Home ახალი ამბები საქართველო დემოგრაფიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭო იქმნება

დემოგრაფიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭო იქმნება

1617
დემოგრაფია

მთავრობის დადგენილებით, მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭო იქმნება.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, საბჭოს მიზანია ქვეყანაში მოსახლეობის რიცხოვნობის მოსალოდნელი შემცირების (დეპოპულაციის) შეჩერების ხელშეწყობა; მოსახლეობის მიგრაციის რაციონალიზაციით ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის სტაბილიზაცია, ქვეყნის მოსახლეობის ბოლოდროინდელ და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად ერთიანი კონცეპტუალური მიდგომის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ამით ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული და შესაძლო რისკების თავიდან აცილების უზრუნველყოფა.

„საბჭო შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს 2018-2030 წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებს; უზრუნველყოფს სახელმწიფო

უწყებების, ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას 2018-2030 წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების, განხორციელების, შესრულების მონიტორინგისა და შეფასების პროცესებში; პარლამენტთან თანამშრომლობით შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებს; განახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის პრიორიტეტებს შესაბამის სექტორულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში; ყოველწლიურად განახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს; ამასთან, ახორციელებს სტრატეგიის შესრულების შუალედურ შეფასებას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს სტრატეგიის დახვეწის მიზნით. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვისას საბჭო ახორციელებს მათი შესრულების საბოლოო შეფასებას და ანგარიშს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას”, – ნათქვამია დადგენილებაში.

დადგენილების მიხედვით, საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ექვს თვეში ერთხელ უნდა გაიმართოს.

bpn.ge

1 COMMENT

  1. ეროვნულმა საბჭომ, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს ქვეყნის ბიუჯეტის გაზრდაზე. მართალია ჩვენმა მილიონერების სამარცხვინო პარლამენტმა, საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის აქტიურობით, 12 წლით კონსტიტუციაში დატოვა სააკაშვილის მიერ შემოღებული აბსურდული 94–ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში აკრძალულია ახალი გადასახადების შემოღება და არსებული საგადასახადო განაკვეთების გადიდება, მაგრამ აუცილებლად მიმაჩნია მიღწეულ იქნას პროპორციულის ნაცვლად პროგრესული საშემოსავლო გადასახადის შემოღება და უზომოდ გაბერილი შემოსავლების მქონე პირთა დაბეგვრა მკვეთრად გაზრდილი საგადასახადო განაკვეთებით. საქართველოში მოსახლე აზერბაიჯანლებისა და სომხების წინაშე გამრავლების პრობლემა არ დგას, ამიტომ დემოგრაფიული შეღავათების პროგრამა უნდა გავრცელდეს მხოლოდ ქართულ მოსახლეობაზე!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here