მთავარი საზოგადოება გიორგი ანდრიაძე: მწერლებმა, მეცნიერებმა მსახიობებმა, სპორტსმენებმა _ სრულიად საქართველომ საჯაროდ უნდა გამოხატოს...

გიორგი ანდრიაძე: მწერლებმა, მეცნიერებმა მსახიობებმა, სპორტსმენებმა _ სრულიად საქართველომ საჯაროდ უნდა გამოხატოს პოზიცია და პირდაპირ თქვას: ჰომოსექსუალიზმი დადებითი მოვლენაა თუ უარყოფითი!

გააზიარეთ
გიორგი ანდრიაძე

პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე ამბობს, რომ საზოგადოების წარმომადგენლებმა უნდა გამოხატონ თავიანთი პოზიცია საკითხზე _ არის თუა არა ჰომოსექსუალიზმი ნორმალური მოვლენა. მისი თქმით, სხვადასხვა საზოგადოებრივმა ინსტიტუტმა და ინტელიგენციამ _ მწერლებმა, მეცნიერებმა _ ხმა უნდა აღიმაღლონ, რათა არ მოხდეს ამ მოვლენის პროპაგანდა და გარკვეული ძალებისთვის მისაღებ კონტექსტში წარმოჩენა.

ანდრიაძის განცხადებით, ეს ყველაფრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით უნდა განხორციელდეს. “ეს რომ არ ხდება, ამიტომ ვაწყდებით პროტესტის რადიკალურ ფორმებს. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ გაჩუმებით ვყიდით უფალს. როდესაც ისეთი ამაზრზენი საკითხის პროპაგანდა ხდება, როგორიც არის ჰომოსექსუალიზმი და მისდამი საზოგადოების მხარდაჭერის პროპაგანდა მიმდინარეობს, ხმის ამოღება ყველა ქრისტიანის მოვალეობაა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოვლენას ყველა რელიგია გმობს”, _ განაცხადა გიორგი ანდრიაძემკონკრეტულად ვინ და რა ძალები დგანან დღეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის უკან, რას შეცვლის ამ საკითხზე ინტელიგენციის მიერ პოზიციის გამოხატვა და რა პროცესები მოჰყვება ამ თვალსაზრისით საზოგადოების ლუსტრაციას, “საქართველო და მსოფლიოსპატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე ესაუბრება.

_ ბატონო გიორგი, აღნიშნეთ, რომ საზოგადოების წარმომადგენლებმა _ მწერლებმა, მეცნიერებმა _ საჯაროდ უნდა გამოხატონ თავიანთი პოზიცია: ჰომოსექსუალიზმი დადებითი მოვლენაა თუ უარყოფითი. მოდი, კიდევ ერთხელ განვუმარტოთ საზოგადოებას, რისთვისაა ეს ყველაფერი საჭირო და აუცილებელი, რას შეცვლის, თქვენი აზრით, საზოგადოების ამგვარი ლუსტრაცია?

_ თუ ვაშენებთ დამოუკიდებელ ქვეყანას, და ამაზე თითქოს ყველა ვთანხმდებით, ასეთ ქვეყანაში საზოგადოებამ თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს. მით უმეტეს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიცაა ჰომოსექსუალიზმი და იმიტომ მოვითხოვე ეს, რომ ტელევიზიები, რომლებსაც პარტიულ ტელევიზიებს ვუწოდებ, ამ საკითხს მიკერძოებულად აშუქებენ. ჩემი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საზოგადოებრივმა არხმა, თუ გვაქვს საერთოდ ასეთი არხი, გააშუქოს ეს თემა, ვინაიდან მისი პირდაპირი მოვალეობაა, ემსახუროს ხალხის ინტერესებს. სწორედ ამ არხზე უნდა მოხდეს საზოგადოების წარმომადგენლების _ მწერლების, მეცნიერების, მსახიობების _ გამოსვლა და პოზიციის საჯაროდ გამოხატვა იმის თაობაზე, ჰომოსექსუალიზმი დადებითი მოვლენაა თუ უარყოფითი.

ახლა _ რატომ არის ეს აუცილებელი: იზრდება მომავალი თაობა და მისთვის ავტორიტეტები არიან სწორედ სპორტსმენები, მწერლები, პოეტები, მსახიობები… ეს, მხოლოდ საქართველოში კი არა, ყველგან ასეა და მსოფლიოში ყველგან, ამერიკაში იქნება თუ სადმე სხვაგან, წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურადაა ეს ხალხი ჩართული. კიდევ ვიმეორებ: პარალელურად პარტიული ტელევიზიების ეთერებში დადგმული სპექტაკლებისა, რომლებშიც მხოლოდ მათთვის მისაღებ ადამიანებს იწვევენ და, რასაც უნდა, იმას ალაპარაკებენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გამოიყვანოს ინტელიგენცია. ყველამ უნდა გამოხატოს საჯაროდ პოზიცია და თქვას პირდაპირ, რას ფიქრობს _ ჰომოსექსუალიზმი დადებითი მოვლენაა თუ უარყოფითი.

_ სამი წლის წინათ, 17 მაისს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სპეციალური გადაცემა მიუძღვნა .. სექსუალურ უმცირესობებს და თვითონ ამუმცირესობებისწარმომადგენლები ალაპარაკა, რომ ჰომოსექსუალიზმი ნორმაა. გადაცემას აშკარად პროპაგანდისტული ხასიათი ჰქონდაასეთი სარედაქციო პოლიტიკის მქონე არხი ობიექტურად გააშუქებს საკითხს?

_ კი, ბატონო, თუ ვიღაცას ასე ესმის დემოკრატია, გამოიყვანონ ეს ავადმყოფებიც, მაგრამ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებსაც უნდა მიეცეთ აზრის გამოთქმის საშუალება. ამისთვის საჭიროა, მოაწყონ შეხვედრები, მშვიდობიანი განხილვები და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო დონეზე. ვფიქრობ, ამის ორგანიზება უნდა მოახერხონ პროფესორ-მასწავლებლებმა, თუმცა სტუდენტურმა თვითმმართველობებმაც უნდა გამოხატონ თავიანთი პოზიცია და არ არის აუცილებელი, ტელევიზიებს დაელოდონ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის გზაგამყოფი, საით მივდივართ, რა სახელმწიფოს ვაშენებთ და რა იდეოლოგიას ვეყრდნობით…

_ ვთქვათ, ყველამ გამოხატა თავისი პოზიცია და მოხდა ლუსტრაცია ინტელიგენციის, ხელისუფლების, მთლიანად პოლიტიკური სპექტრის, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? მაგალითად, პრეზიდენტი, ამთავითვე ვიცით, რომ ჰომოსექსუალიზმს ნორმად მიიჩნევს. სხვებსაც თუ ასეთივე აზრი ექნებათ, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ?

_ ახლახან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, წინ კიდევ გველოდება არჩევნები… კი, ბატონო, ვიღაცის პირადი თვალსაზრისი მისი საქმეა, მაგრამ, როდესაც პრეტენზია გაქვს ხელისუფლებაში მოსვლაზე და მოდიხარ კიდეც, ეს შენი პირადი აზრები საზოგადოებრივ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამიტომ უნდა იცოდეს ხალხმა, თითოეულმა მოქალაქემ, ვინ რას ფიქრობს და მერე თვითონ გააკეთებს არჩევანს.

პრეზიდენტს რაც შეეხება, გასაგებია, ჩამოყალიბებული ნაციონალია და ისიც ვიცით, როგორ აირჩიეს თავის დროზე, მაგრამ აქ საუბარია სხვებზე. ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს და, როცა იქნება არჩევნები, ყველამ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია. მერე თუ აღმოჩნდა, რომ საქართველო არის ჰომოსექსუალურად განწყობილი ქვეყანა, რა ვქნათ? დარწმუნებული ვარ, რომ, მიუხედავად გაშმაგებულინეოლიბერალურიპროპაგანდისა, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ მსოფლმხედველობას არ იზიარებს. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მთავარი დატვირთვა აქვს ინტელიგენციას, რომელსაც გააჩნია პრეტენზია, რომ ქვეყნის ელიტაა და ყველა, ვინც ჰომოსექსუალიზმს ქვეყნის დაღუპვად მიიჩნევს, ჩუმად კი არ უნდა იყოს, არამედ განცხადებები გააკეთოს. ბოლოს და ბოლოს, სოციალურ ქსელში მაინც გამოხატონ თავიანთი თვალსაზრისი…

_ ისე, გაქვთ ამ ინტელიგენციის იმედი? იმიტომ გეკითხებით, რომ ინტელიგენცია ყველა დროებაში კრიტიკის საგანი იყო. გვახსოვს ეპითეტები: “შევარდნაძის ინტელიგენცია”, შემდეგ _ “სააკაშვილის ინტელიგენცია, რომელიც ინდაურებზე გაიყიდა”… ყველა ხელისუფლებასა და პოლიტიკურ კონიუქტურას ჰყავდა თავისი ინტელიგენცია

_ არავის ვახვევ თავს ჩემს მოსაზრებას. უბრალოდ, მოხდეს ლუსტრაცია. გამოვიდნენ და თქვან საჯაროდ, რას ფიქრობენ, როგორც გურამ კაშიამ გამოხატა თავისი პოზიცია… რა, არ უნდა ვიცოდეთ, ვინ მოდის ხელისუფლებაში, ვინ მოღვაწეობს ხელოვნებაში, სპორტში? ნაძალადევი მხარდაჭერა ამ საკითხს არ სჭირდება…

_ თქვით, რომ ლუსტრაციის შემდეგ ხალხი გააკეთებს არჩევანს. პრეზიდენტი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ხშირად იმეორებდა ფრაზას: “განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას უმცირესობების უფლებების დაცვას”. ეს იყო საკმაოდ პირდაპირი განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი სოლიდარულიასექსუალურიუმცირესობების მიმართ. მიუხედავად ამისა, ის პრეზიდენტია. როგორ ფიქრობთ, იმ გაშმაგებულმანეოლიბერალურმაპროპაგანდამ, რომლის წნეხის ქვეშაც, უკვე წლებია, საქართველო იმყოფება, დაამჩნია კვალი საზოგადოების ცნობიერებას?

_ ადამიანის უფლებების დაცვის მომხრე მეც ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა არ უნდა გახდეს. მარგველაშვილი, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, არავის აურჩევია, ის მოჰყვა ტალღას, რომელსაც ერქვა ანტიმიშა, ისევე, როგორც მიშა მოჰყვა ტალღას სახელად ანტიშევარდნაძე და, შესაბამისად, მოსახლეობას, საერთოდ, არ წაუკითხავს მარგველაშვილის წინასაარჩევნო პროგრამა.

რაც შეეხება უფლებების დაცვას, სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა არ ნიშნავს გაუკუღმართებული ცხოვრების წესის რეკლამას. ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი. ექიმებმა, ფსიქოლოგებმა, იურისტებმა უნდა თქვან, რომ ეს არის გადახრა. ასე რომ, საქართველოს სახე მარგველაშვილი არ არის, არც წინა პრეზიდენტი იყო… საერთოდ, ხომ ხედავთ, რა ბედი ეწიათ საქართველოს პრეზიდენტებს _ ისინი არ იყვნენ ქვეყნის სახეები, გარდა რეალურად არჩეული პრეზიდენტისა, ზვიად გამსახურდიას ვგულისხმობ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სტუდენტობას, არ იყვნენ შეკრულები რაიმე ბორკილით. ახლა არის გზაგასაყარი, რა მიმართულებით განვითარდება ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება. ახლა გაკეთებულ საქმეს და გამოხატულ პოზიციას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს

_ ყოველთვის, როცასექსუალური უმცირესობებისუფლებების დაცვის საკითხი წამოიწევს, ახალ კანონს მიიღებენ ხოლმე. მაგალითად, 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შედგომანტიდისკრიმინაციული კანონიმიიღეს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ახლაც რაიმე მსგავსი შეიძლება მზადდებოდეს?

_ საქართველოში ყველა “ლიბერალური” კანონი უკვე მიღებულია და ერთადერთი ჰომოსექსუალების ქორწინებაა დასაკანონებელი, მაგრამ, როგორც უნდა ჩქარობდნენ, ამ კანონს მალე ნამდვილად ვერ მიიღებენ. ისე, ყველანაირად, პროპაგანდის ყველა საშუალებით ამზადებენ საზოგადოებას, რომ ჰომოსექსუალიზმს მხარი დაუჭირონ. აი, ეს ხდება და ამიტომაა აუცილებელი ხმის ამოღება. კიდევ ვიმეორებ: უნივერსიტეტებმა, ასევე ინტელიგენციამ _ მწერლებმა, მეცნიერებმა _ უნდა გამოხატონ თავიანთი პოზიცია. ეს არის საზოგადოების დაკვეთა და მან უნდა უთხრას დასმულ პრეზიდენტს, რომ ჩვენ სხვანაირად ვფიქრობთ. მაგრამ ქართველი საზოგადოება დღეს, ფაქტობრივად, პარალიზებულია, იმიტომ, რომ ვერ გამოხატავს თავის პოზიციას…

_ რამდენჯერმე ახსენეთ სიტყვა პროპაგანდა. მოდი, დავაკონკრეტოთ: ვინ დგას რეალურად ამ პროპაგანდის უკან, გარდა იმ პოლიტიკური ჯგუფებისა, რომლებსაც ვხედავთ?

_ “ლიბერალური” ძალა არსებობს სრულიად მსოფლიოში და ის არ იმალება. იყო ამასწინათ საერთაშორისო შეხვედრებიც და იქ კონკრეტული განცხადებები გაკეთდა. საერთოდ, ეს პროცესი, მხოლოდ საქართველოში კი არა, მსოფლიოში მიდის _ ევროპაშიც, ამერიკაშიც არსებობს ორი ბანაკი: ერთი ეს ე.წ. ნეოლიბერალების და მეორე კონსერვატიული საზოგადოება, რომელიც იცავს ტრადიციებს. უბრალოდ, საქართველო მცირერიცხოვანი ქვეყანაა და აქ დომინირებს საერთაშორისო საზოგადოების ის ნაწილი, ისნეოლიბერალურიძალა, რომელიც ანგრევს ეროვნული ღირებულებების სისტემას. სხვათა შორის, ამ ძალებმა საქართველოში პირველი რაც გააკეთეს, იყო ტელევიზიების სრული მონოპოლიზება და დღეს, ფაქტობრივად, ვერც ერთ არხზე ვერ ნახავთ რეალურად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ ჰომოსექსუალიზმი ქვეყნის დაღუპვაა. აქა-იქ შეიძლება მიიწვიონ ასეთი ადამიანები, მაგრამ მაშინაც ისეთ უმცირესობაში არიან ხოლმე, რომ მათი ხმა არც ისმის. ამიტომ მივმართავ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ გააშუქოს ეს საკითხი ისე, როგორც საჭიროა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველასთვის საბოლოოდ გაცხადდება, რომ ეს არხიც, ისევე, როგორც სხვა, არის პარტიული ტელევიზია, კონკრეტულ პოლიტიკურ კონიუქტურასა და იდეოლოგიას მორგებული პროპაგანდის საშუალება, რომელიც ხალხის ჯიბიდან ფინანსდება და ხალხისავე ცნობიერების დანგრევის, გარყვნისა და დეგრადირებისკენაა მიმართული…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

2 COMMENTS

  1. რა საჯაროდ გამოხატვა უნდა? მე ჯერ არავინ შემხვედრია, არც მწერალი და არც წერა და კითხვა რომ არ იცის (ასეთები ახლა მოგვიმრავლდა), ვისაც ეს ამბავი მოწონს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here