მთავარი პოლიტიკა გია ხუხაშვილი: ქალბატონს შეუძინეს, შეუსყიდეს თანამდებობა და აჩუქეს. მართალია, 8 მარტი არ...

გია ხუხაშვილი: ქალბატონს შეუძინეს, შეუსყიდეს თანამდებობა და აჩუქეს. მართალია, 8 მარტი არ იყო, მაგრამ საჩუქარს ქალს ყოველთვის ჩუქნიან ხოლმე…

387
გააზიარეთ
გია ხუხაშვილი

ომი დასრულდა, მშვიდობის გეშონოდეთ, ხალხო!” _ ბერტოლტ ბრეხტის ეს სიტყვები, ალბათ, ბევრ ქართველს ამოუტივტივდა თავში, როდესაცნაციონალურმა მოძრაობამსაპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ ქუჩის აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდა ხალხს, მაგრამ ხელისუფლებამ აღკვეთა ყოველგვარი პროვოკაცია, თუკი რამ იყო შესაძლებელი და ეს არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მოხდა… 

თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულია უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე სისხლის სამართლის კოდექსის 236- მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რომელიც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერების ან მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენაშენახვას გულისხმობს”, _ გვამცნო შსს ნაციონალების მიერ 2 დეკემბერს დაგეგმილი აქციის წინრა იგეგმებოდა, რა ფორმით აპირებდნენ რევანშს ნაციონალები? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში _ გია ხუხაშვილი.

შეთქმულების თეორია თუმგელი მოდის, მგელი…”

_ შეთქმულების თეორიების არ მჯერა და არც განვიხილავ, რადგან, რაც მოხდა, “ქართული ოცნების” სიბრიყვეზე უფრო მეტყველებს, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის” სუპერინტელექტუალურ გეგმებზე. მთავარი მიზეზი ამ ყველაფერისა, მთავარი შეცდომა და თანაც ფატალური, იყო ის, რომ “ქართულ ოცნებას” გაუჩნდა ილუზია _ გადმოიბარებდა “ნაციონალური მოძრაობის” სისტემას და მართავდა ე.წ. კოლექტიური მურუსიძეების სახით, თუმცა სისტემამ მუშაობა ისევ ძველებურად განაგრძო _ რასაც აკეთებდნენ იმ დროს, იმას აკეთებენ ახლაც. შესაბამისად, დროთა განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა მორალური უპირატესობა “ნაციონალურ მოძრაობაზე”, რესურსი შემოეხარჯა. ამომრჩევლის გარკვეულმა ნაწილმა ამ პროცესს შეხედა ასე – ორივე ყველაფერზე წამსვლელია და, თუ მაინცდამაინც ცუდი უნდა ავირჩიო, ეფექტიანს ავირჩევ, რადგან, ყველა უბედურებასთან ერთად, არსებულ ხელისუფლებას ეფექტიანობაც არ აქვს. შედეგი, რომელიც მივიღეთ, კანონზომიერი იყო და ვერ დავაბრალებთ იმას, რომნაციონალური მოძრაობაიატაკქვეშეთში გეგმავდა რაღაცას. “ქართულმა ოცნებამ” მათ, ფაქტობრივად, აჩუქა ელექტორატი, გაუსამმაგა ალტერნატივის არარსებობის გამო. ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ელიტა, სავალალო მდგომარეობაა.

_ გამოდის, თქვენ არ ფიქრობთ, რომ ნაციონალებს რევანში სურდათ და ხელისუფლების ჩანაცვლების გეგმა არ ჰქონდათ?

_ რევანში როგორ არ სურდათ, რევანში მათ სურთ და ეს სურვილი ყოველთვის ექნებათ. ნაციონალები ცდილობენ, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, რაც გასაკვირი არ არის. თუ რევანშის რევოლუციურ ფორმაზე საუბრობთ, დრამატულ სცენარზე, მე ამ საკითხს სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ნაციონალები ისეთი ბრიყვები არ არიან, ვერ ფიქრობენ, რომ ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ არანაირი რესურსი არ აქვთ იმისა, რომ რევოლუციური გადატრიალება მოაწყონ.

_ სააკაშვილს სურს რევოლუცია, ის ახლაც იმუქრება, რომ ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია არ გაიმართება

_ როტორიკა არის ექსტრემისტული, ეს აშკარაა. ისინი თამაშობენ ორ ხელში და ეს ერთგვარი პოლიტტექნოლოგიაა. საქმე ის არის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სეგმენტი ორ ნაწილად იყოფა: რადიკალურ ფრთად, რომელსაც დღესვე უნდა შედეგი და მისთვის ბრძოლის ნებისმიერი ფორმა მისაღებია. არიან ისეთები, რომლებსაც, მიუხედავად ყველაფრისა, სურთ კონსტიტუციის ფარგლებში დარჩენა. იმისთვის, რომ ყველაზე აქტიური ნაწილი არ დაიკარგოს, ასე ვთქვათ, ნაციონალების გული. ვიღაცამ ყოველთვის უნდა დააანონსოს რევოლუცია და ამას აკეთებს სააკაშვილი, რითაც ელექტორატს ინარჩუნებს.

_ ნაციონალებს შეუძლიათ, შეცვალონ არსებული ხელისუფლება?

_ თუ “ქართულმა ოცნებამ” ასე განაგრძო, როგორც დღემდე იქცეოდა, სამწუხაროდ, შეიძლება, ჩვენ ამ რეალობის წინაშე დავდგეთ, მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება ამ საზოგადოებაში, რბილად რომ ვთქვათ, არაპოპულარულია. მაგრამ, თუკი სხვა ალტერნატივა არ გამოჩნდა და “ქართული ოცნება” ამ უბედურებაში დარჩება, მაშინ ამ სცენარსაც ვერ გამოვრიცხავთ.

_ ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე ისაუბრა იმ გეგმაზე, რომელიც ნაციონალებს ჰქონდათ. მან თქვა, რომ სარალიძე არ ადგებოდა რუსთაველის გამზირიდან და ადგილს შეუნახავდა ნაციონალებს არჩევნების შემდეგ არეულობის მოსაწყობად

_ ფაქტია, რომ არაფერი მომხდარა. ქუჩაში გამოვიდნენ… ქუჩაში მანამდე “პატრიოტთა ალიანსიც” გამოვიდა და ეს პრობლემა არ არის. ივანიშვილის ეს განცხადებაც და სხვებიც ტვინის გამორეცხვის ტექნოლოგიაა, ივანიშვილმაც დაქართულმა ოცნებამაცმშვენივრად იციან, რომნაციონალურ მოძრაობასარანაირი რესურსი არ აქვს არეულობის მოსაწყობად. ხელისუფლებას ხელს აძლევდამგელი, მგელისძახილი იმისთვის, რომ ლატენტურიანტიმიშაგაეღვიძებინა. ივანიშვილს სურდა, ცუდსა და უარესს შორის ხმა მის სასარგებლოდ მიეცათ, თავისი გამოსვლებით ელექტორატი აიძულა, მისკენ წასულიყო. ივანიშვილმა იცოდა, რომ ამომრჩეველი მასზე გაბრაზებულია და არმაგედონის შექმნით თავისკენ მაინც მიიზიდა, ადამიანებს ანტიარჩევანი გააკეთებინეს და ეს არჩევანი გაკეთდა არა ვინმეს სასარგებლოდ, არამედ ერთის წინააღმდეგ. ასეთი ნეგატიური არჩევნებით ქვეყანა არ შენდება. ერთი მხრივ, თითქოს კარგია ეს, რადგან ნაციონალების გამარჯვება დაუშვებელია, მაგრამ მანიპულირება ადამიანებით, შენი თანამემამულეებით, არ არის კარგი საქმე.

_ “მგელი, მგელისძახილში მართლაც რომ დაბრუნდესნაციონალური მოძრაობა”?

_ თუკი “ქართული ოცნება” არაფერს გააკეთებს და მხოლოდ “მგელი, მგელის” ძახილის იმედზე იქნება, რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ცნობილი იგავი…

სალომე ზურაბიშვილი

რა ცვლილებები უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ?

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ ყოფილმა პრემიერმა, შემდეგში მოქალაქემ და ახლა, როგორც თვითონ განაცხადა, ჩვენსავით ღარიბმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ერთ წელიწადში ყველაფერი კარგად იქნება

პირველი იმედგაცრუება მოსახლეობას, სავარაუდოდ, 3 დეკემბერს გაუჩნდა, როცა გაარკვიეს, რომ, ფინანსთა მინისტრის დაპირების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ვის შეეხება ვალების ჩამოწერა. ივანე მაჭავარიანი 19 ნოემბერს დაჰპირდა ხალხს, რომ არაუგვიანეს 3 დეკემბრისა მზად იქნებოდა ვებგვერდი, სადაცშავ სიაშიშესული პირები ნახავდნენ, შეეხო თუ არა მათ დავალიანების ჩამოწერა. როგორც აღმოჩნდა, ამ ეტაპზე საკრედიტო ორგანიზაციები ფონდქართუსმოვალეთა სიებს აწვდიან, რაც ფინანსისტებს ბევრ კითხვას უჩენს.

ექსპერტი ირაკლი ბერძენაძე ამბობს: “ეს იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, არ ჩამოყალიბებულა ის ფუნდამენტური საკითხები, რომელთა მიხედვითაც უნდა წარმართულიყო ვალების ჩამოწერა. შესაბამისად, ბევრი შეკითხვა ჩნდება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების მიერ თავდაპირველად გახმიანებულ მიზნებს. მაგალითად, ვინ უნდა მიაწოდოს ფონდს იმ პირთა სია, რომლებსაც შემდეგ ხელისუფლება ვალებს ჩამოაწერს? თვით საკრედიტო ორგანიზაციებმა თუკრედიტინფომ”? თუ ხელისუფლებაკრედიტინფოსმონაცემებზე დაყრდნობით ამბობდა, რომ 600 000 კაცს აქვს გადაუხდელი ვალი, რომლის ძირი თანხა არ აღემატება 2.000 ლარს, რის გამოც ისინიშავ სიაშიმოხვდნენ, მაშინ რატომ გაჭიანურდა სიების მიწოდება და რატომ ითხოვენ ამ მონაცემებს ფინანსური ინსტიტუტებიდან?

_ ბატონო გია, ვისაუბროთ იმაზე, რა უნდა გააკეთოსქართულმა ოცნებამსასწრაფოდ.

_ ეს ძალიან დიდი თემაა. მთავარია, რომ სისტემური ცვლილებები ჩაატაროს. ის არ უნდა ეხმალაოს “ნაციონალურ მოძრაობას”, კონკრეტული ადამიანების პრობლემები უნდა გადაწყვიტოს. პოზიტიური დღის წესრიგი შეიმუშავოს, გადაწყვიტოს ეკონომიკური და სოციალური პრობლემები; შეეცადოს, რომ ხალხი ისტერიკამდე არ მიიყვანოს.

ხელისუფლებას პოზიტიური არაფერი აქვს, გარდა წინასაარჩევნო დაპირებებისა. სასაცილოა მათი ინიციატივა ე.წ. შავი სიების გაუქმების შესახებ. “შავ სიებში” რა ხალხი იყო? ჩვენ თუ სიებს ვნახავთ და კარგად მოვიკვლევთ, აღმოვაჩენთ, რომ შავი სიებისამ ფორმით გაუქმება კარგი არ არის. შესაძლოა, ამ სიებში იყვნენ უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები, მაგრამ, თუკი .. შავი სიების ბენეფიციარებს სეგმენტებად დავყოფთ, დავინახავთ, რომ აღნიშნული ინიციატივა ჯანსაღი არ იყო, რადგან ამ სიებში ბევრი ნარკომანი, მოთამაშე და .. ადამიანი იყო, ადამიანები, რომლებიც ვალს იღებენ არა პოზიტიური საქმისთვის, არამედ მანკიერი მისწრაფებებისთვის და ამ ვალის გადახდა, მაპატიეთ და, ფეხებზე ჰკიდიათ, არ ადარდებთ შედეგები. ასეთი ადამიანების ვალების გადახდა, არ მგონია, სახელმწიფოს საქმე იყოს.

_ ივანიშვილმა თქვა, რომ ერთ წელიწადში ვითარებას გამოასწორებს

_ ბიძინა ივანიშვილის სიტყვას ფასი დაეკარგა, რადგან ყველას გვახსოვს 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებები. მას ამ ხნის განმავლობაში ისეთი არაფერი შეუქმნია, რომ მის სიტყვას ფასი დასდებოდა და დავუჯეროთ.

_ მაგრამ ბევრი თვლის, რომ ხელისუფლებამ ძალიან სერიოზული გაკვეთილი მიიღო ამომრჩევლისგან

_ არ მგონია, “ქართულ ოცნებასსტრატეგიული აზროვნების უნარი ჰქონდეს შემორჩენილი, ისინი დღის გადაგორებაზე არიან გადასულები. მეეჭვება, რომ ჭკუა ისწავლონ, რადგან, როგორც კი არჩევნები მოიგეს, ისევყირაობადაიწყეს. რეალობას თვალს არ უსწორებენ. ეს მათი დიაგნოზია, რომელიც უკურნებელ სენში გადავიდა

ისე, “ქართული ოცნება” რაიმეს გაკეთებას თუ მოახერხებს, მოხარული ვიქნები.

_ 2020 წლის არჩევნები აქვთ მოსაგები

_ ამაზე ისინი დღეს არ ფიქრობენ, დღეს მათთვის მთავარია ის, რომ ეს არჩევნები მოიგეს. “ქართული ოცნება” ფიქრობს, რომ 2020 წლისთვის ბიძინა ისევ ჩაატარებს ფოკუსებს და რაღაცას “გაახერხებს”.

_ ასეთ ვითარებაში ექნება შანსიქართულ ოცნებას”, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოიგოს?

_ თუ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ცენტრები არ შეიქმნება, თუქართული ოცნებამასობრივად არ დაიწყებს სისტემურ ცვლილებებს, არ გაატარებს რეფორმებს მმართველობითი სისტემის გაჯანსაღების კუთხით, ასევე, არ გადაახალისებს პროფესიონალურ მხარეს, არაფერი არ გამოუვა. მოკლედ, თუ თავიდან ბოლომდე არ შეცვლის ყველას და ყველაფერს, “ნაციონალური მოძრაობის” შანსი გაიზრდება. ერთი-ორი მინისტრის მოხსნა “ქართულ ოცნებას” ვერ უშველის.

გამოჩნდება თუ არა ახალი პოლიტიკური ძალა?

_ ახალ, მესამე ძალაზე უკვე საუბრობს ქართველი საზოგადოება. გამოჩნდნენ ადამიანები და ჯგუფები, რომლებსაც გაუჩნდათ ამბიცია, რომ შეძლებენ არსებული პოლიტიკური ძალების ჩანაცვლებას

_ ორივე ძალა, რომლებიც დღეს ქართულ პოლიტიკაში დომინირებენ, პოლიტიკური ასპარეზიდან გასაყვანია. “ნაციონალური მოძრაობარატომ არის გასაყვანი, ყველამ იცის, მაგრამ გასაყვანიაქართული ოცნებაც”, რადგან დღეს მასაც არ აქვს კარგი რეპუტაცია. ის არ არის პოლიტიკური პარტია და ნიშანწყალიც არ არსებობს იმისა, რომ ოდესმე პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს.

ქართული ოცნებაარის ხელისუფლებასთან შეზრდილი, პარაზიტი ადამიანების ჯგუფი. მათ არ აქვთ იდეოლოგია, არ აქვთ მმართველობის სისტემა, არ გააჩნიათ არაფერი. მათ წრეში ზოგი ალთას არის, ზოგი _ ბალთას, ზოგი ლიბერალია, ზოგი _ კონსერვატორი, ასეთი რამ პარტიაში არ ხდება. შესაბამისად, “ქართულ ოცნებას” არ ჰქვია პარტია. აქედან გამომდინარე, ორივე პარტია გასაყვანია პოლიტიკური არეალიდან.

არსებობს “პატრიოტთა ალიანსი”, რომელმაც, ფაქტობრივად, გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნების ბედი. “ქართულ ოცნებას” ეს არჩევნები არ მოუგია, ის “პატრიოტთა ალიანსმა” მოიგო. ეს იყო რეალობა.

შესაქმნელია სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც, რადგან “პატრიოტთა ალიანსი” მუშაობს კონსერვატორულ სეგმენტზე. აუცილებელია სხვა ამომრჩევლის აზრის გათვალისწინებაც, ძალიან ბევრია სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანიც.

ყველას წარმატებას ვუსურვებ, ვინც გადაწყვიტა ახალ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ამ სიახლის გამოცდილება არ აქვს. რაც მოვისმინე, სერიოზულად ვერც ერთი ვერ აღვიქვი. ესეც ჩვენი, ქართველების, ავადმყოფობაა _ რაღაც ახალზე რომაა მოთხოვნა, მაშინვე უსაშველოდ ბევრი შეთავაზება ჩნდება, მაგრამ იქიდან, ერთიც კი არაფრად არ ღირს.

იმედი მაქვს, ორ-სამ თვეში ეს “სიახლის ბუმი” ჩაქრება და სერიოზული ძალა გამოჩნდება.

_ საზოგადოებაში არიან სკეპტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ, თუკი ახალი ძალა გამოჩნდება, ყველა ვარიანტში ბიძინა ივანიშვილის სატელიტი იქნება. ასე ამბობენპატრიოტთა ალიანსზეც”…

_ სკეპტიციზმი გასაგებია და ამის საფუძველი არსებობს, მაგრამ ქვეყანაში არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია გამოჩნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის ფულისა და მისი მხარდაჭერის გარეშეც.

_ ვინ არის ეს ძალა?

_ ამაზე საუბარი ნაადრევია. ეს საქართველოა, ისე არ გადავგვარდებით, რომ საღად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი არ გამოჩნდეს.

როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ინაუგურაცია, სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება. ინაუგურაციის ჩატარების ადგილად რამდენიმე ქალაქი განიხილება, თუმცა კონკრეტულად რომელი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მიუხედავადნაციონალური მოძრაობისმუქარისა, იმედია, 16 დეკემბერის ცერემონია მაინც შედგება.

_ როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი? ჩვენ მისი არ გვესმოდა, რადგან, როგორც ჩანს, ქართულად საუბარი და აზროვნება კარგად არ გამოსდის. სამაგიეროდ, არაჩვეულებრივად ისაუბრა ინგლისურ ენაზე უცხოურ მედიასთან და, როგორც იქნა, შევიტყვეთ, რაც სურს

_ პრეზიდენტის ინსტიტუტი სახელისუფლო გადანაწილებაში არ მონაწილეობს, მაქსიმალურად დაკნინებულია. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს ბევრის გაკეთება არ შეუძლია, არც გაფუჭება. ეს მოცემულობა ამ შემთხვევაში მისაღებია. ეს ქალბატონი იქნება რეალური შოუ ჩვენი ქვეყნისთვის, მისი პირადი ამბიციები (და არ მხოლოდ მისი) დაკმაყოფილდება პრეზიდენტის სასახლეში, თანაც ამ ყველაფერში ასმაგი ფასია გადახდილი. მოკლედ, ყველა თავის ჭიას გაახარებს.

_ შესაძლოა, ქალბატონი სალომე აღმოჩნდეს ძლიერი პიროვნება და ეს დაკნინებული პრეზიდენტის სავარძელიც გააძლიეროს

_ თუ თქვენ იმას გულისხმობთ ძლიერებაში, რომ ხელისუფლებასთან კამათს დაიწყებს, მაშინ ეს შესაძლებელია, მაგრამ ამით მხოლოდ “გასართობი” მოგვემატება და მეტი არაფერი. ზურაბიშვილს მართლაც დამოუკიდებლად რომ ეყარა კენჭი, ხუთეულშიც ვერ გავიდოდა. ქალბატონს შეუძინეს თანამდებობა და აჩუქეს. მართალია, 8 მარტი არ იყო, მაგრამ საჩუქარს ქალს ყოველთვის ჩუქნიან ხოლმე…

ისე, სალომე ზურაბიშვილი არ იყო ყველაზე ცუდი ვარიანტი.

_ ფრანგები მას მოიხსენიებენ, როგორც ფრანგს, რომელიც უცხო ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. თქვენ როგორ ფიქრობთ: ის ქართველია თუ ფრანგი?

_ ფრანგებს გაუხარდებოდათ, რა თქმა უნდა… მათი მოქალაქე მართლაც გახდა უცხო ქვეყნის პრეზიდენტი. ის ინტეგრირებული და ასიმილირებული იყო საფრანგეთთან და გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ფრანგების მხრიდან ეს განცხადება ფაქტის კონსტანტაციაა.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ის ფრანგია თუ ქართველი, გეტყვით _ ის ქართველიც არის და ფრანგიც. არ დავაკნინებ მას მისი ოპონენტებივით. ქართულის საკმარისად არცოდნას დანაშაულად ვერ ჩავუთვლი. ზურაბიშვილმა ის მაინც შეძლო, რომ უცხოეთში გაზრდილ თავის შვილებს ქართული ასწავლა. როგორ გაზარდა და რა ტიპები არიან, ეს ცალკე ტრაგიკომედიაა, მაგრამ, თავის ქართულ ფესვებს რომ ეს ქალი პატივს სცემდა, ფაქტია. სხვა საკითხია მისი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, მოქალაქისა და დიპლომატის, შესაძლებლობები. სხვა საკითხია მისი ერთი შვილის ცალკეული აქტივობები, მაგრამ, ქართული ფესვი სალომე ზურაბიშვილში რომ ცოცხლობდა, ფაქტია.

_ მისი შვილის, ალბათ, ვაჟის აქტივობას გულისხმობთ. რა გეეჭვებათ?

_ მისი ვაჟის აქტიურობა ჰგავდა ოჯახური ბიზნესისადმი მიდგომას, საარჩევნო კამპანია ოჯახურ ბიზნესად აქციეს და ბევრი უმწიფარი, მოუზომავი განცხადება მოვისმინეთ.

“ნაციონალური მოძრაობა” მოწოდებულია, რომ თავის ამომრჩეველს, ასე ვთქვათ, მუდმივი “დრაივი” აჩვენოს, იდგეს მოწოდების სიმაღლეზე. აქედან გამომდინარე, შეეცდებიან, ცეცხლი შეუნთონ პოლიტიკურ ტაფას. ეს ნაციონალების სწორი ტექნოლოგიაა, მაგრამ აპოკალიფსურს ვერაფერს მოიფიქრებენ. “ქართული ოცნება” კი თამარ მეფის საფლავივით ნუ დაიწყებს პრეზიდენტის ინაუგურაციის ადგილის ძებნას. ნუ ეშინია ნაციონალების, თავისი რესურსით ქვეყანას და მათ მმართველობას ნაცები პრობლემას ვერ შეუქმნიან.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here