მთავარი საქართველო გლდანის ციხიდან შემოყვანილი პატიმრის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

გლდანის ციხიდან შემოყვანილი პატიმრის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

672
გააზიარეთ

ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, გლდანის ციხეში დაჭრილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა. 

„ჩატარდა შესაბამისი ჩარევა. ამჟამად კრიტიკული რჩება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც შეეხება იმას, თუ რისგან აქვს დაზიანებები მიყენებული, ეს ჩვენს კომპეტენციას სცდება. დაზიანებული ჰქონდა საერთო საძილე არტერია და შიგნითა საუღლე ვენა. ეს ის სისხლძარღვებია, რომლის დაზიანების შემთხვევაში რამდენიმე ათეულ წამში ან რამდენიმე წუთში შეიძლება სიკვდილი დადგეს. როგორც ჩანს, ოპერატიულად და ადეკვატურად იყო მიღებული ქმედებები, ვინაიდან, ასე ვთქვათ, ცოცხალი მოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, მაგრამ დაზიანება მასშტაბური და ცუდია. მთელი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ადგილი ჰქონდა სისხლის დანაკარგს, მეოთხე ხარისხის ჰემორგიული შოკი იყო, რამაც თავისი ცუდი გავლენა იქონია მთლიანად ორგანიზმზე“, – განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ. 

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here