Home სხვადასხვა დაიჯესტი და ცოლად გაჰყვა ძმას, რომელთანაც სასიყვარულო კავშირს 15 წლის განმავლობაში მალავდა

და ცოლად გაჰყვა ძმას, რომელთანაც სასიყვარულო კავშირს 15 წლის განმავლობაში მალავდა

1653
და ცოლად გაჰყვა ძმას, რომელთანაც სასიყვარულო კავშირს 15 წლის განმავლობაში მალავდა

დები ზუტანტი თავის ძმას _ დედინაცვლის შვილს, ცოლად გაჰყვა. 50 წლის ფლორიდელი ქალი 37 წლის ჯოს სამი წლის წინათ მისთხოვდა. იმ მომენტისთვის მათი რომანი უკვე 15 წელიწადს ითვლიდა. ერთი მამის შვილები ირწმუნებიან, რომ მათ ერთმანეთი პირველი ნახვისთანავე შეუყვარდათ.

მეორე შეხვედრისას შეყვარებულებმა ერთმანეთთან სექსუალური კავშირი დაამყარეს, მაგრამ იძულებულები იყვნენ, ურთიერთობა ოჯახისთვის არ გაემხილათ. ამჟამად წყვილი ამის შესახებ დაუფარავად ლაპარაკობს. თავიანთი ურთიერთობის გასაჯაროებას ამართლებენ იმით, რომ სურთ, საზოგადოებას აუწყონ ისეთი სინდრომის არსებობა, როგორიც გენეტიკური სექსუალური სწრაფვაა.

“მიუხედავად იმისა, რომ მე და ჯო ნათესავები ვართ, შეხვედრისთანავე გაგიჟებამდე შეგვიყვარდა ერთმანეთი. ვიცი, რომ ორივეს ერთი სისხლი გვაქვს, მაგრამ ერთად არ გავზრდილვართ. სამი წლისა რომ ვიყავი, მაშინ მიშვილეს. მას შემდეგ სულ ვცდილობდი ჩემი ნამდვილი ოჯახი გამეცნო”.

დებიმ კერძო დეტექტივი დაიქირავა თავისი ნათესავების საპოვნელად. თავდაპირველად თავისი ბიოლოგიური მშობლები გაიცნო. შემდეგ, როცა ოჯახი წვეულებაზე შეიკრიბა, გაიცნო ჯო. მომდევნო საღამოს ორივენი სავახშმოდ წავიდნენ. ძმამ სიყვარული აუხსნა. მალევე ურთიერთობა ინტიმურ სიახლოვეში გადაიზარდა.

“ყოველთვის, როცა სტუმრები გვყავდა, თავს ისე ვაჩვენებდით, თითქოს ჯოს ცალკე ოთახში ეძინა. საოჯაო წვეულების დროს ერთმანეთთან დისტანციას ვიკავებდით. მამა ჩვენი შეხვედრიდან სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ ჩვენი ურთიერთობის შესახებ არაფერი გაუგია”.

როცა დებიმ ოჯახს ეს გაუმხილა, ყველამ უკვე ყველაფერი იცოდა. წყვილი დაქორწინდა იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის კანონმდებლობით ასეთი კავშირი აკრძალულია.

მათ 15 წლით პატიმრობა ემუქრება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here