მთავარი ახალი ამბები დასახელდა ხუთი საშიში მედიკამენტი, რომელიც გულის შეტევას და ინსულტს იწვევს

დასახელდა ხუთი საშიში მედიკამენტი, რომელიც გულის შეტევას და ინსულტს იწვევს

4222
გააზიარეთ

იბუპროფენი, ცილეკოქსიბი, მეფენამიკური მჟავა, დიკლოფენაკი და ნაპროქსენი – ეს ის 5 ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, რომლებიც ტაივანელი მეცნიერების აზრით, მსოფლიოში ყველაზე საშიშია.

ამის შესახებ dailymail-ი წერს.

კვლევის მიხედვითაც გაირკვა, რომ ამ მედიკამენტების მოხმარება შესაძლოა გულის შეტევის ან ინსულტის გამომწვევი მიზეზი გახდეს.

კვლევის დროს, ტაივანელმა მეცნიერებმა 56 000 ზრდასრული ადამიანის მონაცემი შეისწავლეს, რომლებსაც მაღალი წნევა ჰქონდათ.

შედეგად, ანალიზმა აჩვენა, რომ 330 ადამიანიდან ერთს, რომელიც იბუპროფენს იყენებდა, გულის შეტევა ან ინსულტი ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ჰქონდა.

ცილეკოქსიბის შემთხვევაში კი ასეთი 105 ადამიანი იყო.

გულის შეტევა ან ინსულტი ჰქონდა 245 ადამიანიდან ერთს დიკლოფენაკის შემთხვევაში, ხოლო 214-დან ერთს ნაპროქსენის შემთხვევაში.

ამათან ყველაზე მავნე მეფენამიკური მჟავა აღმოჩნდა, რომელიც გულის შეტევას ან ინსულტს 394  ადამიანიდან ერთში იწვევს.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here