Home რუბრიკები პოლიტიკა დასავლეთს ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყანა მხოლოდ რუსეთთან საომრად სჭირდება

დასავლეთს ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყანა მხოლოდ რუსეთთან საომრად სჭირდება

მეხუთე კოლონა ძლიერია იქაც და აქაც

177

რომის პაპზე დიდი კათოლიკენი ნუ ვიქნებით!” _ ეს გამოთქმა ზუსტად მიესადაგება საქართველოს დედაქალაქში დღეს შექმნილ ვითარებას. ლამის ყველა კაფესა თუ სასტუმროსსლავა უკრაინიაწერია. პრინციპში, სასტუმროების უმრავლესობამ ეს აბრა უკვე ჩამოხსნა, რადგან მთავარ სტუმრებად რუსეთის მოქალაქეები ჰყავთ. სამაგიეროდ, კაფეებისა და ბარების შესასვლელებში კვლავ არის ეს აბრები და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს გვსურს, დავამტკიცოთ, რომ უკრაინელებზე მეტი უკრაინელები ვართ. გვერწმუნეთ, ასეთი ისტერიკა უკრაინაშიც არ არის და ის, რაც აქ ხდება, კონკრეტული ჯგუფის დაგეგმილი და განხორციელებულია.

როგორც ჩვენთან, ისე რუსეთშიც არსებობს მეხუთე კოლონა და ამას ახლავე დაგისაბუთებთ. დასავლეთს ძალიან უნდა, ჩვენ და რუსები სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაგვკიდოს ერთმანეთს, როგორც ეს რუსებისა და უკრაინელების შემთხვევაში გააკეთა და, სამწუხაროდ, კარგადაც გამოუვიდა. მეხუთე კოლონა ძლიერია აქაც და რუსეთშიც და მათი შემოქმედებაა სწორედ ის, რომ, როგორც კი რუსეთსა და საქართველოს შორის დათბობის პერსპექტივა გაჩნდა და გრიგორი კარასინმა ქართველებთან შეხვედრისას საჯაროდ თქვა, საქართველოს პოზიცია სანქციებთან არმიერთების შესახებ შეუმჩნეველი არ დარჩენილაო, რამდენიმე დღეში რუსეთში ამ მეხუთე კოლონის ძალისხმევით ანატოლი ბიბილოვს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაზე განაცხადებინეს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთადერთი მიზნით გაკეთდა _ საქართველოში ისევ გაეძლიერებინათ ანტირუსული ისტერიკა და დათბობის პერსპექტივა ჩაეშალათ. ასეთი შემთხვევა პირველი არ არის _ საკმარისია, ოფიციალურად ითქვას, რომ რაღაც პოზიტიური ხდება ან მზადდება რუსეთსა და საქართველოს შორის, რომ მას მაშინვე მოჰყვება პროვოკაციული გამოხდომა თვითონ რუსეთში (როგორც წესი, ისევ სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის თემაზე) და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო ინიციატივა ან პროცესი უფასურდება.

გასულ უქმეებზე რუსეთიდან ჩამოსულ მეგობრებს დედაქალაქი დავათვალიერებინე. მცირეწლოვანი შვილისთვის საგაზაფხულო სამოსის ყიდვა სურდათ, შევყევი მაღაზიაში და, როცა კონკრეტული ნივთის საფასური იკითხეს, გამყიდველმა 75 ლარი დაუფასა. ქართულად გავუპროტესტე, რა ამბავია-მეთქი და უი, რუსები მეგონეთ, 40 ლარი ღირსო. არადა, ეს ოჯახი მოსკოვში სოლიდურ ბიზნესს ფლობს, სურთ, ფილიალი საქართველოში გახსნან, დაახლოებით 250-300 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელონ, 10-12 ადამიანი დაასაქმონ და… მოდი, პირდაპირ ვთქვათ, რუსეთის მოქალაქეების გარდა, ვის აქვს სურვილი, საქართველოში ბიზნესი აწარმოოს? _ არავის, გარდა ირანელებისა და ინდუსებისა, რომლებიც გახსნიან სამრეცხაოს ან კაფეს და მათხოვრულ ხელფასზე ამუშავებენ ადგილბრივებს. გულზე ხელი დაიდეთ და თქვით: რატომ ურჩევნიათ ქართველებს რუსებთან მუშაობა? იმიტომ ხომ არა, რომ ადამიანური პირობები და ადამიანური ხელფასი აქვთ?

რუსეთის ფედერაციაში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. როგორ გგონიათ, იქ მაღაზიაში შესულ ქართველებს სხვა ფასს ეუბნებიან და რუსებს _ სხვას? რუსეთში კაფეებსა და ბარებზე მიკრულია რაიმე მინიშნება, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთია? ვინმე ამას ხმამაღლა ამბობს? რიგითი ადამიანები გამოხატავენ აგრესიას ქართველების მიმართ? _ რა თქმა უნდა, არა (ვისაც არ სჯერა, მოიკითხოს) და რა გამოდის? ჩვენ მაგარი ბიჭები ვართ და ისინი _ არა? ვინ აკრძალა რუსეთთან ხორბალსა და ენერგოპროდუქტებზე საუბარი იმის გამო, რომ შესაძლებელი იყო, ეს ყველაფერი გაცილებით იაფად მიგვეღო და მოსახლეობას ამოესუნთქა? ერთ არცთუ მშვენიერ დღეს რუსეთმა მილიონი ქართველი რომ მოგვაყენოს საზღვარზე, _ დაიბრუნეთ თქვენი მოქალაქეები, ჩემი გამჭირვებიაო, მერე რას ვშვრებით? ხომ დავიწყებთ ხმის ჩახლეჩვამდე ყვირილს, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს არაადამიანურად ექცევა? და ჩვენ ვექცევით ადამიანურად? ვინმე აგვიხსნის, რას ნიშნავს ქუჩაში ქერათმიანი ადამიანებისთვის შუა თითის ჩვენება და შეურაცხმყოფელი ფრაზების ყვირილი? ეს ყველაფერი რუსეთის ოფიციოზის ყურამდე რომ მივიდეს (და აუცილებლად მივა), მკაცრი, აგრესიური რეაქცია რომ ჰქონდეს რუსეთს, ჩვენ, რიგითი ადამიანები, რას მოვიგებთ? იმას მაინც თუ ხედავთ, უკრაინაში 100-ათასიანი ქალაქები მიწასთან რომ არის გასწორებული და მილიონობით დევნილი ჰყავს ქვეყანას? რაც უკრაინაში ხდება, დასავლეთის წაქეზებითაა და იგივე დასავლეთი ახლა ჩვენ გვაქეზებს, მეორე ფრონტი გახსენითო კავკასიაში. რეგიონში ჩვენ გარდა კიდევ რამდენიმე ქვეყანაა, მაგრამ გინახავთ ასეთი ისტერიკა აზერბაიჯანში, სომხეთში?..

შესაძლოა, ბევრმა არც ის იცის, რომ უკრაინაში ქართველებზე მეტი აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და მხოლოდ ბიზნესი კი არ აქვთ, ქალაქების საკრებულოების დეპუტატიც არის რამდენიმე აზერბაიჯანელი. გინახავთ ბაქოში უკრაინაზე ატეხილი ისტერიკა და გამოფენა აბრებისა “სლავა უკრაინი”? ვერც ნახავთ, იმიტომ, რომ ეს ადამიანები ჯერ საკუთარ ქვეყანაზე ფიქრობენ და მერე სხვაზე. როგორ გგონიათ, ბიბილოვის ნათქვამი კრემლში სერიოზულად აღიქვეს, ან .. სამხრეთ ოსეთის მიერთება და გადაყლაპვა რომ სურდეთ, ბიბილოვის განცხადებას დაელოდებოდნენ თუ 2008 წლის ომის შემდეგ ერთ დღეში მიიერთებდნენ როგორც სამაჩაბლოს, ისე აფხაზეთს? ვინ იქნებოდა წინააღმდეგი _ ევროპა თუ ამერიკა? ორივე მხოლოდ შეშფოთებით შემოიფარგლებოდა და იტყოდა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ აღიარებენ და არც არაფერი მოხდებოდა, გაგრძელდებოდა ყველაფერი იმაზე გაცილებით უარესად, ვიდრე ახლა არის. ამიტომ ვამტკიცებთ, რომ სწორედ რუსულმა მეხუთე კოლონამ აიძულა ბიბილოვი, ეთქვა რუსეთთთან მიერთებაზე და მცირე შანსი იმისა, რომელიც გაჩნდა, კვლავ გაუფერულდა. როგორ გგონიათ, ბიბილოვის სიტყვას მეტი წონა აქვს რუსეთში თუ კარასინის? ან კარასინი იტყოდა იმას, რაც თქვა, კრემლთან შეთანხმების გარეშე? _ არ და ვერ იტყოდა და ეს შანსიც ხელიდან მხოლოდ იმიტომ გავუშვით, რომ ვიღაცას არ ეთქვა, რუსეთთან სასაუბროდ როგორ დასხედითო. არადა, უდიდესი ალბათობით, ამ თვეში რუსეთთან სასაუბროდ უკრაინა დაჯდება და ეს ყველაფერი პირველი პირების დონეზე მოხდება, თორემ ქვედა რგოლი ერთმანეთს უკვე მეექვსედ თუ მეშვიდედ შეხვდა.

სამწუხაროდ, მხოლოდ კაფეებსა და ბარებზე არ გვაქვს საუბარი. ადამიანები (ძირითადად, ახალგაზრდები) ქუჩაშიც შეურაცხყოფენ რუსეთის მოქალაქეებს და სახელმწიფო ვალდებულია, რაღაც მოიფიქროს, რაღაც შეცვალოს, სხვაგვარად არაფერი გამოვა. ერთ მშვენიერ დღეს მივალთ იქამდე, რომ სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზრდება (რისი გეგმაც ქართულ მეხუთე კოლონას აუცილებლად ექნება) და შემდეგ შესაძლოა, უმართავი პროცესები დაიწყოს. შემდეგ სახელმწიფო ვეღარ მოახერხებს სიტუაციის გაკონტროლებას, ვეღარაფერს შეცვლის და იძულებული იქნება, იმ დღის წესრიგით იმოქმედოს, რომელსაც ცალკე დასავლეთი და ცალკე ტვინგაცხელებული ოპოზიცია შესთავაზებს. დასავლეთი აუცილებლად შეეცდება, ეს ფაქტი გამოიყენოს იმისთვის, რომ აქ მეორე ფრონტი გაიხსნას და გვერწმუნეთ, მთავარი მიზანიც ეს არის. სად ერთი ქვეყნის მოსახლეობის განადგურება და სად ორის. ევროპაამერიკა სიამოვნებისგან კრუტუნს დაიწყებს.

დღეს არსებული რეალობა საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნებს, რომ რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ომი დასჭირდა უკრაინას იმისთვის, რომ ამას მიმხვდარიყო და, როცა მიხვდა, ხელში, განადგურებული ქალაქებისა და დახოცილი ადამიანების გარდა, არაფერი შერჩა. სულელები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, ჭკვიანები _ სხვის შეცდომებზეო. ახლა სწორედ ის დროა, სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ, აღარ გავიმეოროთ და ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ პრობლემა, რომელიც, მესამე ათეული წელია, დამოკლეს მახვილივით კიდია ყველა ხელისუფლების თავზე და წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ იწევს. სწორედ ახლა ევროპა და ამერიკა ვერ იტყვიან, რომ რუსეთთან საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ამუაზრობიდანაზრი უკვე უკრაინამაც კი გამოიტანა და დასავლეთის მიმართ შეფარული, მაგრამ მაინც მკაცრი კრიტიკა ზელენსკის ბაგეთაგან ლამის ყოველდღიურად ისმის.

სანამ ჩვენი ხელისუფლება, მეხუთე კოლონის წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ შეხვედრის ორგანიზებას მოახერხებს, აუცილებელია, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში თავი დაცულად იგრძნონ. ჰო, დაცულად და ზუსტად ისე, როგორც მილიონზე მეტი ქართველი გრძნობს რუსეთში და იქიდან, წლებია, არჩენს არამხოლოდ სანათესაოსა და საახლობლოს, არამედ ქართულ ეკონომიკაშიც სერიოზული წვლილი შეაქვს. სხვაგვარად მივიღებთ მორიგ გემს დასავლეთისგან, სადაც კვლავ პამპერსი და წყალი იქნება, და შემდეგ იმაზე დავიწყებთ მსჯელობას, ისედაც წყალწაღებულ ქვეყანას ამდენი წყალი რისთვის სჭირდება. ნატოში ჩვენი გაწევრება რომ გამოირიცხა, ბავშვიც კი მიხვდება (ეს ცალკე განსახილველია და იმას ნიშნავს, რომ ნატოს მისიებში ქართველი ჯარისკაცები ტყუილად გავგზავნეთ და ვიღაცის ომში სასიკვდილოდ გავწირეთ), ევროკავშირი ჩვენს განაცხადზე უარყოფით პასუხს მალე გვეტყვის და მართლა დედა ხომ არ უნდა გვაგინონ პირდაპირ ეთერში იმის მისახვედრად, რომ დასავლეთს ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ერთადერთი მიზნისთვის სჭირდება _ რუსეთის გასაღიზიანებლად და ამ უზარმაზარ სახელმწიფოსთან საომრად.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here