Home სხვადასხვა დაიჯესტი დედამიწის მოსახლეობა დაიღალა კაპიტალიზმისგან

დედამიწის მოსახლეობა დაიღალა კაპიტალიზმისგან

4671
დედამიწის მოსახლეობა დაიღალა კაპიტალიზმისგან

მთავარი მიზეზი კატასტროფული სოციალური უთანასწორობაა

შვეიცარიის ქალაქ დავოსში გამართულ მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე მთავარი განსახილველი თემა იყოკაპიტალიზმის ფორმირება ყველა დაინტერესებული მხარისთვის”, .. stakeholder capitalism.

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარე კლაუს შვაბი გასული წლის ბოლოს წერდა: “როგორი კაპიტალიზმი გვჭირდება ჩვენ? შეიძლება ეს იყოს ჩვენი დროების განმსაზღვრელი კითხვა და მას ზუსტად უნდა ვუპასუხოთ, თუ გვსურს, შევინარჩუნოთ ჩვენი ეკონომიკური სისტემა მომავალი თაობებისთვის”.

ვინ არიან “ჩვენ”, სახელდობრ, რისი შენარჩუნება სურთ და რისთვის?

კითხვარა უნდა მოვუხერხოთ კაპიტალიზმს, რათა არ ჩამოიშალოს? _ წლეულს შემთხვევით არ დამდგარა კაპიტალიზმის წინაშე. თვით საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ ვაშინგტონში, პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტში განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკა ახალი დიდი დეპრესიის წინაშე დგას და ამის ერთ-ერთი მიზეზი კატასტროფული სოციალური უთანასწორობაა. მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი გამოკვლევაც მიუთითა, რომელშიც ნათქვამია, რომ დღევანდელი ვითარება ჰგავს “ბობოქარ 1920-იან წლებს”, რომლებმაც, საბოლოო ჯამში, 1929 წელს გამოიწვია საფინანსო ბაზრის კრახი”.

“ბობოქარი 20-იანი წლები” და “დიდი დეპრესია” _ ეს მხოლოდ სიტყვის მასალაა. ეკონომიკურად კი მათ უკან დგას წარმოების სწრაფი ზრდა აშშ-ში, I მსოფლიო ომის შედეგები ევროპაში, კაპიტალისტების მცდელობა, მნიშვნელოვნად მოემატებინათ მოგების ნორმა იმხანად ერთადერთი შესაძლებელი გზით, წარმოების მოცულობის ზრდა (იაფი მუშახელი ძნელი მოსაძებნი იყო), წარმოების გადაიარაღების კრიზისი, რომელმაც გამოიწვია საწარმოების მასობრივად დახურვა და უმუშევრობა, აგრეთვე, კრიზისიდან გამოსვლა კიდევ ერთი ომის მეშვეობით, რომელმაც აშშ-ს კვლავ გაუხსნა ევროპის ბაზრები.

მაგრამ, როცა დეპრესიასა და მსოფლიო ეკონომიკაზე ლაპარაკობს, ქალბატონი გეორგიევა ცოტას ეშმაკობს. XX საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა კავშირში არ ყოფილა არანაირი ეკონომიკური დეპრესია, პირიქით. დღეს კი იმავე ჩინეთში, რომლის ძირითადი ეკონომიკა გეგმური სისტემით მუშაობს, დეპრესიის არანაირი ნიშანი არ არის.

ჩინეთში მშპ-ს მატება ოდნავ შენელებულია, მაგრამ ეს დაკავშირებულია არა იმდენად სავაჭრო ომებთან, რამდენადაც თვით ჩინელების კეთილდღეობის დონის მატებასთან და ვიეტნამში, კამბოჯაში, მიანმასა და სხვაგან იმ უცხოური საწარმოების გატანასთან, რომლებიც იყენებდნენ იაფ, არაკვალიფიციურ სამუშაო ძალას.

ამრიგად, ლაპარაკი საჭიროა არა ეკონომიკურ კრიზისზე მსოფლიოში, არამედ მის კაპიტალისტურ ნაწილზე, რომელზეც იმსჯელეს კიდეც დავოსში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გამოკვლევებთან ერთად “კაპიტალიზმის გადარჩენის” მოტივს აჩენს E -ის კვლევაც, რომელიც 28 ქვეყანაში ჩატარდა.

რესპონდენტების 56%-ის აზრით, კაპიტალიზმი არაფრად ვარგა. და, თუკი რუსეთში ამ თეზისს დაეთანხმა გამოკითხულთა 55%, ინდოეთში, სადაც, ტრამპის თქმით, “ყველაზე დიდი დემოკრატიაა მსოფლიოში” და ეს ქვეყანა აშშ-თან ერთად არის “მშვიდობის, აყვავებისა და თავისუფლების” ბურჯი, 74% უკმაყოფილოა კაპიტალიზმით. ამ “აყვავების ბურჯში” სოციალური უთანასწორობა ისეთია, რომ ყოველწლიურად იფიცება 200-250 მლნ ადამიანი _ ევროკავშირის მოსახლეობის თითქმის ნახევარი. სხვათა შორის, კაპიტალიზმს ეჭვის თვალით უყურებენ თვით ევროპაშიც. დიდ ბრიტანეთში კაპიტალიზმი არ მოსწონს 53%-ს, გერმანიაში _ 55%-ს, ნიდერლანდებში _ 59%-ს, იტალიაში _ 61%-ს, საფრანგეთში კი _ 69%-ს(!).

შექმნილი სიტუაციის გამო უკმაყოფილებას ევროპელებიც ისე გამოხატავენ, როგორც მათი ინდოელი კოლეგები. 2019 წელს მასობრივი გაფიცვები იყო უნგრეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში; ფინეთში გაფიცვების გამო პრემიერმინისტრი იძულებული იყო, პოსტი დაეტოვებინა.

ფრანგყვითელ ჟილეტებზეყველამ იცის. დავოსში შეკრებილთა უმრავლესობას, შეუძლებელია, არ აწუხებდეს ის, რომ მსოფლიოში გამოკითხულთა 83%- ეშინია სამუშაოს დაკარგვის, ხოლო ისეთი, ვისაც სჯერა, რომ 5 წლის შემდეგ ცხოვრება უკეთესი იქნება, ცოტაა: იტალიაში _ 29%, დიდ ბრიტანეთში _ 27%, გერმანიაში _ 23%, საფრანგეთში _ 19%, ხოლო სუპერგანვითარებულ იაპონიაში, სადაც მალე ადამიანის ნაცვლად ყველაფერს რობოტები გააკეთებენ, მხოლოდ 15%- სჯერა ნათელი მომავლის. სიმპტომატურია გამოკითხულთა 57%-ის განცხადება, რომ სახელისუფლო ორგანოები ემსახურებიანუმცირესობისინტერესებს და მხოლოდ 30%- სჯერა, რომ ეს ასე არ არის.

ამრიგად, მითი იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ყველას (და არა მხოლოდ მმართველი კლასის) ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს, ნელ-ნელა იფანტება, ეს კი კატასტროფაა, ამიტომ დავოსში კვლავ შეეცადნენ, აეხსნათ, რატომ არის ყველასთვის კარგი კაპიტალიზმი. ამჟამად ის, უბრალოდ, “არასწორია” და უნდა იყოს “სწორი”.

“კომპანიის მიზანია, ჩაერთოს ყველა დაინტერესებული მხარე ღირებულების შექმნის ერთობლივ და მდგრად პროცესში. ღირებულების შექმნით კომპანია ემსახურება არა მხოლოდ თავისი აქციონერების ინტერესებს, არამედ თანამშრომლების, კლიენტების, მომწოდებლების, ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებსაც. ყველა დაინტერესებული მხარის სხვადასხვა ინტერესის გაგება და შეთანხმება შესაძლებელია საერთო მზადყოფნით, გატარდეს პოლიტიკა და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს კომპანიის აყვავებას შორეულ პერსპექტივაში”, _ ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მანიფესტში.

ესე იგი “სწორი” კაპიტალიზმი, რომელიც ყველასათვისაა _ ეს არის როგორც სტეიკჰოლდერ კაპიტალიზმი, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესებს ათანხმებს. მაგრამ, რადგან ფორუმზე დაქირავებული მუშაკები მომხსენებელთა როლში არ ყოფილან (ეკოლოგიის “დიდი ექსპერტი” გრეტა ტუნბერგი არ ითვლება _ ის, ტანზანიელი თანატოლებისგან განსხვავებით, ჯერ არ მუშაობს), როგორც ჩანს, ფორუმის ორგანიზატორები ამ ადამიანებს დაინტერესებულ მხარედ არ მიიჩნევენ უმუშევრობასა და სიღარიბესთან ბრძოლაში. იმის შესახებ, როგორ უნდა გაბედნიერდნენ მშრომელები, თვითონ მშრომელებს არავინ ალაპარაკებდა, უწინარესად, იმიტომ, რომ დავოსის ფორუმის თემა იყო არა “მშრომელთა ბედნიერება”, არამედ “კაპიტალიზმის გადარჩენა”.

ჩვეულებრივ, ეკოლოგიის თემები _ “მდგრადი განვითარება” (კონცეფცია, რომელიც თავის დროზე მოიგონა ელ გორმა ეკოლოგიური ბაჟის დასაწესებლად განვითარებადი ქვეყნებისთვის) და კაპიტალიზმის გაუმჯობესება, მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის მრეწველობის განვითარების აკრძალვით მთავრდება, რადგან განვითარებული სამყაროს ქვეყნებს თავიანთი კაპიტალიზმის გასაუმჯობესებლად იაფი სამუშაო ძალა სჭირდება.

თითქოს სპეციალურადო, გრეტა ტუნბერგმა _ ამ “კაცობრიობის ახალმა სინდისმა” _ ფორუმის პირველ დღეს განაცხადა კატასტროფის შესახებ, თუკი სასწრაფოდ არ შემცირდება ნახშირორჟანგის გამოყოფა. ამ მავნე გამონაბოლქვის მიხედვით კი ლიდერები არიან ჩინეთი, აშშ, ინდოეთი და რუსეთი. და აი ტრამპმა, რომელმაც ცოტა ხნის წინათ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ ამჟამად და ხანგრძლივად “ნომერი პირველია სამყაროში”, განაცხადა, რომ ამ ლიდერობას გამოიყენებს “ხეებისა და, საერთოდ, ტყეების გასაშენებლად, აღსადგენად და უკეთესად სამართავად”, თან უარყო კაპიტალიზმის აპოკალიფსის წინასწარმეტყველება და დასძინა, რომ უფლებას არ მისცემს “რადიკალ სოციალისტებს, დაანგრიონ ჩვენი ეკონომიკა”.

აბა, რა! სწორედ რადიკალურად განწყობილი სოციალისტები არიან დამნაშავენი იმაში, რომ რამდენიმე მილიარდი ადამიანი არა მხოლოდ ინდოეთში, ბანგლადეშში, ნიკარაგუასა და მიანმაში, არამედ თვით კეთილდღეობით განთქმულ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებშიც კი იძულებულნი არიან, დაკავდნენ დაბალკვალიფიციური სამუშაოთი, გროშები აიღონ და ეს მათ რატომღაც არ მოსწონთ.

არ გჯერათ, რომ კატასტროფაში დამნაშავენი რადიკალურად განწყობილი სოციალისტები არიან? მაშინ გრეტა ტუნბერგი მოგიყვებათ, რომ ყველა უბედურება პანდების რაოდენობის შემცირების გამო ხდება.

აქ გრეტასა და მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნის პრეზიდენტის გზები გაიყო. გრეტა ამბობს, რომ პანდებს გადაშენების საფრთხე ემუქრებათ სრულიად მსოფლიოში, ტრამპს კი უნდა, რომ ეს ცხოველები გადაშენდნენ ყველგან, აშშ-ის გარდა.

თუმცა პანდები ყველას გვიყვარს და ვოცნებობთ მათი რაოდენობის მომატებაზე, სასურველია, რომ შესანიშნავ ცხოველებთან ერთად სიღარიბეში სულს არ ღაფავდნენ ადამიანები.

ისინიც ხომ, ძირითადად, კარგები არიან, როგორც დათვები, აი სტეიკჰოლდერ კაპიტალიზმი კი _ არა!

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here