Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: ფულს, რომელსაც ასე ველოდებით, იმისთვის გვაძლევენ, რომ ეკონომიკა ავამუშავოთ და...

გულბაათ რცხილაძე: ფულს, რომელსაც ასე ველოდებით, იმისთვის გვაძლევენ, რომ ეკონომიკა ავამუშავოთ და სოფლის მეურნეობა ავაღორძინოთ თუ ვაქცინაცია ჩავატაროთ?

რას უქადის ჩვენს ქვეყანას საყოველთაო ვაქცინაცია

2277
გულბაათ რცხილაძე

საქართველოკოვიდ-19”-ის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოცდასა და კვლევაში ერთვება. “საქართველოში შემოიტანენ ოთხივე მედიკამენტს. იქნება პაციენტების ოთხი ჯგუფი. ერთი ჯგუფირემდესივირს”, მეორე _ “პლაქვენილს”, მესამე _ “ლოპინავირ/რიტონავირს”, მეოთხე ჯგუფი კილოპინავირ/რიტონავირს” “ბეტა ინტერფერონთანერთად, ანუ ოთხი თანაბარი ჯგუფი იქნება და ესენი მიიღებენ ამ მედიკამენტებს”, _ განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. არის თუ არა კორონავირუსი მიმართული პატარა ქვეყნების გაკოტრებისკენ და რას უქადის ჩვენს ქვეყანას საყოველთაო ვაქცინაცია A_ ამ და სხვა საინტერესო თემებზეევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება.

_ კორონავირუსის პანდემიაზე იმდენი განსხვავებული მოსაზრება გამოითქვა, რომ მკითხველისთვის, ალბათ, საინტერესო აღარც არის ამ საკითხზე საუბარი. ყველანი მივხვდით, რომ ეს არ არის სასიკვდილო ინფექცია. დროა, წინ გაიხედოს ჩვენმა ქვეყანამ, რომელსაც მწირი რესურსი აქვს საარსებოდ. დროა, საქართველოსნაირ პატარა ქვეყნებს ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღების სუვერენული უფლება. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ პანდემიის გამო დიდ ქვეყნებს აღარ სცალიათ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩასარევად, რაც კარგია. ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში, მართლაც არავინ აღარ ერევა ჩვენს საქმეებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასე დიდხანს გაგრძელდება, უბრალოდ, უკანა პლანზე გადავიდა დროებით.

ამ დროებითი უყურადღებობით ჩვენმა ქვეყანამ უნდა ისარგებლოს, უნდა “გადატვირთოს” პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა და მომხდარიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.

_ საქართველომ კორონავირუსი დაამარცხა, ამის თქმა უკვე თამამად შეგვიძლია, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ამ ვირუსთან ერთად უნდა ვიცხოვროთ და რომ შესაძლოა, შემოდგომაზე მეორე ტალღა გაჩნდესგაუმკლავდება ეკონომიკურად სუსტი საქართველო იმავე შეზღუდვებს, რომლებიც აქამდე იყო? ხომ არ არის მიმართული ეს ყველაფერი იქით, რომ იძულებით აგვაღებინონ ვალი, რომელსაც, ალბათ, რაღაცის სანაცვლოდ ჩამოგვაწერენ და ეს რაღაც ვაქცინაცია იქნება?

_ შეკითხვას რამდენიმე ნაწილად დავყოფ და თავდაპირველად ეკონომიკას შევეხები, უფრო ზუსტად, პრემიერის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას. რამდენიმეპუნქტიან გეგმაში არის ერთჯერადი დახმარებები: ერთი _ 300-ლარიანი, მეორე _ 200-ლარიანი, რომელიც 6 თვის განმავლობაში გაიცემა, არის სოციალურად დაუცველთა დახმარება, რომელსაც არ შევეხები. 300-ლარიანი და 200-ლარიანი დახმარებები არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან უმუშევარი კაცისთვის ერთჯერადი დახმარება ცხელ ლოდზე დასხმული ერთი წვეთი წყალივითაა. კარგი იქნებოდა, ყველა რესურსი, რომლებიც ქვეყანას აქვს, მობილიზებული და მიმართულიყო ყოფილიყო იქით, რომ უმუშევრები დაესაქმებინათ. ვირუსის გამო ბევრი ადამიანი სოფელს დაუბრუნდა. ხომ არ სჯობდა, ხელისუფლებას გამოცდილი მეთოდი აემუშავებინა და კოლექტიური მეურნეობის მსგავსი რამ გაეკეთებინა?

დღეს მთავრობა ბევრს საუბრობს, რომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული უნდა გახდეს, რომ ერთწლიანი კულტურები დაფინანსდეს, სწორედ ამისთვის არის აუცილებელი ხალხის დასაქმება, ხალხისა, რომელიც ახლა სოფელში წავიდა და ცდილობს, მიწას მიხედოს. საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ მიწის დამუშავება იყოს აუცილებელი და ამის ორგანიზება სახელმწიფომ უნდა დაიკისროს. ეს არ უნდა იყოს იძულებითი და დიქტატორული გადაწყვეტილება, მაგრამ უნდა იყოს აუცილებელი. მერწმუნეთ, ყველა კმაყოფილი დარჩება. ყველა უმუშევარი, რომელიც არ არის ზარმაცი, დასაქმდება სოფლად. ხელისუფლებაც თამამად იტყვის: აი სამუშაო, ვისაც მუშაობა უნდა, იმუშაოს.

სოფლის მეურნეობის დახმარება, ფულის დახარჯვა ამ სფეროში დროებითი მოვლენა კი არა, გრძელვადიანი და პერსპექტიული უნდა იყოს.

ჩვენ ვიცით, რომ 3 მილიარდი დოლარის დახმარებას გვპირდებიან ე.წ. პარტნიორები, თუმცა მათგან ჯერ კაპიკი არ მიგვიღია, მაგრამ მილიარდ-ნახევარი უკვე მობილიზებულია და წამოვა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან. საინტერესოა, ფულს, რომელსაც ასე ველოდებით, იმისთვის გვაძლევენ, რომ ეკონომიკა ავამუშავოთ, სოფლის მეურნეობა ავაღორძინოთ თუ ვაქცინაცია რომ ჩავატაროთ?!

ამ საკითხზე დიპლომატებმა უნდა იმუშავონ, ეს მათი მოსაგვარებელია. დიპლომატებმა უნდა უთხრან სავალუტო ფონდს, რომ ფულს, რომელსაც გვაძლევთ, ამა და ამ საქმისთვის გვჭირდებაო, ჩვენ უნდა ავიღოთ გეზი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკას ააღორძინებს. შესაძლოა, სავალუტო ფონდის კრიტერიუმი არ ითვალისწინებს მსგავს იდეებს, მაგრამ პოლიტიკური მოლაპარაკება უნდა გაიმართოს მასთან, ვინც მართავს სავალუტო ფონდს.

_ რაზეც ახლა ვსაუბრობთ, მგონი, ყველამ იცის, რომ ზღაპარია და სავალუტო ფონდის დირექტივას ჩვენი ხელისუფლება წინააღმდეგობას ვერ გაუწევს

_ თუ ზღაპარია, მაშინ რა ჯანდაბად გვინდა ასეთი სახელმწიფო? თუმცა, სურვილი თუ იქნება ეკონომიკის აღორძინების, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის, სახელმწიფოს აქვს საამისო სახსრები, აქაც შესაძლებელია საჭირო ფულის მოძიება.

საქართველოში ყოველი კვადრატული მეტრი მიწა უნდა დამუშავდეს, უნდა განვითარდეს მეცხოველეობაჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გავმდიდრდებით, მაგრამ საკუთარი თავის რჩენას შევძლებთ იქამდე, სანამ, როგორც გვპირდებიან, მეორე ტალღა წამოვა. ქვეყანამ თავი უნდა ირჩინოს. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გაღებული თანხა იქნება დიდი სტიმული ქვეყნის მოსახლეობისთვის, იქნება განცდა, რომ ზრუნავენ ხალხზე, შრომის სურვილი იქნება და არ იქნებაგირჩისატმოსფერო _ მოწიე, არ იმუშავო, გააფუჭე, დალიე, გააკეთე, რაც გინდა

_ ვალს, რომელსაც იღებს ისედაც დიდი ვალის მქონე პატარა ქვეყანა, საყოველთაო ვაქცინაციის ვალდებულების სანაცვლოდ ხომ არ აგვაღებინებენ? ამ შეკითხვას სხვა დროს, ალბათ, ექიმს დავუსვამდი, მაგრამ დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები პოლიტიკოსის პრეროგატივა უფროა, ვიდრე ექიმის

_ დიახ, ის, რაც ხდება მსოფლიოში, პოლიტიკაა, თუმცა სურათი ისეთია, თითქოს ექიმების გადაწყვეტილებით ხდება ყველაფერი.

ჩვენი ძალიან ცნობილი ექიმები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ამ ე.წ. პანდემიის პერიოდში ჩანან, ხშირად საუბრობენ იმაზე, რასაც თვითონ ხედავენ. მათ არ იციან, რაზე საუბრობს ხალხი, ასეთ შემთხვევაში განათლება ფუჭია. ექიმები ხელმძღვანელობენ იმით, რასაც დაადგენს ჯანმო, ამერიკა და ვიღაც ფაუჩი, რომელიც სიბნელეში ტრიალებს, მისი გადაწყვეტილებები გამომდინარეობს გაურკვეველი კვლევებიდან…

საზოგადოება ვალდებულია, იკითხოს: რომელ კვლევებთან გვაქვს საქმე? რას მიაღწია მსოფლიო მედიცინამ? დრო გადის და ფაქტია, რომ კორონავირუსი არ არის სასიკვდილო, გავრცელების საფრთხეც ნაკლებია. ექიმებმა ეს ყველაფერი იციან, განსაკუთრებით ქართველებმა, მაგრამ უკან ვეღარ იხევენ.

ექიმები აიძულეს, ეთქვათ, რომ ეკლესიის საქმეში არ ერევიან, მაგრამ ძალიან მალე ისინი ჩაერივნენ ეკლესიის საქმეში, გააკეთეს საშინელი განცხადებები და აღმოჩნდნენ არაპროფესიონალები, იმიტომ კი არა, რომ მართლაც არაპროფესიონალები არიან, არა. უბრალოდ, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, თანაც აიძულეს, გამოსულიყვნენ ეკლესიის წინააღმდეგ. თუ ექიმს ჰკითხავ: “ექიმო, საშიშია ერთი კოვზი ჩაიდოს ყველამ პირში?” ექიმი გეტყვის, რომ ერთი კოვზით ჭამა არ შეიძლებაარავის დაუკონკრეტებია, რომ ზიარებაზეა საუბარი. ზიარება, საუკუნეებია, ხდება და არავინ არ დაინფიცირებულა. ექიმმა რომ თქვას, ზიარების კოვზი სხვააო, დასცინებენ.

ეს ამხელა ამბავი იმისთვის მოვყევი, რომ ვთქვა, სწორედ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს ვაქცინაციაზეც. თუ ექიმს ჰკითხავენ, ვაქცინაცია საჭიროა თუ არაო, იტყვის, რომ აუცილებელია. ვაქცინაცია მოიგონა ლუი პასტერმა, რომელიც უდიდესი ექიმი იყო, თანაც _ მორწმუნე. საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩვენ გვიცრიდნენ და აღმოსავლეთ ევროპას, სადაც იყო აცრები, .. პანდემიამ მსუბუქად გადაუარა.

აუცილებელია, ვიცოდეთ, რას ემსახურება ეს აცრა _ გვარგებს თუ გვავნებს. ბევრს საუბრობენ ბილ გეიტსისა და ილონ მასკის პროექტებზე, მოსახლეობის შემცირებაზე, მაგრამ ამაზე საუბარი დღეს არ დაწყებულა, მე-18 საუკუნეში დაიწყო. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ისინი ბოროტები არიან და რაღაც ბნელ რიტუალებს ატარებენ, ადამიანების სისხლს სვამენ…

ჭარბი მოსახლეობა იწვევს პრობლემებს და მოსახლეობის მატება უნდა გაკონტროლდეს, _ ეს არის მათი მიზანი. ევროპა წალეკა მიგრაციამ, თეთრი ევროპეიდული რასა გადაშენებისკენ მიდის, რესურსების ნაკლებობაა და ეს უკვე ფაქტია. მოკლედ, ჭარბი მოსახლეობა პრობლემაა. მათ მოიგონეს გამრავლების საწინააღმდეგო უამრავი საშუალება, რაც ბოროტებაა.

_ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 60 წლის ზემოთ ყველა ადამიანს უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია. გარდა ამისა, ჯანმოს კვლევაში მონაწილეობს საქართველოც, ამ პატარა ქვეყანაში ოთხი პრეპარატი უნდა გამოსცადონ. ამის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა ცნობილმა ექიმმა თენგიზ ცერცვაძემ, სწორედ ამიტომ ჩნდება ეჭვი _ 3 მილიარდი, რომელიც ახლა უნდა მიიღოს ამ პატარა ქვეყანამ, ამ ვაქცინაციისა და ექსპერიმენტის ჩატარების სანაცვლოდ ხომ არ გვაძლევენ?

_ ძალიან ცუდი განცდაა, როდესაც გეუბნებიან, კვლევა უნდა ჩაგიტაროთო; როდესაც გეუბნებიან, რომ აუცილებლად უნდა აგცრათ, სავალდებულოაო… მოდი გავაკეთოთ ასე: კვლევა და წამლების გამოცდა თვითონ ცერცვაძემ ჩაიტაროს, მხცოვანია, შესაბამისად, მიზანშეწონილია, ცერცვაძემ და ყველა იმ ექიმმა, რომლებიც ამბობენ, რომ ეს კვლევა საამაყოა, კვლევა ჩაუტარონ თავიანთი ოჯახების წევრებს. ჩვენ, დანარჩენი ქართველები, პოპკორნს დავიჭერთ ხელში და დავაკვირდებით აცრების შედეგებს. თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის _ ძალიან კარგი, თუ არა _ გმირებად ჩავთვლით და დავწერთ, რომ თავი შესწირეს კაცობრიობის კეთილდღეობას, თანაც წერილს ბილ გეიტსის ფოსტაზე გავგზავნით. ამას ირონიით არ ვამბობ, რუსეთში ვაქცინაზე მუშაობენ და ექიმებმა თვითონ გაიკეთეს ეს ვაქცინა, თუკი ჩვენი ექიმებიც ასე მოიქცევიან, ძალიან კარგი.

კვლევაში სიამაყით ჩართვა ქართველების მატრაკვეცობაა. ასე ხდებოდა ყოველთვის _ პალესტინაში გაყიდეს ქართველებმა სიწმინდეები, ათონის მთაზე გაყიდეს ყველაფერი, ვყიდიდით საკუთარ შვილებს და ყიდიან დღესაც… ვუბრუნდებით წარსულს…

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. getanxmebit batono gulbaat, magram gamosavali?? daviqsaqset eri, ar gvkavs cinamdzgoli adamiani, ertsulovneba, samshoblosadmi sikvaruli, patriotizmi da shemarteba gaqra, chakvda.shevardnadzem daicko, saakashvilma ganagrdzo da ivanishvili bolos gvigebs qartvelebs!! es xom ashkaraa, amas ra didi mixvedra unda??

    gamosavali–ai es aris mosadzebni, torem axsna da ganmartebebs bevri idzlebit batono gulbaat..
    shvela unda saqartvelos , is dgesdgeobit gminavs , shashinlad gminavs qartveli eric, xma aravis esmis…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here