Home სხვადასხვა დაიჯესტი დედინაცვალი _ თვალში ნაცარი

დედინაცვალი _ თვალში ნაცარი

583
დედინაცვალი _ თვალში ნაცარი

თამი ბლაიმერი შვიდ ბავშვს ზრდიდა. მათგან ერთი, ხუთი წლის გერი, ისე სძულდა, რომ კიბის ქვეშ, საკუჭნაოში ჰყავდა გამოკეტილი, რისთვისაც 38 წლის ტეხასელ ქალს 28 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, _ იუწყება The Sun.

პოლიციელებს პატარა ჯორდანისთვის დროზე რომ არ მიესწროთ, რამდენიმე დღეში შიმშილით მოკვდებოდა. ექიმებმა განაცხადეს, რომ ბიჭი ჰოლოკოსტისდროინდელ პატიმარს ჰგავდა, იწონიდა მხოლოდ 13 კილოგრამს. დაზარალებულის მამა ამ არაადამიანური მოპყრობის მოწმე იყო, მაგრამ არაფერი უღონია მის აღსაკვეთად, ამიტომაც მიუსაჯეს 15 წელიწადი. ქალის ასეთი მხეცური მოქმედება მას შემდეგ გაცხადდა, რაც პოლიციას თამის ერთ-ერთმა შვილმა მიმართა. 16 წლის ყმაწვილმა განაცხადა, რომ მისი მშობლები ჯორდანს შიმშილით კლავდნენ. ბიჭს კიბის ქვეშ ეძინა, იქ, სადაც მავთულის ნაგლეჯებსა და ლურსმნებს ინახავდნენ და დღეში მხოლოდ ერთ ნაჭერ პურს აძლევდნენ. დედინაცვალი და-ძმებთან სადილობას უკრძალავდა და ლუკმას პირიდან აცლიდა. ნაცემი ჯორდანის სხეული დალილავებული და სისხლჩაქცევებიანი იყო. გაირკვა, რომ მშობლები ბავშვს ნარკოტიკებით ჭყიპავდნენ, სტუმრიანობის დროს ხელი რომ არ შეეშალა(!).

დედინაცვალი _ თვალში ნაცარი

სასამართლოზე თამის წინააღმდეგ ორმა მისმა ვაჟმა მისცა ჩვენება: “შენ დიდი შეცდომა დაუშვი და ამისთვის პასუხი უნდა აგო: როგორ შეგეძლო, ასე მოგვპყრობოდი? ჩვენ შენი სიამაყე და სიხარული უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ამის ნაცვლად შიშსა და რისხვაში ვცხოვრობდით”, _ განაცხადეს მათ.

ჯორდანი ამჟამად თავის ბიოლოგიურ დედასთან ცხოვრობს. ბავშვებზე ზრუნვის სამსახურმა თამი ბლაიმაიერის ექვსი შვილის მეურვეობა იკისრა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here