მთავარი საზოგადოება დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს და სიტყვის თავისუფლება? თუ არაფრისმაქნისი და უთავმოყვარეო ხელისუფლება გვყავს?

დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს და სიტყვის თავისუფლება? თუ არაფრისმაქნისი და უთავმოყვარეო ხელისუფლება გვყავს?

ერისგან, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც უდრეკი მეომარი, “დაჩმორებული” ნაციის შექმნა სურთ

563
გააზიარეთ
ამირ თათალუ

არცთუ დიდი ხნის წინათ დავწერეთ, რომ ირანელმა მომღერალმა მოჰსენ ნამჯოუმ გადაიღო საქართველოს შეურაცხმყოფელი კლიპი, რომელშიც ჩვენს ქვეყანას დასცინის, რუსებს კი ამუნათებს, _ რატომ წამართვი გურჯი ხათუმებიო. კლიპს ფონად გასდევს ცეკვა ქართულ ეროვნულ სამოსში შილიფად ჩაცმული გოგონებისა, რომლებიც ირანულ სამოსში გამოწყობილი მამაკაცების გასართობად იქნევენ გავას. სხვათა შორის, როცა ამ კლიპის შესახებ ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს ვკითხე, _ რეაქცია რატომ არ გაქვთ, რატომ არ გააპროტესტეთმეთქი, საინტერესო პასუხი მივიღე: ეგ კლიპი დიდი ხნის გადაღებულია, რა დროს პროტესტიაო

რას ნიშნავს ეს? იმას, რომ, თუ ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა მოინდომა ვინმემ, მარტივად შეუძლია ამის გაკეთება. მერე ერი აღშფოთდება, მერე დრო გავა და ხელისუფლებაც თავს იმართლებს: დრო გავიდა, რაღა გავაპროტესტოთო. სიმართლე გითხრათ, აქამდე არ ვიცოდი, ქვეყნის სახელისა და ღირსების შეურაცხყოფას ხანდაზმულობის ვადა თუ ჰქონდა.

ჯერ დიდი დრო არ გასულა, მაგრამ ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს სიტყვაც კი არ დაუძრავს იმაზე, რაც ცოტა ხნის წინათ ფილარმონიაში მოხდა. ირანელმა მომღერალმა ამირ თათალუმ დახურული კონცერტი გამართა. რას ნიშნავს დახურული? _ იქ მხოლოდ ადამიანთა გარკვეული კატეგორია დაუშვეს და ჩვეულებრივი მოკვდავები, ანუ საქართველოს მოქალაქეები იქ ვერ მოხვდებოდნენ. დიახ, არ მოგესმათ, საქართველოს დედაქალაქის მთავარ საკონცერტო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს მოქალაქეებს შესვლა აკრძალული ჰქონდათ. პრინციპში, როცა დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე, არის ბარები, რომლებშიც ქართველ კაცებს არ უშვებენ და იქ შესვლა მხოლოდ ქართველ ქალებს შეუძლიათ, რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საკონცერტო დარბაზში არ შეგვიშვან?! ჰოდა, ამ დახურულ კონცერტზე თათალუმ დედა გვაგინა. ახლა არ მოვყვებით იმას, რაც მან თქვა, რადგან, მისი გამონათქვამებით სოციალური ქსელი გადაივსო, მაგრამ ფაქტია, რომ შეურაცხყოფა შეურაცხყოფად დარჩა და მას პასუხი არავინ მოსთხოვა. შესაძლოა, იკითხოთ: თქვენ რას აკეთებდითო? ჩვენ ირანის საელჩოსთან დაგეგმილ აქციაზე ეს ყველაფერი გავაპროტესტეთ, ახლა კი ვწერთ და პასუხს ვითხოვთ. აი, ისე რომ მოვიქცეთ, როგორც თათლუ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ჩვენი სამართალდამცავები ოპერატიულად იმოქმედებენ, ბორკილებსაც დაგვადებენ და ციხეშიც მიგვაბრძანებენ. მიზეზად კი საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობას, მარიხუანის მოხმარებასა და, საზოგადოდ, თამბაქოს მოწევას წაგვიყენებენ. ეს ყველაფერი თათალუმ ფილარმონიის სცენაზე გააკეთა და ამის ამსახველი ვიდეო შსს-ს აუცილებლად ექნება ნანახი, მაგრამ რეაქცია _ ნული.

სანამ ჩვენს ძალოვნებზე ვიტყვით, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ირანის საელჩოს პოზიცია, რომელსაც, უბრალოდ, ვერაფერში შეედავება ვერავინ. როგორც ირანის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამირ თათლუ ირანში ჩადენილი დანაშაულის გამო იძებნება და ირანის ძალოვანმა უწყებამ საქართველოს რამდენჯერმე მიმართა მისი დაკავებისა და გადაცემის თხოვნით, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ირანის ხელისუფლება მოჰსენ ნამჯოუსაც ეძებს, რომელიც ამერიკას აფარებს თავს, და შტატები მის გადაცემაზე უარს ამბობს. ჰო, იმ ქვეყანას აფარებს თავს, რომელსაც ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ვეძახით, და იქიდან გვლანძღავს. აი, თათლუ უფრო წინ წავიდა და ადგილზე გვლანძღავს იმის იმედად, რომ ფეხებსაც ვერ მოაჭამს ვერავინ.

სამართალდამცავებს მივმართავთ: გულზე ხელი დაიდეთ და ალალად გვითხარით, ანალოგიური რამ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს რომ გაეკეთებინა, ხომ დააკავებდით? მაშინ, რატომ არ აკავებთ მარიხუანით გაჟღენთილ ტიპს, რომელიც თავს მომღერალს უწოდებს და ერს შეურაცხყოფს? ვინმემ ქუჩაში რომ აგებინოს პასუხი, ხომ დაიჭერთ, და რას გვირჩევთ, მოვითმინოთ და შევირგოთ?! ანალოგიური რამ რომ ექნა საქართველოს მოქალაქეს ირანში, ანალოგიური ტერმინებით რომ ესაუბრა, იგივე რომ მოემოქმედებინა, ხომ ჩამოჰკიდებდნენ ყველაზე დიდი ჭადრის კენწეროზე და ვერც დიპლომატიური ჩარევა უშველიდა ამ ამბავს და ვერც საერთაშორისო აღშფოთება თუ შეშფოთება? მაშინ, ჩვენ რა გვჭირს: ჰუმანურები ვართ? დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს და სიტყვის თავისუფლება? თუ არაფრისმაქნისი და უთავმოყვარეო ხელისუფლება გვყავს? და საერთოდ, გვინდა ასეთი დემოკრატია, გადამთიელი რომ ჩამოვა, კონცერტს (დახურულ კონცერტს) გაგიმართავს, გემრიელად რომ გამოგლანძღავს და ირონიულად რომ იტყვის: აბა, შემეხეთო?! გვინდა? მგონია, რომ დემოკრატია ცოტა სხვა რამეა და, როგორც ერთი კაცი იტყოდა, ლობიოობა არ არის. არადა, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, სწორედ ლობიოობის გამოვლინებაა და არა დემოკრატიის.

კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე თუ გვიან მთაწმინდის პარკში ინდოელმა ახალგაზრდებმა ქართველებზე გაიწიეს და მუშტი-კრივი გაიმართა. ამის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა სოციალურ ქსელში და კარგად ისმის, როგორ გამოთქმით აგინებს ქართველ ერს დედას ერთ-ერთი ინდოელი და როგორ ამშვიდებს “სექურითის” წარწერის მქონე ძალოვანი: ნუ ნერვიულობ, შენი ჭირიმე, მე გიხდი ბოდიშსო. რეალურად კი, ერთერთმა ინდოელმა ქართველ გოგონას ფერადი ფხვნილი შეაყარა სახეში და ჩხუბიც ამის შემდეგ დაიწყო. გოგოს თანმხლებმა ბიჭმა ვერ აიტანა თავხედობა და ინდოელს შემოარტყა. არ უნდა ექნა? მე თუ მკითხავთ, უარესი უნდა ექნა და ისე უნდა ეცემა, ინდოეთამდე დისკოს ცეკვით ჩასულიყო.

მაგრამ _ არა! ჩვენ ხომ სტუმართმოყვარე ერი ვართ, როგორ შეიძლება სტუმრის ცემა?! მერე რა, რომ დედას გვაგინებს, ალბათ, მისი ძუძუები გვლოცავენ მაგ დროს. თქვენი არ ვიცი და ჩვენ ასე გვგონია, რომ, ქართველთა გადაგვარებაგადაჯიშების პროცესის დაწყების გარდა, ქართველთა დაბეჩავებაგამაიმუნების პროცესიც აქტიურ ფაზაში გადავიდა და ერისგან, რომელსაც მსოფლიო იცნობს, როგორც მეომარს, რომელიც არასდროს ნებდება, რაღაცდაჩმორებულინაციის შექმნა სურთ. ირანელებმა ხომ ყველაზე კარგად იციან, რამდენჯერ ააოხრეს ჩვენი ქვეყანა, რამდენი ტყვე გაირეკეს ირანისკენ და მაინც დამარცხდნენ, მაინც ვერ მოიკიდეს აქ ფეხი, მაგრამ ახლა მტერსაც მოყვრულად ვხვდებით და მათაც გაშალეს ფრთები. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: საქართველო მსოფლიოში, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ჩამოსულს მეტი უფლებები და პრივილეგია აქვს, ვიდრე ადგილობრივს. სხვანაირად როგორ ავხნათ ის, რომ, რაც ეპატიებათ უცხოელებს, არავითარ შემთხვევაში არ ეპატიებათ ადგილობრივებს. ამოიღოს ახლა ხმა გუგული მაღრაძემ, რომ ამაყობს, მე ავკრძალე დახურულ სივრცეში მოწევაო, რომ აბოლებდა ის თათლუ ფილარმონიის სცენაზე, რატომ არ დასაჯეს, რატომ არ დააჯარიმეს ცალკე ფილარმონიის ადმინისტრაცია და ცალკე კიდევ ის ირანელი მომღერალი? თუ არც ის იცის ქალბატონმა გუგულიმ, რომ იმავე კონცერტზე მაყურებლებიც მშვენივრად აბოლებდნენ და ამის ამსახველი ვიდეოები ბევრი დევს საქართველოში მცხოვრებ ირაენლთა სოცქსელების გვერდებზე. მით უმეტეს, რომ ირანის საელჩო გაიძახის: დაიჭირეთ ეგ კაცი და გადმოგვეცით, სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილიო, მაგრამ არა. იქნებ იმიტომ არა, რომ ჩვენი ამერიკელი “პარტნიორები” ავტომატურად თავის მოკავშირედ თვლიან ყველას, ვინც ირანში სისხლის სამართლის დამნაშავეა?!

ირანელები, ინდოელები, პაკისტანელები, ინდუსები, ჩინელები… _ ათასი ჯურის ხალხი ჩამოვიდა საქართველოში და აქ დამკვიდრდა. ისინი ყიდულობენ (აკრძალვის მიუხედავად, მაინც ყიდულობენ და აქაურებზე აფორმებენ) მიწებს, ქირაობენ იაფ მუშახელს (ქართველებს), მოჰყავთ ნატურალური პროდუქტი და გააქვთ საკუთარ ქვეყნებში. პატრიოტიზმი სხვა კი არაფერია, მაგრამ საქართველოსა და ქართველების ხარჯზე, არც ირანელის პატრიოტიზმი მინდა და არც ინდოელის. ტყუილი კი არ თქვა თათლუმ კონცერტზე: ვერ ხედავთ, რამდენი ვართო?! ჰო, ბევრნი არიან, ბატონებო, იმაზე მეტნი, ჩვენ რომ გვგონია, და საუბარში ნელნელა მუქარა რომ გაურიეს, კი ხვდებით თავად. ჩვენ იმას ვერ ვხვდებით, ამ მუქარანარევ ტონს რატომ არ არბილებინებთ, რატომ არ სთხოვთ პასუხს, რატომ არ აკავებთ, რატომ არ სჯითიმდენი რატომ დააგროვეთ, რომ, რეალურად საიდან დავიწყოთ, აღარც ვიცით?!

ჰო, ვეძახოთ რუსეთს მტერი და ოკუპანტი, ვიქნიოთ ევროპა-ამერიკის გასახარებლად მუშტები მხოლოდ ჩრდილოეთით და აგერ, საქართველოს გულში, მართლა ოკუპანტები გვიზიან უკვე, მართლა გვართმევენ და გვიგინებენ იმას, რაც გაგვაჩნია, და ხმის გამცემი არავინ არის. უცხოელისთვის ხმის გაცემა, თუნდაც საქართველოს სახელით, ჩვენში ისჯება.

არადა, ეს რომ ირანში მომხდარიყო… სამშობლოში ჩადენილ დანაშაულზე თათალუ, შესაძლოა, სიკვდილით დაასაჯონ. ჰოდა, ეგეც გასაკვირია, კაცი, რომელსაც, შესაძლოა, ისეთი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომლის გამოც სიკვდილით შეიძლება დაისაჯოს, საქართველოში რატომ ვაჩერებთ და რატომ ვამღერებთ?! თუმცა, ჩვენთან ყველა უცხოელს ემღერება და ამ თათლუმ რაღა დააშავა, არა?!

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here