Home რუბრიკები საზოგადოება დიდი ბოდიში, დიდო ქართველო!

დიდი ბოდიში, დიდო ქართველო!

1598
გიორგი დანელია

გამოჩენილი რეჟისორი, სცენარისტი; ბრწყინვალე, არაორდინალური ადამიანი. გიორგი დანელიამ შექმნა ფილმები, რომლებიც სამამულო კინემატოგრაფიაში ნამდვილ მოვლენად იქცა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ატარა ჰუმანური ფასეულობების, ხელოვნებისა და მაყურებლის მიმართ პატივისცემა”, _ აი, ამ სიტყვებით მიაგო პატივი 4 აპრილს გარდაცვლილი გიორგი დანელიას ხსოვნას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მიუსამძიმრა დიდი ქართველი რეჟისორის ოჯახს.

ჩემი მოკრძალებული აზრით, რუსეთის პრეზიდენტის ეს განცხადება აშკარად ვერ ეტევა ასეთ შემთხვევებში მიღებულ ფორმალურ, დაშტამპულ, ტრაფარეტულ ჩარჩოებში და, ფიგურალურად თუ ვიტყვით, ვლადიმერ პუტინის განცხადებას აშკარა გულწრფელობის სურნელი ასდის, მაგრამ იმ სამარცხვინო ფაქტს რა ჰქვია, რომ თუნდაც ტრაფარეტული განცხადება ვერ გაიმეტა საქართველოს ხელისუფლებამ გენიალური გიორგი დანელიასთვის? რა ჰქვია და ხელისუფლების აღვირახსნილი რუსოფობია დევიზით _ ოკუპანტ რუსეთში მოღვაწეობ? ესე იგი, სამშობლოს მოღალატე ხარ, მაგრამ ამაზე ქვემოთ. მანამდე კი მცირე ლირიკული გადახვევა…

როგორც წესი, ადამიანთა უმრავლესობა მხოლოდ საკუთარ სამეგობრო-სანათესაოს უკვდება, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი სრულიად საქართველოს მოუკვდა.

სწორედ ასეთი ადამიანების რიგებს შეემატა გიორგი დანელიაც და, რადგან ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ იქნებ წერტილიც აქ დაგვესვა. მე კი განვაგრძობ სათქმელს…

ახლახან სრულიად საქართველოს საგანძურს (თუ ასე თქმა შეიძლება), ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს, ლამის ინფარქტი დამართეს იდიოტმა, რუსოფობმა ურაპატრიოტებმა: როგორ თუ ოკუპანტ რუსეთში იმღერე, სამშობლოს მოღალატე ხარო. იმავე ნაძირალებმა მოუწამლეს სიბერე აწ გარდაცვლილ რეზო ჩხეიძეს და ა.შ. დასავლეთიდან გულუხვად დაფინანსებული ქართველი რუსოფობებისთვის არაფერს ნიშნავს იმ ფაქტის გახსენება, რომ, როდესაც მოსკოვის “ლუჟნიკების” სტადიონზე იმ “სხვა დროს” (1965 წელს) დიქტორმა გამოაცხადა, სსრკ-ბრაზილიის ისტორიულ მატჩს სერგო ზაქარიაძე ესწრებაო, 100 ათასამდე მაყურებელი ფეხზე ამდგარი 10 წუთის განმავლობაში უკრავდა ტაშს “ჯარისკაცის მამას”. ქართველი რუსოფობი ლიბერასტებისთვის რეზო ჩხეიძისა და სერგო ზაქარიაძის “ოტეც სალდატა” დაბალი დონის ფილმია ან განა შეიძლება, სიამაყე არ დაგეუფლოს, როდესაც რუსეთის გადაჭედილ უდიდეს საკონცერტო დარბაზებში თამარ გვერდწითელის გენიალური შესრულებით გენიალური სიმღერა “საქართველო” ქუხს?

ულამაზესი ქეთი თოფურია ლამის ჯვარს აცვეს: როგორ თუ რუსული ჯარის ფორმა ჩაიცვი და სცენაზე დიდ სამამულო ომზე იმღერეო?!

ამ თემაზე ერთ ქართველ ლაწირაკ “ექსპერტთან”, რბილად, რომ ვთქვათ, კამათი მომივიდა. რბილად, რადგან მამის ტოლა კაცი ისე გამომიყვანა წყობიდან, რომ ლამის ხელი შემოვკარი ტელეკომპანია “იბერიის” ოფისში _ ნეტავ, სხვა რა უნდა ექნა დიდ სამამულო ომში სსრკის გამარჯვების 75 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე ქეთი თოფურიას: ამერიკულ კამუფლაჟში გამოწყობილიყო დარუსეთი ოკუპანტიაოეკივლა? კითხვა რიტორიკულია, რადგან ის, რაც ჩვენთვის წმიდათაწმიდაა, დიდი სამამულო ომია, მსგავსი “ექსპერტებისთვის” _ ბანალური მეორე მსოფლიო ომი, რომელშიც, დიდი სტალინის მთავარსარდლობით წითელმა არმიამ კი არა, ე.წ. მოკავშირეებმა _ აშშ-ბრიტანეთმა გაიმარჯვეს.

აღარაფერს ვიტყვი სოსო პავლიაშვილზე, რომელიც ქართველი ლიბერასტი რუსოფობების მიერ ასევე შეტანილია სამშობლოს მოღალატეთა სიაში.

ბუბა კიკაბიძე, გიორგი დანელია, ფრუნზიკ მკრტიჩიანი
ბუბა კიკაბიძე, გიორგი დანელია, ფრუნზიკ მკრტიჩიანი

მსოფლიო დონის კარდიოქირურგი ლეო ბოკერია მისივე შექმნილი ინსტიტუტით, ასევე მსოფლიო დონის მხატვარი-მონუმენტალისტი ზურაბ წერეთელი და მისივე გრანდიოზული სახელოსნო მოსკოვის ბოლშაია გრუზინსკაიას ქუჩაზე ცალკე საუბრის თემაა _ ისინი, ჯერ თუ არ არიან, სავარაუდოდ, მალე გახდებიან ქართველი ნეოლიბერასტების მიერ ჩამოყალიბებული სამშობლოს მოღალატეთა კლუბის წევრები იმავე მოტივითა თუ ბრალდებით _ რატომ არ გამოდიან წითელ მოედანზე პლაკატ-ტრანსპარანტით “რუსეთი ოკუპანტია”.

სერიოზულად კი, ლიბერასტ-რუსოფობთაგან არავინ საუბრობს იმაზე, რომ სწორედ “ოკუპანტი რუსეთია” ის მარადიული მტერი, რომელიც პირველობას არავის უთმობს გზავნილების სახით დოლარების შემოდინებაში და, რომ არა ეს “მდინარება”, ნახევარი საქართველო შიმშილით ამოწყდებოდა.

მგონი, საკმარისზე მეტი დრო დავუთმეთ ქართველ რუსოფობ ლიბერასტებზე საუბარს და დროა, წერილის მთავარ პერსონაჟს, დიდ მაესტროს _ გიორგი დანელიას დავუბრუნდეთ…

მართალია, გიორგი დანელიამ ხანგრძლივი სიცოცხლე მოსკოვში გაატარა, მაგრამ იგი ზაფხულობით, როგორც წესი, საქართველოში ჩამოდიოდა. დიდი ვერიკო ანჯაფარიძის დის შვილი მიხეილ ჭიაურელის ოჯახში ატარებდა ზაფხულს და სწორედ ამ საზაფხულო არდადეგების შედეგი იყო ის, რომ გიორგი დანელია, მიუხედავად იმისა, რომ რუსულად უფრო კარგად საუბრობდა, ვიდრე ქართულად, სიცოცხლის ბოლომდე თხემით ტერფამდე ქართველად დარჩა ცხოვრებაში და, რაც მთავარია, ხელოვნებაშიც _ სხვა რომ არაფერი, მხოლოდ “მიმინო” და “არ დაიდარდო” იკმარებდა ქართული “ვალის გადასახდელად”. დიდ ქართულ კინემატოგრაფშიც იშვიათია ეროვნული ცნობიერებითა და ქართველობის სიამაყით ისე გაჟღენთილი ფილმები, როგორებიც ზემოთ ხსენებული კინოშედევრებია. დანელიას გადაღებულ “აფონიაზე”, “იღბლიან ჯენტლმენებზე” (სცენარის ავტორი), “შემოდგომის მარათონზე” და სხვა შედევრებზე ხომ მთელი თაობები აღვიზარდეთ არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც და მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირშიც.

აქედან გამომდინარე, გულწრფელად მეცოდება ჩვენი შვილების ის თაობა, რომელსაც შეგნებულად დაავიწყეს უმდიდრესი რუსული ენა და გიორგი დანელიას თუ სხვათა რუსული კინოშედევრების ნახვა ტიტრებით უწევთ _ ეს ხომ იგივეა, რომ უმარილო საჭმელი ჭამო?!

წინამდებარე წერილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ციტირებით დავიწყე და არაფერი მითქვამს რუსული მასმედიის რეაქციის შესახებ _ 4 აპრილს უკლებლივ ყველა რუსული ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემები, ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების ჩათვლით, როგორც წესი, გიორგი დანელიას გარდაცვალების ფაქტით არათუ იწყებოდა, არამედ უკლებლივ ყველა ტელევიზიაში გიორგი დანელიას ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი 7-9-წუთიანი სიუჟეტით გრძელდებოდა. მეტიც, უკლებლივ ყველა რუსულენოვანმა არხმა საღამოს გადაცემათა ბადეც შეცვალა დიდი მაესტროს მიერ შექმნილი კინოშედევრების ჩვენებებით თუ მასზე შექმნილი დოკუმენტური ფილმებით.

და რას გადასცემდნენ ამ დროს ქართული არხები? სპეციალურად ხელში პულტმომარჯევებული აქეთ-იქით “დავხტოდი” და გიორგი დანელიას შესახებ, როგორც ილიას “ელეგიაშია”, “არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!”

იმ დღეს ჩვენი “მოკავშირე” ნატოს 70 წლისთავისადმი მიძღვნილი მინისტერიალი იყო და ყველა ქართული არხი იმით იწყებდა საინფორმაციო პროგრამას _ ეს მერამდენედ როგორ დაგვიჭირა მხარი ნატომ და მერამდენედ უთხრეს საქართველოს, რომ აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

ერთადერთმა ტელეკომპანია “იმედმა” თქვა, ისიც შეცდომით: 86 წლის (სინამდვილეში _ 88 წლის _ რედ.) გიორგი დანელია გარდაიცვალაო, და ფილმი “არ დაიდარდო” აჩვენა.

რაც შეეხება ხელისუფლებას, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ტრაფარეტული განცხადებაც ვერ გაიმეტა. არადა, მე თუ მკითხავთ, ტრაფარეტი რას მიქვია! სამთავრობო დელეგაციაც უნდა გაეგზავნა მის დაკრძალვაზე, მაგრამ ქოც-ნაცები მაკეინისთანა “მეგობრების” პანაშვიდ-დაკრძალვაზე ასწრებენ ერთმანეთს და, აბა, “მოღალატე” ქართველისთვის სად სცალიათ?!

დაკრძალვა ვახსენეთ და გიორგი დანელიას ცხედარს მოსკოვის კინოს სახლიდან გამოასვენებენ და 9 აპრილს ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალავენ, კიდევ ერთი ქართველი რუსის _ მარლენ ხუციევისა და თბილისელი ევგენი პრიმაკოვის გვერდით.

სამთავრობო დელეგაციისა რა მოგახსენოთ, მაგრამ თბილისიდან გიორგი დანელიას სამეგობრო-სანათესავო წავა და ერთ პეშვ ქართულ მიწასაც წაუღებს. მსუბუქი ყოფილიყოს შენთვის, დიდო მაესტრო, მშობლიური საქართველოსა და საყვარელი მოსკოვის მიწა!

დავით მხეიძე

P.S. ქართველი რუსიმეთქი, ვახსენე და სრულიად შეგნებულადაც. რუსქართველთა ორსაუკუნოვანი თანაცხოვრებისას ტერმინიქართველი რუსისრულიად ლეგიტიმურად იშვა. პირიქითაც ვიტყოდი: “რუსი ქართველი”… ასეთებიც ბევრნი ყოფილან და საბედნიეროდ დღესაც არიან; საბედნიეროდ, რადგან ასეთი ადამიანების მთავარი საზრუნავი ერთმორწმუნე ერებს შორის მშვიდობიანი ცხოვრების პირობების შექმნა იყო.

სახალხო დიპლომატია _ აი, რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენის ერთადერთი საშუალება. ამ მიმართულებით, რასაც გიორგი დანელიასარ დაიდარდოდა, გნებავთ, “მიმინოდღესაც აკეთებს, არა მგონია, იმის გაკეთება პოლიტიკოსებმა შეძლონ.

თავს უფლებას მივცემ და მთელი ქართველი ხალხის სახელით ბოდიშს გაგატანთ იმქვეყნად, დიდო ქართველო!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here