მთავარი მსოფლიო დაითვალეს აშშ-ის მიერ დახოცილი მშვიდობიანი სირიელები

დაითვალეს აშშ-ის მიერ დახოცილი მშვიდობიანი სირიელები

1
გააზიარეთ
სირია

2014 წლიდან სირიაში საომარი კამპანიის განმავლობაში საერთაშორისო კოალიციის დარტყმების შედეგად, რომელსაც აშშ უდგას სათავეში ქვეყანაში დაიღუპა 801 მშვიდობიანი მცხოვრები. ამას იუწყება Routers ოპერაციის შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამოქალაქო პირები დაბომბვებსა და საარტილერიო დარტყმებს შემთხვევით ემსხვერპლნენ.

ამერიკელები პასუხისმგებლობას თავიდან არ იცილებენ, მითითებულია მოხსენებალი. დოკუმენტში აგრეთვე ნათქვამია, რომ ოპერაციის დაწყებიდან კოალიციამ განახორციელა 28 ათასი დარტყმა და მიიღო 1790 პატაკი და მოხსენება მოქალაქეთა შორის პოტენციური მსხვერპლის რაოდენობის შესახებ. ამასთან, 695 ინფორმაცია, როელიც მიღებული იყო ერაყიდან და სირიიდან შესწავლის სტადიაია.

სააგენტო აზუსტებს, რომ ამერიკელი სამხედროების მონაცემები სერიოზულად განსხვავდება მონიტორული ჯგუფების მიერ შეგროვებული ინფორმაციისგან. მაგალითად, ორგანიზაცია Airwars -ის ინფორმაციის თანახმად კოალიციის ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა მინიმუმ 5961 მშვიდობიანი მცხოვრები.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here