მთავარი საზოგადოება გურამ ქართველიშვილი: ამერიკაა თავიდათავი ყველა იმ უბედურებისა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხდება

გურამ ქართველიშვილი: ამერიკაა თავიდათავი ყველა იმ უბედურებისა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხდება

“რამდენიმე დღის წინათ ავსტრიის ელჩმა გამოგვიცხადა, _ დინოზავრები ხართო”

2436
გააზიარეთ
გურამ ქართველიშვილი

_ ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქციის გამართვას აზრი აქვს იმ შემთხვევაში, თუ დიდი აქცია ჩატარდება, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში ხალხი აღარ აქტიურობს. ამერიკაა თავიდათავი ყველა იმ უბედურებისა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხდება და ამას უკვე აღარც მალავენ, მათ მხოლოდ ის აინტერესებთ, გვაქვს თუ არაპედერასტული ფასეულობებიდა ამას რომ გეტყვისნამესტნიკი”, ხანი თუ ფაშა, .. ერად არ აღგიქვამს. ასეთინამესტნიკიხანი და ფაშა საქართველოს ბევრი ჰყოლია, მათი მიზანი ყოველთვის ჩვენი განადგურება იყო. ამერიკას სურს, დაგვიმთავროს ქართული სახელმწიფო. ერი კი ამას ვერ ხვდება, ძალიან ბრიყვები და ბედოვლათები აღმოვჩნდით.

ბოლო პერიოდში პოლიტიკური აქტიურობის დიდი გამოცდილება დამიგროვდა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში არასოდეს არ ვყოფილვარ. ყველა ცდილობს, გაიხსენოს რომელიღაც ეპოქა, ეროვნული მოძრაობა, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რომ მაშინ სხვა დრო იყო და სხვა ინტელექტი ჰქონდა ხალხს. ერი განათლებული იყო და ეს განათლება ამერიკაში არ ჰქონდა მიღებული. დღეს ქართველმა თავისი თავი, თავისი ისტორია არ იცის და არც აინტერესებს.

_ არ ფიქრობთ, რომ ეს, როგორც იტყვიან, ტვინის გამორეცხვის შედეგია?

_ ამას ამერიკა აკეთებს. გაგანია ანტიქართული პროპაგანდაა ქვეყანაში. ამერიკის გარდა ამაზე მუშაობს ამერიკის კონტროლს დაქვემდებარებული თითქმის ყველა ქვეყნის საელჩო. რამდენიმე ხნის წინათ ავსტრიის ელჩმა გამოგვიცხადა, დინოზავრები ხართო, დინოზავრი ხომ ცხოველის გადაშენებული სახეობაა?!

როდესაც ერს თავმოყვარეობა აქვს დაკარგული, ყველა თავზე დააჯდება, ვინც უნდა იყოს ის. გადახედეთ, რა ხდება ქვეყანაში _ ხალხი თავის კულტურას, თავის წარსულს დასცინის, ერი გადაშენდა, ეს ამერიკის ბრალია, ოღონდ ვერ ხვდებიან. ასეთ ვითარებაში კი გინდ ამერიკის საელჩოსთან მიდი და გინდ _ მთავრობის კანცელარიასთან. ას კაცზე მეტი არ გამოვა ქუჩაში. ის ასი ადამიანიც პენსიონერი იქნება, რადგან ახალგაზრდობა მთლიანად გამოთიშულია მიმდინარე პროცესებიდან _ მათ მივეცით ნარკოტიკები და უაღრესად მდარე, თანდაყოლილი ინტელექტის გამანადგურებელი განათლების სისტემა. დღევანდელი განათლების სისტემა ახალგაზრდებს არათუ რაიმეს მატებს, რაც აქვთ, იმასაც უკარგავს და ასეთ პირობებში კარგად ვერ ვიქნებით. ამ ყველაფერს ამერიკა აკეთებს, ამას თვითონ ხალხი უნდა ხედავდეს ვიღაცის მითითების გარეშეც.

11 ივნისს ამერიკის საელჩოსთან აქციაა დაგეგმილი, მაგრამ შესაძლოა არც კი მივიდე, გულგატეხილი ვარ, მგონია, რომ არ მოვა ხალხი და არაფერი არ გამოვა, ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ჩემი მიზანი არ არის პოლიტიკაში ჩართვა და პარლამენტში ჯდომა კახაძესავით, იმ ადამიანებივით, თავი ინტელიგენტებად რომ მოაქვთ. მინდა, ხალხი გამოფხიზლდეს, ამას ვცდილობ, მაგრამ ვგრძნობ, წყლის ნაყვაა ყველაფერი, მხოლოდ ტალახის სროლა მივიღე.

ხალხი, მასა შეეჩვია, რომ უნდა ჰყავდეს ორპირი, გაყიდული, გათახსირებული, ყველაფრის მკადრებელი, მატყუარა პოლიტიკოსები. ტყუილში ვცხოვრობთ, ტყუილში, რომელსაც ხან რომელი საელჩოდან შემოგვიგდებენ და ხან _ რომელი, მაგრამ უმთავრესი მაინც ამერიკაა. ის ევროპასაც მართავს და ჩვენ რას გვიზამს?

_ ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია

_ საქართველოს ხელისუფლება ორპირი და გამყიდველია, კოლაბორაციონისტი, რომელიც საკუთარი სტომაქის იქით არაფერზე არ ფიქრობს. ნორმალური, თავმოყვარე ერი ასეთ ხელისუფლებას დიდი ხნის წინათ მოიცილებდა. დღეს დავითგარეჯის პრობლემა გვაქვს, ახალქალაქის, მალე უფრო მეტი პრობლემა შეგვექმნება, რადგან ეს ისტორიული კანონზომიერებაა, ჩვენ მძიმე მიწაზე ვცხოვრობთ. ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და ეს მძიმე მიწა როგორ შეენარჩუნებინათ, მაგრამ, ჩვენ ვიცით კი არა, თვითონვე ვუწყობთ ხელს ყოველდღიური ცხოვრების წესით, რომ დაუძინებელი მტერი შემოვიდეს საქართველოში ისე, როგორც მოისურვებს.

_ რაც ჩამოთვალეთ, მაგ პრობლემების მოგვარებაში საქართველოს ამერიკის იმედი აქვს

_ რაში დაეხმარა ამერიკა საქართველოს _ ლგბტების დაფინანსებაში? არასამთავრობოების დაფინანსებაში, რომლებიც სახელმწიფოს გვინგრევენ? რაში გვეხმარება, მითხრას ვინმემ: სოფლის მეურნეობა აგვიშენეს? შემოსული გრანტები დაიხარჯა ხალხის საკეთილდღეოდ? პირწმინდად შეჭამეს ყველაფერი მთავრობებმა, შევარდნაძის პერიოდიდან დღემდე. თუ რამე წამოვიდა ამერიკიდან, ეს არის მხოლოდ ანტიქართული პროპაგანდა და მიზანმიმართული ქმედებები საქართველოს დასანგრევად.

ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში არაბი ამირებივით არიან, ჩვენი დაუძინებელი მტრების საქმეს განაგრძობენ.

რუსეთი ამ ყველაფრით სარგებლობს, მას სურს და ბუნებრივიც არის, საქართველო მისი გავლენის სფეროში იყოს, რადგან აქ სერიოზული სასაზღვრო პრობლემაა. თუ საქართველო გარყვნეს და გადააგვარეს, რასაც დასავლეთი და ამერიკა საქართველოში აკეთებენ, რასაც ბიძინა ივანიშვილი აღარ მალავს და ამბობს, რომ ჩვენ ველაპარაკებით დასავლეთის ქვეყნებს, რომ მიიღონ ჩვენი ემიგრანტები და დაასაქმონ იქ, ე.ი. ხელისუფლებას სურს, ქვეყნიდან აბორიგენი ერის გასვლა და მისი მიგრანტებით ჩანაცვლება, მუსლიმებით. ასეთ ვითარებაში რუსეთის საზღვარი, ქრისტიანული, სარწმუნოებრივი საზღვარი გადაიწევს სტავროპოლში, რადგან ჩრდილოეთ კავკასიაც მუსლიმანურია. სამხრეთში მთლიანად მოირღვევა პოტენციური ერთმორწმუნე მოკავშირე. ძალიან სერიოზული ჭიდილი მიდის და, სანამ ამას უწიგნურ ხალხს გააგებინებ, დასრულდება ეს ქვეყანა. თანაც, როგორც კი მსგავს რამეს იტყვი, რუსეთუმეს გიწოდებენ, გაგინებენ, გაფურთხებენ, მთავრობის მიერ მართული ჭინკები გაგამარგინალებენ და ასპარეზზე დარჩებიან ბიძინას მონები. დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე მყოფი ადამიანების, .. ეროვნულების, ინტელიგენტების ოთხმოცი პროცენტი ბიძინას ხელისბიჭია.

_ არ არის მოსაწონი, როდესაც ერს უწიგნურს უწოდებთ, ბევრს ეს არ მოეწონება

_ რაც არის, იმას ვამბობ; თუ უნდათ, ჩამქოლონ. ახალგაზრდები უწიგნურები არიან და ამაში ლომის წილი ამერიკას მიუძღვის, ამაზე თავში ვისაუბრეთ, .. სტრატეგიული პარტნიორის გავლენით ბავშვები ნარკოტიკების მოხმარების ქვეშ იზრდებიან. ბიძინა ივანიშვილი მარიხუანის რეკლამირებას დაუფარავად ეწეოდა. უფროს თაობაზე კი რა გითხრათ, ისეთი ადამიანები, რომლებიც ხმლით უნდა იბრძოდნენ ამ ქვეყნის ჭაობიდან ამოსაყვანად, მოღალატეებად არიან ქცეულნი: ზოგი _ თავისი დუმილით, ზოგი _ წყლის დასხმით გამყიდველი ხელისუფლებისა და უცხო ძალების წისქვილზე. ამ ყველაფრის ფონზე უწიგნურს უწოდებ, უნამუსოს თუ გაყიდულს, რა მნიშვნელობა აქვს?!

_ თქვენ მოუწოდებდით ადამიანებს, ამერიკის საელჩოსთან რაც შეიძლება მეტი მოსულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს გავხდებითო. რამდენი უნდა იყოთ, რომ ამერიკის საელჩოც ისევე გავაქროთ საქართველოდან, როგორც რუსეთის საელჩო გაქრა?

_ ამას წინათ ირანის საელჩოსთან ჩავატარეთ აქცია და ყველა ხედავს, რომ ირანელების თავხედობა შედარებით აილაგმა. ირანელებისთვის საქართველო აღთქმული ქვეყანაა, საუკუნეებია, აქ ფეხის მოკიდებას ცდილობენ, ჩვენი ქვეყანა მათთვის ოქროს მიწაა, როგორც სხვა ბევრი ქვეყნისთვის. ირანელები საქართველოში შემოვიდნენ ჩვენი ხელისუფლებების წყალობით და ასიათასობით ბინა შეისყიდეს, თავხედობა დაიწყეს, გვამცირებდნენ, თავხედურ განცხადებებს აკეთებდნენ, წარწერაც არ ჰქონდათ ქართული საელჩოს კედელზე, მაგრამ მათი ალაგმვა შევძელით.

რასაც დღეს ამერიკის შეერთებული შტატები მიზანმიმართულად სჩადის საქართველოში, ვგულისხმობ გენოციდს, დიახ, გენოციდს, ამ სიტყვის თქმის არ მეშინია, ამაზე ვინმემ პასუხი მოსთხოვა? პირიქით _ თავდახრილები, წელში მოხრილები შევციცინებთ თვალებში… მრავალრიცხოვანი მიტინგი შედეგს გამოიღებს, მაგრამ ვერ შევძლებთ, ამერიკის საელჩოსთან არავინ მოვა. ალბათ, მოვა ის ორასი ადამიანი, რომლებიც ყოველთვის მოდიან აქციებზე, მართლა შეგნებული ადამიანები, რომლებმაც იციან, რა სჭირს ქვეყანას. სამწუხაროდ, მათი რაოდენობა არ მატულობს. ორასი ადამიანი სიტუაციას ვერ შეცვლის, პირიქით _ ქართულ იდეას აკნინებს და სასაცილოს ხდის. ასეთი ვითარება უკუშედეგს გამოიღებს _ ამ მთავრობას დაარწმუნებს, რომ უსუსურები ვართ და, რასაც მოისურვებენ, იმას გააკეთებენ.

_ მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს, რაღაცები იცვლება, პრეზიდენტი კონსერვატორიზმისკენ იხრება. რამდენიმე დღის წინათ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ შექმნა სპეციალური კომისია, რომელიცბუნებრივი კანონისადაბუნებრივი უფლებებისსაფუძველზე შეიმუშავებს ადამიანის უფლებების ახალ კონცეფციას. ამ კომისიის შექმნამ, რომელშიც, ალბათ, იქნება პრინსტონის უნივერსიტეტის კონსერვატიული თვალსაზრისის მქონე, გეებისა და აბორტების მოწინააღმდეგე პროფესორი რობერტ ჯორჯიც, ლიბერალები აღაშფოთა. ისინი შიშობენ, რომბუნებრივი უფლებებიშეიძლება უფლის ნებას ნიშნავდესშესაძლოა თუ არა, რომ ამერიკა კონსერვატორული გახდეს და საქართველოს საპროტესტოდ აღარ ჰქონდეს საქმე?

_ ამერიკაში კონსერვატორებმა რომც გაიმარჯვონ, ჩვენთვის არაფერი არ შეიცვლება, რადგან კოლონიაზე ცვლილებები არ გავრცელდება. ამერიკის სტრატეგია რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი, როგორც გზაგასაყარისა, უცვლელი დარჩება. ჩვენ არ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი, ჩვენ კოლონია ვართ ამერიკელებისთვის და ტრამპის ნიღაბი არაფერში გვარგია. ამერიკა ქმნის აურზაურს, ტრამპი ჟონგლიორია, რომელიც ვითომ ცდილობს კონსერვატიზმის რელსებზე გადასვლას. ეს სპექტაკლია, ეს ნიღაბია. ამერიკელები ჩვეულებრივი პოლიტაფერისტები არიან.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

6 COMMENTS

  1. ნუ,თუკი ცოტაოდენ ფილოსოფიიურად შევხედავთ ამ საქმეს,თავი და თავი ქართველები ვართ,რომლებსაც ძალიან გვიყვარს ნებისმიერ ოკუპანტთან თანამშრომლობა.ამერიკა თავის საქმეს აკეთებს,ჩვენ კი,ქართველებიც,ამერიკის საქმეს ვაკეთებთ გამორჩენისა თუ ხეირის გამო(რა თქმა უნდა ეს ყველა ქართველს არ ეხება).ასე რომ,ამერიკაზე დაბოღმვა არაფერში არ გამოგვადგება.პირიქით,სულ პირში უნდა ვუცინოდეთ და თან ქართულ საქმეს ვაკეთებდეთ.მადლობა ღმერთს,ქართველების ნაწილმა ეს უკვე გაათვითცნობიერა.

  2. აბსოლუტურად გეტანხმებიტ გურამ. ტკვენი ტაობის კარტველი კალი ვარ, მაგრამ წავიდა ის დრო ჩემს აზროვნებაში რომ დასავლეტი დავადანაშაულო, ისევე როგორც რუსეტს არ ვადანაშაულებ, მტლიანად! აგვისტოს ომში.
    ეს კარტველები აღმოვჩნდიტ სტომაკზე გაყიდული ერი. გადაგვარება?? ტკვენ გადაგვარდიტ, ის? და ასე შემდეგ შეიძლება ატასობიt გადაუგვარებელი კარტველი მოიძებნოს! ეს არის მდომარეობა როდესაც კარტველმა ერმა საკუტარი მახინჯი სახე გამოვაჩინეტ!!

    ამიტომ ჭაობის სიღრმე კიდევ მოიმატებს, ვიდრე კარტველს ისე არ გაუჭირდება როგორც 2 საუკუნის წინატ როდესაც ერეკლე მეპემ რუსეტს მიმარტა. კარტველი ერის დიდი ნაწილი გონს უნდა მოეგოს! ყოველტვის ვამბობტ მარტო ტარხან მოურავი და 100000 კაცი ვერაპერს გახდება. ერის კონსოლიდაცია, დატმობა და ჯანსაღი ძალების მაkსიმალური გაერტიანება ერტი იდეის გარშემო—საკარტველო იძირება და უნდა გადავარჩინოტ სამშობლო და ჩვენი ერi როგორ კარტული პენომენი!!!

  3. 100% ამერიკა არ არის საქართველოს გადამრჩენელი პირიქით. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა.

  4. კიტოვანი და იოსელიანი, ან კიდევ ჭანტურია და უბირია – ამერიკელები იყვნენ ? ..
    უბირია დეპუტატი იყო პირველ უზენაეს საბჭოში.
    ერთი ამერიკელი სენატორი რომ ჩამოვიდა თბილისში – მას ამ უბირიამ ფეხებთან ტყვიები დაუყარა – შეეგება ასე ვთქვთ და უთხრა, რომ ეს ტყვიები გვესროლა ზვიადიმ ოპოზიციასო…
    ამ ტყვიებზე დგას მაგ დიქტატორის ძალაუფლებაო ..

  5. თითქმის — ყველა და ყველას საუბარი, მსჯელობა და კამათიც აზრს კარგავს, როცა ჩვენ ვახსენებთ — ამერიკას, რუსეთს, ევროპას ან ევროპის რომელიმე სახელმწიფოს სახელებს, როცა ამ სახელებზე ვიწყებთ გადაბრალებას, ჩათვალეთ, რომ უკვე ტყუილია, დიდი ნოყიერი ტყუილი, ან მეორე ვარიანტია, ეს მქადაგებლებიც ვერ გარკვეულან სიმართლეში, სიმართლე კი ის არის, რომ ამერიკასაც, რუსეთსაც, ევროპის ყველა სახელმწიფოსაც და მათ შორის საქართველოსაც ყავს ერთი მმართველი, ერთი მტერი, ვინ არიან ესენი, რა თქმა უნდა ესენი არიან მილიარდერი ბაბუა ებრაელები, ისინი მართვაენ საქართველოს და არა ამაერიკა, ან რუსეთი, ისინი მართავენ ამერიკასაც და რუსეთსაც, მეტსაც გეტყვით, მათ მთელ მსოფლოზე მიუწვდებათ ხელი, პრობლემა იცით რა არის, არის, ის, რომ სიტყვა ებრაელს არ ვახსენებთ და მასში ვანაცვლებთ ამერიკას ან რუსეთს, აი ეს არის პრობლემა და დამახინჯება ფაქტების, კიდევ ვიმეორებ, სიმართლე მხოლოდ ერთია, მსოფლიოს ყავს ერთი მტერი, მილიარდერი ებრაელები, ისინი გაგიკვირდებათ და ისრაელის მტრებიც არიან, ისინი არიან თავიც და ბოლოც, ეს არის ჭეშმარიტება, სხვა ყველაფერი თინა ბებოს ზღაპრები …..

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here