Home სხვადასხვა დაიჯესტი დალაქს, რომელიც გეიპარტნიორებს ვიჩინფექციით შეგნებულად ასნებოვნებდა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

დალაქს, რომელიც გეიპარტნიორებს ვიჩინფექციით შეგნებულად ასნებოვნებდა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

978
დარილ როუ

27 წლის ბრიტანელი დარილ როუ პირველი ბრიტანელია, რომელსაც წლეულს, აპრილში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს სასიკვდილო დაავადებით პარტნიორების შეგნებულად დასნეულების ბრალდებით.

ედინბურგელმა  “არატრადიციული ორიენტაციის” დალაქმა როუმ თავისი უიმედო დიაგნოზის შესახებ ჯერ კიდევ 2015 წელს შეიტყო, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა, აქტიური სექსუალური კავშირი სხვა მამაკაცებთან გაეგრძელებინა. უარი თქვა ვირუსების საწინააღმდეგო თერაპიაზე და წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხუთი მამაკაცი დააავადა. მას ჩაფიქრებული ჰქონდა, რაც შეიძლება მეტი მამაკაცისთვის შეეყარა უკურნებელი სენი, დაჟინებით არწმუნებდა თავის საყვარლებს, უპრეზერვატივოდ მისცემოდნენ განცხრომას. იმედი ჰქონდა, რომ მისი ბოროტი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის პასუხს არავინ მოსთხოვდა, რადგან დიდ ბრიტანეთში მსგავსი სასამართლო პროცესები არასოდეს გამართულა. მაშასადამე, არც პრეცედენტი ყოფილა. მაგრამ იმედი გაუცრუვდა და მიმალვა სცადა, რადგან დანაშაულის შესახებ ინფორმაციამ მაინც გაჟონა, იგი მოძებნეს და დააკავეს. შარშან, ნოემბერში, დამნაშავედ ცნეს. რამდენიმე დღის წინათ გამართულ სხდომაზე მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ციხეში პატიმარს განსაკუთრებულ კარანტინში მოათავსებენ, სხვა პატიმრები რომ არ დააავადოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here