Home რუბრიკები პოლიტიკა დაუსჯელობის სინდრომი

დაუსჯელობის სინდრომი

რატომაა, რომ ათამდე თავხედი, რომლებიც აქციის გამართვის საბაბით არმოწონებულთა ფსიქიკურ და ფიზიკურ ტერორს ეწევიან, ქართველი ხალხის სახელით საუბრობს და პასუხს არავინ სთხოვს?

768
დაუსჯელობის სინდრომი

ნაციონალურ მოძრაობასთანდაახლოებულ პირებს, სხვა სიკეთესთან ერთად, .. “ნარუშილოვკებიჰქონდათ, საბუთი, რომელიც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ქვას ხეთქავდა. “ნარუშილოვკისწარმდგენს უფლება ჰქონდა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისთვის ახსნაგანმარტების გარეშე მოეთხოვა კონკრეტულ ადგილამდე მიცილება, მის მფლობელს თუ გააჩერებდნენ, არ ჰქონდათ უფლება არათუ ალკოტესტზე შეემოწმებინათ, არამედ შეემოწმებინათ მანქანა, საბუთები. არცთუ იშვიათად, “ნარუშილოვკისმფლობელი პოლიციის ესკორტს კონკრეტულ ლოკაციამდე მხოლოდ იმიტომ მიუცილებია, რომ მისმა მფლობელმა ძმაკაცთან ან შეყვარებულთან, ან, უბრალოდ, ნაცნობთანგაიბლატავა”. “ქართული ოცნებისხელისუფლებაში მოსვლის შემდეგნარუშილოვკები”, ასე ვთქვათ, “ხმარებიდან ამოიღეს”, მაგრამ სხვა ფორმით დააბრუნეს და იმ სხვა ფორმას ოპოზიციური პარტიის წევრობა ჰქვია.

ცოტა ხნის წინათ არ იყო, “ოპოზიციის აქტივისტ” (სინამდვილეში ერთ ვიღაც ვიგინდარას) გიგა მაქარაშვილს გორში ნაგვის ურნა რომ ჩამოაცვეს თავზე? გახსოვთ, მაშინ რა მოხდა? ჯერ სახალხო დამცველმა იშიშვლა ხმალი, შემდეგ არასამთავრობოები მიჰყვნენ, ოპოზიციურმა პარტიებმა ისტერიული ბრიფინგი ბრიფინგზე მოაწყვეს, ტელევიზიებმაც მხარი აუბეს და იმას არავინ არ ამბობდა, რატომ მოხდა ეს: ხელისუფლებისა და პოლიციის უმოქმედობის ფონზე მაქარაშვილი, თანამზრახველებთან ერთად, გორის მერიიდან გამოსულ თანამშრომლებს უყვიროდა, უსტვენდა, შეურაცხყოფდა (“მონა, მონა”-ს ძახილი თუ შეურაცხყოფა არ არის, მაშინ არ შეურაცხყოფდა) და ერთ-ერთს გულმა არ მოუთმინა, ნერვები აღარ ეყო და ნაგვის ურნა ჩამოაცვა თავზე. ხელისუფლების რეაქციაც მყისიერი იყო _ მაქარაშვილს ჯერ თავხედობის, საჯაროდ უზრდელობის და ხულიგნობის უფლება მისცა, მერე კი მერიის ის თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა, სასამართლომ კი 5 ათასლარიანი ჯარიმა აჰკიდა.

23 იანვარს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნა დააპირქვავეს თავზე. ჩამოცმა იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ მობრუნება მოასწრო. ყველაზე საინტერესოც ამის შემდეგ დაიწყო. სახალხო დამცველმა მშვიდად აღნიშნა, რომ ეს არ არის თავისუფლების გამოხატვის სტანდარტი; ხელისუფლებამ ამაყად განაცხადა, რომ ოპოზიციამ თავისი რეალური სახე აჩვენა; ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობამ თქვა, რომ საქციელი არ მოეწონათ, მაგრამ არ გმობენ. მთავარი კი ის არის, რომ ბატონ ირაკლის ნაგვის ურნა თავზე ერთადერთი მიზეზით დააპირქვავეს _ ის აჭარის უმაღლეს საბჭოში კანონიერად მოპოვებული მანდატის საფუძველზე შევიდა. გამოდის, აჭარის უმაღლეს საბჭოსა თუ პარლამენტში შესასვლელად მხოლოდ ამომრჩევლის ნება არ კმარა, ოპოზიციის აქტივისტებმაც უნდა “გაგიპრავონ”, წინააღმდეგ შემთხვევაში, ობსტრუქციას მოგიწყობენ.

პირველ რიგში, ამ ყველაფერზე სახალხო დამცველის რეაგირებას ველოდით. გორისგან განსხვავებით, ნინო ლომჯარია აჭარაში არ ჩასულა (შორია), თუმცა განცხადება ოპერატიულად გაავრცელა.

“გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რომელიც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობასა და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება”, _ განაცხადა ლომჯარიამ და… ამით შემოიფარგლა.

გაგიკვირდებათ და, რიგითი მოქალაქეების შემდეგ, ყველაზე მწვავე რეაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრ სალომე სამადაშვილს ჰქონდა, რომელმაც სოციალურ ქსელში შემდეგი დაწერა: ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს, და ისიც, ვინც ამას მიესალმება. ეს იყო ყველაზე ადეკვატური განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრთა მხრიდან, მაგრამ სამადაშვილი მარტო აღმოჩნდა. ჯერ ნიკა მელიამ თქვა: არ ვამართლებ, მაგრამ ამ ადამიანების მესმისო. შემდეგ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, არ ვამართლებ, მაგრამ არც ვგმობო. ბოლოს კი “ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯელალ ქიქავამ ოფიციალურად განაცხადა: “სალომე სამადაშვილმა ან ბოდიში მოუხადოს აქციის თითოეულ მონაწილეს, ან დატოვოს “ნაცმოძრაობა”, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი იქნება თვითონ, თუ ბათუმში ჩამოვა”-ო. როგორია?! დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, არც სამადაშვილი მოიხდის ბოდიშს და ვერც ქიქავა გაუბედავს ნაგვის თავზე დაყრას, მაგრამ მიდგომა არის ძალიან საინტერესო. ჰო, აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც მიუკერძოებლობადამოუკიდებლობაზე დებენ თავს, პირში წყალი ჩაიგუბეს.

რა გამოდის?! პირველ რიგში, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ არანაირი სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობენ, ყველა ვიღაცის სამსახურშია და იმის გათვალისწინებით, რომ არასამთავრობოთა უმრავლესობა წინა ხელისუფლების პირობებში შეიქმნა და მათ გრანტებზე იყო ჩამოკიდებული, სწორედ ოპოზიციის მხარდამჭერია. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არ არის არც სახალხო დამცველი და, სამწუხაროდ, ნინო ლომჯარიამ დღემდე ვერ გაიგო ის, რომ სახალხო დამცველი არ არის სიწმინდე და ხელშეუხებელი და კრიტიკის მოსმენა და ატანა მასაც ისევე მოუწევს, როგორც ნებისმიერ საჯარო პირს. ლომჯარიამ არ მოითხოვა დამნაშავის დასჯა და იდენტიფიცირება, ფორმალობისთვის ერთი განცხადება გააკეთა და წერტილი დასვა. აი გორის ინციდენტის მონაწილისთვის კი ლამის სამუდამო პატიმრობას ითხოვდნენ.

შემდეგ _ ხელისუფლების პოზიცია სასაცილოც აღარ არის. ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს, რომ სამსახურიდან გამოსულ ადამიანს (არ აქვს მნიშვნელობა, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება თუ რიგითი სპეციალისტი), ხელით არავინ შეეხოს (ბატონ ირაკლის ხელით აჩერებდნენ და, როცა მან ხელი მოჰკიდა აქციის ერთერთ მონაწილეს, მყისვე გაისმა მჭექარედ: “ნუ მეხები!”), თავზე ნაგავი არ დააყაროს, არ აგინოს, არ უყვიროს ეს ყველაფერი სახელმწიფოს მოვალეობაა და ჩვენ გადასახადებს სწორედ იმის გამო ვიხდით, თავი უსაფრთხოდ და დაცულად რომ ვიგრძნოთ. ახლა კი გამოდის ისე, რომ ოპოზიციას აქვს საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანური ეთიკის, საერთოდ ყველანაირი უმსგავსობის უფლება, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ, რომლებმაც მოქმედ ხელისუფლებას დაუჭირეს მხარი, თავისუფლება შეზღუდული აქვთ. ცნება, შენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვა ადამიანის ცხვირი, მხოლოდ ოპოზიციის მიმართულებით ვრცელდება და, როცა ამას უყურებენ ის აქტივისტები, რომლებმაც უკადრებელი იკადრეს, უფრო და უფრო თავხედდებიან. ბოდიში, თუ ყველას არ ჰყავს პირადი დაცვა, ბოდიში, თუ პარლამენტის დეპუტატები სამთავრობო შესასვლელიდან ჯიპებით შედიან და გამოდიან, მათ ვერავინ ვერ წვდება, რიგითმა თანამშრომლებმა რა ქნან? ნაგვის ურნა ჩამოაცვეს ადამიანს და ორგანიზაცია “ალტერნატივას” ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე, იცით, რა შინაარსის განცხადება დევს?

“ნაგვის ყუთში ჩაგდებას, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის თავზე დაყრა ვამჯობინეთ (წნევიანი კაცია მაინც). ყველა მოღალატეს იგივე ბედი ელის. ის, ვინც ქართველ ხალხს უღალატებს და საკუთარი კეთილდღეობისთვის კომფორტს ამჯობინებს, საკადრის პასუხსაც მიიღებს ქართველი ხალხისგან…”

არის თუ არა ეს პირდაპირი მუქარა? რატომაა, რომ ათამდე თავხედი, რომლებიც აქციის გამართვის საბაბით არმოწონებულთა ფსიქიკურ და ფიზიკურ ტერორს ეწევიან, ქართველი ხალხის სახელით საუბრობს და პასუხს არავინ სთხოვს? აუცილებლად გული უნდა გასკდომოდა ჩავლეიშვილს, ხელისუფლებას რეაქცია რომ ჰქონოდა? თუ თავზე ნაგვის დაყრას არა უშავს?!

ხელისუფლების უმაღლესი პირები ასე ადვილად იმეტებენ თავიანთ მხარდამჭერებს თითო-თითოდ თუ ჯგუფურად, სამაგიეროდ, დასავლეთს თავს აწონებენ, აგერ, როგორი დემოკრატები ვართ, ჩვენებს ვსჯით, ოპოზიციონერებს _ არაო და ამით გათამამებული ოპოზიცია უკადრებელს კადრულობს. დაისაჯა ვინმე, ვინც არჩევნების შემდეგ ცესკოსთან სამართალდამცველებზე იძალადა?!

არა, და არც დაისჯება. რომელიმე სამართალდამცველს რომ ეძალადა ოპოზიციის წევრზე, ხომ იჯდებოდა ახლა ციხეში?! ბატონებო, იმაზე იფიქრეთ, რომ თქვენგან გამეტებული მხარდამჭერები ერთ დღეს ოპოზიციის გარეშე მოგაკითხავენ და პასუხს მოგთხოვენ, შემდეგ ნაგვის ურნას კი არ ჩამოგაცვამენ თავზე, პირდაპირ უნრაში მოგისვრიან და სიმართლის დადგენასა და საკუთარი თავის დაცვასაც თავადვე შეეცდებიან. არ შეიძლება ასე გაგრძელება და ეს ყველაზე კარგად თქვენ უნდა იცოდეთ, მაგრამ არ გაინტერესებთ, რადგან საკმარისია, თქვენს ამომრჩეველს, თქვენს მხარდამჭერს გვერდით დაუდგეთ, არასამთავრობოების რისხვა დაგატყდებათ, ევროპაამერიკაშეშფოთდებადა ამის გეშინიათ; გეშინიათ, სკამი არ შეგერყეთ. და იცით, რის იმედად არის ხელისუფლება? იმის, რომ, თუ ერთ ამომრჩეველს დაკარგავს, ახალ არჩევნებზე სხვას მოძებნის, იმას, ვისაც წინამორბედზე მეტად უჭირს და ხმას კი არა, ტანსაცმელს გაიხდის და გაყიდის, შინ შვილებს საჭმელი რომ მიუტანოს. ასეა, ხალხის გაჭირვებაზე აგებული ხელისუფლება, დაუცველი საზოგადოება და დასავლეთისგან შეგულიანებული ოპოზიციური სპექტრის რისხვა ერთმანეთშია აზელილი.

ვინმემ მაინც იფიქრა, რა რეაქცია ექნებოდათ ირაკლი ჩავლეიშვილის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, მეზობლებს იმაზე, რაც ტელევიზიით ვიხილეთ? თუმცა, ეს ვის აინტერესებს და, ნუ გაგიკვირდებათ, თუ შემდგომ აქციის მონაწილეები შემაღლებულ ადგილზე ავლენ და იქიდან გადმოაშარდავენ მათ, ვინც არ მოსწონთ. ჰო, ამ ყველაფერს ქართველი ხალხის სახელით გააკეთებენ და გამკითხავიც არავინ იქნება.

ბესო ბარბაქაძე

P.S. ბათუმის სასამართლომ მოძრაობაალტერნატივისაქტივისტ ირაკლი ფანგანს, რომელმაც დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი გადააყარა, 2 ათასლარიანი გირაო შეუფარდა და ჩავლეიშვილთან მიახლოება აუკრძალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here