 წელს დანაშაულის ჩადენის ადგილის დათვალიერებისას პოლიციის ოფიცერმა იპოვა ბალახში ჩაგდებული მამაკაცის ცისფერი პერანგი, მაგრამ არავითარი ყურადღება არ მიუქცევია, ჩათვალა, რომ ვიღაცას დაეკარგა, ჩადო ქაღალდის პაკეტში და შეინახა პოლიციის ნივთსაცავ საწყობში.

ახლახან გაირკვა, რომ იმ საბედისწერო დღეს მკვლელს ეს ცისფერი პერანგი ეცვა და სისხლი, რომელიც ამ ტანსაცმლის ბოჭკოებზე აღმოაჩინეს, ნიკოლ ბელოუზისა იყო.

განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ გოგონების ოჯახებმა განაცხადეს: “განაჩენი (სამუდამო პატიმრობა) ნიკოლსა და კარენს ვერ გაგვიცოცხლებს, მაგრამ დღეს ზუსტად ვიცით, რომ სხვა ბავშვები უსაფრთხოდ იქნებიან. რასელ ბიშოპი მონსტრი და ბოროტების განსახიერებაა”.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here