Home რუბრიკები საზოგადოება გურამ ნიკოლაიშვილი: პანთურქიზმის იდეები, რომელიც დღეს განსაკუთრებით მძლავრობს, ყველაზე სახიფათო სწორედ საქართველოსთვისაა

გურამ ნიკოლაიშვილი: პანთურქიზმის იდეები, რომელიც დღეს განსაკუთრებით მძლავრობს, ყველაზე სახიფათო სწორედ საქართველოსთვისაა

“სომხეთი, რაც უნდა, იმას წაიღებს საქართველოსგან, აზერბაიჯანიც და ყველა სხვაც. ამჟამინდელი ხელისუფლება, უბრალოდ, უუნაროა...”

2262
გურამ ნიკოლაიშვილი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც ბოლო პერიოდის საჯარო გამოსვლებში ანტიდასავლურ, განსაკუთრებით, ანტიამერიკულ განწყობებს არ მალავს, თავის იმპერიალისტურ ზრახვებს უკვე მკაფიოდ გამოხატავს და ამბობს, რომ თურქეთი, ყველა გამოწვევის მიუხედავად, ძველ დიდებას დაიბრუნებს. მისი თქმით, ქვეყანა ახალი გამარჯვებებისა და წარმატებების ზღურბლზეა: “როგორც ჩვენი ისტორიის ყველა პერიოდის განმავლობაში, თურქეთი ებრძვის ზეწოლას და უსამართლობას. ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ.

თურქეთი თავის მიზნებს 2023 წლისთვის მიაღწევს და მთელი რეგიონის მომავალს განსაზღვრავს”… შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ანკარა წელს ბერძნულ ძალებზე გამარჯვების 96 წლის თავს აღნიშნავს. თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი კი ხუთ წელიწადში შესრულდება _ 2023 წელსრას ნიშნავს ან შეიძლება ნიშნავდეს მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება, რომ თურქეთიმთელი რეგიონის მომავლს განსაზღვრავსდა რა გეგმები შეიძლება ჰქონდეს ოფიციალურ ანკარას ამ ჭრილში საქართველოსთან მიმართ? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება გენერალლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამას წინათ განაცხადა, რომ თურქეთი 2023 წლისთვის, ანუ რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის თავზე მთელი რეგიონის მომავალს განსაზღვრავს. თქვენი აზრით, ჩვენთვისსაქართველოსთვის, რომელთანაც თურქეთს ტერიტორიული პრეტენზიები აქვს, რას ნიშნავს ეს განცხადება?

_ თურქეთის დიდი იმპერიის აღდგენის შესახებ განცხადებები, უკვე წლებია, კეთდება და ეს ახალი ნამდვილად არ არის. ამაზე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლისას ლაპარაკობდნენ. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, პანთურქიზმის იდეები, რომელიც დღეს განსაკუთრებით მძლავრობს და ერდოღანის განცხადებებში ეს მკაფიოდ ჩანს, ეს ყველაზე სახიფათო სწორედ ჩვენთვისაა. რატომ? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ რეგიონში ჩვენ დღეს, ფაქტობრივად, მოკავშირე არ გვყავს, განსხვავებით სომხეთისგან, რომელიც პრაქტიკულად, რუსეთის მფარველობის ქვეშაა, და განსხვავებით აზერბაიჯანისგან, რომელიც მიტმასნილია დიდ სახელმწიფო თურქეთს. გარდა ამისა, საქართველოს ერთი რეგიონი _ აჭარა, მთლიანად თუ არა, უკვე თითქმის დაპყრობილი აქვს თურქულ ინვესტიციებს და ეს ეკონომიკური ექსპანსია დღითიდღე იზრდება. სხვათა შორის, როცა თურქული იმპერიალიზმის საფრთხეებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ აზერბაიჯანიც ის სახელმწიფოა, რომელშიც პანთურქისტული მოძრაობა საკმაოდ ძლიერია. არადა, ვიცით, რომ ამ ქვეყანას საქართველოსთან აქვს გაკვეული ტერიტორიული პრეტენზიები, რომელზეც დღეს ღიად არ საუბრობენ, მაგრამ მომავალში შეიძლება, წამოსწიონ. ისე, აქვე, ალბათ, ამავე ჭრილში ძალიან საინტერესოა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა. იმ მუქარების ფონზე, რომელიც დასავლეთიდან ისმის ერდოღანის მისამართით, თურქეთის ლიდერი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, გამოვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან. ეს ნიშნავს, რომ ალიანსიდან გამოსული თურქეთი სხვა მოკავშირეების ძებნას დაიწყებს. ამ დროს ვინ შეიძლება იყოს მოკავშირე თუ არა რუსეთი. მოკლედ, ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა, ეკონომიკურად, კულტურულად, იდეოლოგიურად ჩვენ, ფაქტობრივად, ვართ ალყაში…

_ ერთია ეკონომიკური ექსპანსია, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, დღევანდელ ვითარებაში არსებობს საფრთხე, რომ საქართველოს ნაწილი, ვთქვათ, აჭარა ან მხოლოდ ბათუმი ოფიციალურად მიიერთოს თურქეთმა?

_ დღევანდელი ვითარებისა და გეოპოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, არ მგონია, რომ მათ ეს ძალისმიერი მეთოდებით გააკეთონ, მაგრამ გამორიცხული არაფერია. მთავარი, ალბათ, მაინც არის რუსეთთან შეთანხმება, ანუ, თუ მათ მოახერხეს და რუსეთთან შეთანხმდნენ და მოსკოვმა დათმოს ბათუმის მიმართულება, რა შეუშლით ხელს.

_ თქვენი აზრით, დასავლეთის ფაქტორი ან თუნდაც ის ეკონომიკური სანქციები, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა თურქეთს, მის პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს?

_ დასავლეთს, განსაკუთრებით _ ამერიკას, ჩვენისთანა სახელმწიფოების მომავალი რომ არ აინტერესებს, ამაზე ნათლად მეტყველებს ამას წინათ დონალდ ტრამპის მიერ ერთ-ერთ ინტერვიუში გაკეთებული განცხადება. როდესაც მას ჰკითხეს, რას ფიქრობს იმაზე, რომ ვაშინგტონის მიერ თურქეთისთვის დაწესებული სანქციები სხვა სახელმწოფოებსაც დააზარალებს, მან პირდაპირ უპასუხა: “მე ეს, საერთოდ, არ მაწუხებს!” ანუ ქვეყანას, რომელიც მიგვაჩნია მთავარ მოკავშირედ და სტრატეგიულ პარტნიორად, საერთოდ არ აწუხებს ის, რომ მის მიერ თურქეთისთვის ან იმავე რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო საქართველოც დაზარალდება. სხვათა შორის, თავის დროზე საქართველოში ბევრი ხარობდა და ზეიმობდა იმის გამო, რომ რუსეთს დასავლეთმა სანქციები დაუწესა. არადა, ამ ხალხს ავიწყდება ერთი რამ: დღეს რუსეთში დაახლოებით მილიონი ქართველი ცხოვრობს და ისინი არა მხოლოდ თავიანთ თავს, აქ მცხოვრებ ოჯახებსაც ინახავენ. საერთოდ, ამ წლების განმავლობაში გატარებული ჩვენი არასწორი, ვიტყოდი, რეალობას მოწყვეტილი, უგუნური პოლიტიკით მივაღწიეთ იმას, რომ არათუ მსოფლიოში, რეგიონშიც კი არც ერთი სახელმწიფოს პოლიტიკურ ელიტაში საიმედო და სერიოზული მოკავშირე, არ გვყავს. და ეს იმ დროს, როცა მეზობელ სომხეთს ერთდროულად ჰყავს უძლიერესი ლობი რუსეთშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, არაფერს ვამბობ აზერბაიჯანზე, რომელსაც თურქეთის სახით უდიდესი მოკავშირე ჰყავს. აი, ეს არის ჩვენი რეალური მდგომარეობა და, თუ ვინმეს ჰგონია, დასავლეთი თურქეთს ან რუსეთს შუბლით შეასკდება საქართველოს გამო, ეს უკვე მისი პრობლემაა. ისე, რაც უფრო გამოვალთ ამ ილუზიებიდან, ჩვენთვისვეა უკეთესი…

_ ამ ვითარებაში რუსეთთან დიალოგსა და პირდაპირ მოლაპარაკებებს, ალბათ, არ აქვს ალტერნატივა, მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებას ამის არც ნება გააჩნია და არც რეალური შესაძლებლობა. როგორ ფიქრობთ, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად შეიძლება ფუნდამენტური ცვლილებები მოხდეს და სათავეში მოვიდეს ძალა, რომელიც შეძლებს მდგომარეობის გამოსწორებას?

_ ძალიან მინდა, დავიჯერო, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ, აბა, რომელია წარმოდგენილი კანდიდატებიდან ამის გამკეთებელი? ქალბატონი ზურაბიშვილი? კი ბატონო, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მის პროგრამაში პირდაპირ წერია, რომ ის არის დასავლური პოლიტიკური ორიენტაციის. ეს ერთი. მეორე, იმავე პროგრამაში ერთ სიტყვასაც ვერ ნახავთ შეიარაღებულ ძალებზე, ჯარის გაძლიერებაზე, საერთოდ თავდაცვაზე და ა.შ. მიჩნდება შეკითხვა: როგორი უმაღლესი მთავარსარდალი შეიძლება იყოს ეს ადამიანი? საერთოდ, პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს, წარმოდგენილი, თუ არ ვცდები, სულ 37 კანდიდატია, არ აქვს ყურადღება გამახვილებული იმაზე, რომ საქართვველოს დღეს, ფაქტობრივად, არ ჰყავს საზღვაო და საჰაერო თავდაცვის ძალები. ამ დროს კონსტიტუციაში წერია, რომ დაცული ინდა იყოს ზღვაც, მთაც, ჰაერიც და ა.შ. მაგრამ როგორ უნდა დაიცვა რომელიმე მათგანი, როცა ყველაფერი გააუქმე?! ვფიქრობ, ეს კანდიდატები ვერაფერს შეცვლიან და მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ რამე შეიძლება სასიკეთოდ შემობრუნდეს, არ უნდა გვქონდეს. სომხეთი, რაც უნდა, იმას წაიღებს საქართველოსგან; აზერბაიჯანიც და ყველა სხვაც. ამჟამინდელი ხელისუფლება, უბრალოდ, უუნაროა

_ დავუბრუნდეთ ისევ საფრთხეებს. ხელისუფლების მიდგომები ზოგჯერ არაადეკვატური რომ არის, გასაგებია, მაგრამ რა შეიძლება იყოს სწორი პოლიტიკა? რამ შეიძლება, თუნდაც ნაწილობრივ აგვაცილოს საფრთხეები?

_ ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: სანამ ხელისუფლების მთავარი ორიენტირი დასავლეთის გულის მოგება იქნება და გაგრძელდება თავის მოტყუების სამარცხვინო პოლიტიკა, რომ თურმე ნატო ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, საქართველოსა და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები ყოველთვის უკანა პლანზე გადაიწევს. ეს კი ნიშნავს, რომ თურქეთისა და სხვა მეზობელი სახელმწიფოების ექსპანსიური პოლიტიკა ხვალზეგ შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს, მაგრამ მმართველი გუნდი ისევ სირაქლემის პოზაში დარჩება. აი, ზუსტად ამ მიდგომის გამო ვართ დღეს ასეთ სასაცილო მდგომარეობაში _ დასავლელი ლიდერები გვეუბნებიან, ნატოში ვერ მიგიღებთო, ჩვენ კი უკვე თავი ალიანსში გვგონია. თუმცა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იციან, რომ არც ნატოსა და არც ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს პერსპექტივა არ აქვს. უბრალოდ, მიდის მოსახლეობის დაუსრულებელი “დაბოლება”: ხვალ თუ არა, ზეგ აუცილებლად მიგვიღებენ, დაგვიცავენ და მერე ყველაფერი კარგად იქნებაო. არ სრულდება ეს ზღაპრები…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here