Home ახალი ამბები გრიგოლეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გრიგოლეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

809

გრიგოლეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და „შკოდას“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა.

მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მას სხეულის ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here